სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში
შალვა ფაილოძე 1988-2012წწ გარდ. ავღანეთი დ. სოფ ხუნწი მარტვილი შალვა ფაილოძე 1988-2012წწ გარდ. ავღანეთი დ. სოფ ხუნწი მარტვილი

1988-2012 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში

გვარი ფაილოძე სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

353       ბეჭდვა

შალვა ფაილოძე 1988-2012წწ გარდ. ავღანეთი დ. სოფ ხუნწი მარტვილი

შალვა ფაილოძე 2.10.1988 - 5.01.2012 კაპრალი

მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 5 იანვარს, ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.


ფაილოძეების ოჯახის ორმა ვაჟიშვილმა, შალვა და რომეო ფაილოძეებმა, სამხედრო სამსახურში წასვლის გადაწყვეტილება ერთდროულად მიიღეს. დედის წინააღმდეგობის მიუხედავად ორივე ძმა სამხედრო სამსახურში ჩაირიცხა. რომეო ფაილოძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურს იძულებით დაანება თავი, თუმცა შალვას პრობლემა არ შექმნია. კაპრალი ფაილოძე სამშობლოს სამსახურში სიცოცხლის ბოლომდე ყოფნას გეგმავდა და მართლაც ასე მოხდა. სიცოცხლის უკანასკნელი წუთები მან ცხელ წერტილში გაატარა. ქრისტეშობის დღესასწაულის წინა დღეს გარდაიცვალა, არადა, მეგობრებისთვის უთქვამს, ხვალ ჩემებს უნდა დავურეკო, შობა მივულოცოო... არ დასცალდა... გმირის დედას შვილზე მოსაგონარი ბევრი ისტორია დარჩა, თუმცა ძალიან უჭირს საუბარი. „დიდი ტკივილი და ამავდროულად დიდი სიამაყეა, როცა იცი, რომ გმირის დედა ხარ“, -ამბობს ქეთევან ფაილოძე და გმირი ვაჟკაცის ბავშვობას იხსენებს.

ქეთევან ფაილოძე: „სამხედრო სამსახურში წასვლა შალვას ბავშვობიდან სურდა. 2008 წლის აპრილის თვეში ჩემმა ორივე შვილმა, შალვამ და რომეომ, სამხედრო სამსახურში წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ბათუმში მეხუთე ქვეით ბრიგადაში გადიოდნენ კარანტინს. მაგრამ უფროსმა ბიჭმა ფიზიკურად ვერ გაუძლო ამ დატვირთვას და იმიტომ წამოვიდა, შალვა დარჩა და ჩვეულებრივად გააგრძელა სამხედრო სამსახურში საქმიანობა. ჩემი შვილის ბატალიონს 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი მაიორი გელა ჭედია მეთაურობდა. აგვისტოს ომში ნამდვილად არ მეგონა თუ ცოცხალს ვნახავდი. 9 აგვისტოს ბატალიონის მეთაურის გარდაცვალების შემდეგ მისი ასეული სრულად ჩაირიცხა ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადაში. მე ჩემი შვილის ქება გამომივა, მაგრამ ის სამაგალითო სამხედრო მოსამსახურე იყო. ცხონებული გელა ჭედია ამბობდა, ამისგან მართლა დადგება ჯარისკაციო... მერე ავღანეთში გადაწყვიტა წასვლა, თავიდან არ მეუბნებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც მითხრა. რომელ დედას უხარია შვილის ავღანეთში გაგზავნა, არ მინდოდა, წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. არც კი მეგონა ასეთი საშიშროება თუ იყო იქ. მთელი ექვსი თვით იყო წასული, პირველ მისიაში და საღ-სალამათი ჩამოვიდა იქიდან. რომ ჩამოვიდა ვუთხარი, მეორედ არ გაბედო წასვლა მეთქი. არაო, მითხრა, მაგრამ ექვსი თვე შესრულდა ამ მისიის დასრულებიდან და ისევ წასვლის შესახებ დაიწყო საუბარი. მეორედ კი, ეს უბედურება დაგვატყდა თავს... მის განსაკუთრებულ გმირობაზე დღეს მისი მეგობრები საუბრობენ, მეც ვიცი, რომ ის ნამდვილი ვაჟკაცი იყო. ვიცი, რომ ჩემი შვილი ნაღმზე მის მეგობარ გივი ფანცულაიასთან ერთად აფეთქდა.

