სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში
ლავროსი ივანიაძე 1985-2011წწ გარდ. ავღანეთში, სამშვიდობო მისია დაბ. სოფ. მუქედი ვანი იმერეთი ლავროსი ივანიაძე 1985-2011წწ გარდ. ავღანეთში, სამშვიდობო მისია დაბ. სოფ. მუქედი ვანი იმერეთი
ბმულის კოპირება

გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში

გვარი ივანაიძე სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

373       ბეჭდვა

ლავროსი ივანიაძე 1985-2011წწ გარდ. ავღანეთში, სამშვიდობო მისია დაბ. სოფ. მუქედი ვანი იმერეთი

ლავროსი ივანიანიძე გიორგის ძე


8.12.1985 - 24.05.2011 უმცროსი სერჟანტი

მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 24 მაისს, ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.


სტუდენტობისას შეცვლილი გადაწყვეტილება მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა... ვანის რაიონ სოფელ მუქედში დაბადებული ახალგაზრდა სერჟანტი ლავროსი (ლაშა) ივანიაძე სკოლის დამთავრების შემდეგ კოლეჯში ჩაბარებიდან რამდენიმე თვეში მიხვდა, რომ სამხედრო სამსახურში უნდა გაეგრძელებინა საქმიანობა. ოჯახს მისი გადაწყვეტილების შესახებ მალევე ამცნო და სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავიდა. ლაშას მამას გიორგი ივანიაძეს შვილისთვის წინააღმდეგობის გაწევა არც უფიქრია, რადგან მთელი ცხოვრება ცდილობდა, რომ შვილებს დამოუკიდებლად მიეღოთ გადაწყვეტილებები. ამიტომაც ლაშას გადაწყვეტილებას მამა მართალია შიშით, მაგრამ პატივით მოეპყრო. ჯარში კი ქართველი სამხედროსთვის ახალი ცხოვრება დაიწყო, წლების მატებასთან ერთად მეტი გამოცდილება და თავგადასავლები გროვდებოდა. აგვისტოს ომი გამოიარა, მაგრამ ომის დეტალებზე და სამხედრო სამსახურზე ხმამაღლა არასდროს საუბრობდა. როდესაც ახლობლები მის გადაწყვეტილებებზე ეკითხებოდნენ, ლაშა მარტივად პასუხობდა, ჯარში ჩემს გასაკეთებელ საქმეს არავინ გააკეთებს, ამიტომაც მე იქ უნდა ვიყო, სადაც ვარო!


დიანა ივანიაძე, ლავროსი ივანიაძის და: „მე და ჩემი ძმა თითქმის ტოლები ვიყავით, სამხედრო სამსახურში წასვლის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. მიმძიმს მასზე საუბარი, მუქედის არასრული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შუამთის საშუალო სკოლა დავამთავრეთ. სამხედრო სამსახურისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ხშირად ამბობდა, რომ მისი გასაკეთებელი ქვეყნის წინაშე მას უნდა გაეკეთებინა. ერაყშიც და აგვისტოს ომშიც არის ნამყოფი, მაგრამ ამ ომის დეტალებზე ხმამაღლა არასდროს უსაუბრია. არავითარი შიში არ ჰქონია. ძალიან ჭკვიანი და ინტელექტუალი იყო. სიდინჯითა და მოწესრიგებულობით მას ყველაში გამოარჩევდით. მახსოვს, იმ დღეს სახლიდან გავაცილეთ, მისი სურვილი იყო, რომ ასე გაგვეკეთებინა. ჩვეულებრივ დავემშვიდობეთ. თვითონ გვითხრა, არ მინდა გაცილება, რადგან სამხედრო ნაწილიდან გვიან იყო დაგეგმილი ფრენა. ასე დავემშვიდობე ჩემს ძმას და იმის შემდეგ მომხდარის გახსენება ძალიან მიჭირს“.


გიორგი ივანიაძე, ლავროსი-ლაშა ივანიაძის მამა: „ჩემი შვილის გადაწყვეტილებებში არასდროს ჩავრეულვარ, ბავშვობიდან ვცდილობდი, რომ ორივე შვილს დამოუკიდებლად მიეღოთ გადაწყვეტილება. ასე გაიზარდა ლაშა და ამიტომაც გადაწყვეტილებების მიღება არასდროს გაჭირვებია. ხელოვნების სიყვარულით ბავშვობიდან გამოირჩეოდა, ინტელექტუალი და საზრიანი ბავშვი იყო ამიტომაც ინტელექტუალთა კლუბში დადიოდა. ოჯახის შექმნაზე არ საუბრობდა, გატაცებები და სასიყვარულო ურთიერთობები, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ ისე რომ გადაწყვეტილება მიეღო და ჩვენ ამის შესახებ გვცოდნოდა, ასე არ იყო. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ არაფერი გაგვიგია.


პატრიოტი იყო... ავღანეთში წასვლის გადაწყვეტილება სამშობლოს სიყვარულის გამო მიიღო. სადაც სამშობლოს გაუჭირდება, კაცის სამსახურიც იქ არის! შესაბამისად, როდესაც დადგა დრო, რომ მისი წასვლა იყო აუცილებელი, ავღანეთში წავიდა კიდეც!

წავიდა და სამუდამოდ დავკარგეთ... შავი დღე გამითენდა, ოჯახში მომაკითხეს და მითხრეს, რა უბედურებაც დაგვატყდა თავს... მახსენდება ხოლმე ცხრა ძმა ხერხეულიძე და მათი დედის გმირობა, რომელიც ერთი შვილიდან მეორეს გადასცემდა გმირულად დროშას... ამ ქალმა ცხრა შვილი შესწირა სამშობლოს, მართალია ჩემი ერთია, მაგრამ მე მაინც თვალწინ მიდგას ჩვენი ისტორია და ვიცი, რომ ჩემმა შვილმა სამშობლოს სიყვარულისთვის გასწირა თავი“...


გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.]



ფოტოები მოგვაწოდა და გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით ითანამშრომლა: ბიძაშვილმა, მერი ნოზაძემ


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.04.2021
ბოლო რედაქტირება 28.05.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0