არ ვტრაბახობ, მაგრამ ბავშვობიდან ძალიან ჭკვიანი და ზრდილობით გამორჩეული იყო ყოველთვის. მთელი სოფელი მას საუკეთესო პიროვნებად დაგიხასიათებთ, ყველას განსაკუთრებით უყვარდა, განსაკუთრებით მასწავლებლებს. პრინციპული ბავშვი იყო, ამბობდა, გენერალი უნდა გავხდეო და კარიერული წინსვლის იმედით ენერგიას არ იშურებდა... ავღანეთში იმისთვის წავიდა, სამხედრო სამსახურში ყოფილიყო და კარგი გაეკეთებინა ქვეყნისთვის. მას მთელი ცხოვრება სურდა სამხედრო სამსახურში ყოფნა. ყოველთვის ცდილობდა, რომ სახლშიც სამხედრო ტანსაცმელი ეტარებინა. ისე იყო შეჩვეული ამ ყველაფერს... ნამდვილად ამაყობდა, რომ თვითონ იყო ჯარისკაცი და სამშობლოს დამცველი. არასდროს უამაყია, რომ ის აგვისტოს ომის მონაწილე იყო. შიში კი მისთვის გამორიცხული იყო. არასდროს უთქვამს, რომ მას რამის ეშინოდა. იმ დღეს, როდესაც ამ უბედურების შესახებ გავიგეთ, შობა თენდებოდა... სწორედ ამ დღეს მოხდა ჩემს ოჯახში უბედურება... მთელმა ქვეყანამ საკადრისი პატივით იგლოვა ჩემი შვილი. არასდროს დამავიწყდება. მინისტრი ახალაია შემოვიდა ჩვენთან სახლში, არასდროს დამავიწყდება მისი ცრემლიანი სახე. მთელი სოფელი ფეხზე იდგა და ქვა ატირდებოდა ჩვენი საცოდაობით... არასდროს ამოვა ჩემი გულიდან ეს სახე, ის იდგა და ტიროდა, ამხელა კაცი. ძალიან დიდი ტკივილი და ამავდროულად დიდი სიამაყეა, როცა იცი, რომ გმირის დედა ხარ“.

შალვა ფაილოძეს გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტმა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიანიჭა. ოჯახი ამ ჯილდოს სათუთად ინახავს. ძმის გმირული თავდადების შემდეგ, რომეო ფაილოძეც ისევ სამხედრო სამსახურში დაბრუნდა...

რომეო ფაილოძე (ძმა): „ორივე ერთად ვიყავით წასული სამხედრო სამსახურში. გვინდოდა საქართველოს გულისთვის გვემსახურა. მე წამოვედი, ფიზიკურად ვერ გავუძელი და ის დარჩა. სწავლებას კრწანისში გადიოდა. შალვა სამხედრო პიროვნება იყო და ქვეყნის წინაშე შესრულებულ მოვალეობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობდა. თვითონ იცოდა ყველაფერი, რაც გააკეთა. ძმაკაცთან ერთად მოვიდა იმ დღეს, როდესაც გვითხრა, ავღანეთში მივდივარო. პირველი მისიის დასრულების შემდეგ ისევ გადაწყვიტა მეორედ წასვლა. ჩასვლისთანავე დარეკა. 19 დეკემბერს ვესაუბრე ბოლოს... არ შეგეშინდეთ, კარგ ადგილას ვარ, უბრალოდ, ტელეფონი აღარ იჭერსო. ავღანეთში ყოფნის პერიოდში სამ-ოთხჯერ გვქონდა სულ დარეკილი. წინა დღეს მეგობრებისთვის უთქვამს, ხვალ სახლში უნდა დავრეკო და ჩემს ოჯახს შობა უნდა მივულოცოო, მაგრამ დილას, გამთენიისას ეს უბედურება დაატყდა თავს. ჩემი ძმის დაღუპვის შემდეგ მე ისევ დავიწყე მუშაობა და ახლა ისევ სამხედრო სამსახურში ვარ, მაგრამ სამოქალაქო კუთხით... მეამაყება ჩემი ძმის სახელი და ის, რომ დღეს ქართველი გმირის, შალვა ფაილოძის ძმა ვარ“!

გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.


https://old.civil.ge/geo/article.php?id=24992


კადრი 2011 წლის ივლისს ნატოს სატელევიზიო არხის სიუჟეტიდან, სადაც ნაჩვენებია საქართველოს 32–ე ქვეითთა ბატალიონის ჯარისკაცები, რომლებიც ჰელმანდის პროვინციის ჩრდილოეთით მდებარე მუსა ქალეჰში პატრულირებენ. ერთ–ერთი ქართული ბანაკი მუსა ქალეჰში იმ ადგილასაა განთავსებული, სადაც 80–იან წლებში საბჭოთა ქვეითთა ბატალიონი იყო დისლოცირებული. მაშინ ქართველებიც იმყოფებოდნენ საბჭოთა ჯარში. ავღანეთში მიმდინარე ათწლიან ომში სულ 5 000 ქართველი იბრძოდა, რომლის დროსაც სულ ცოტა, 125 ქართველი დაიღუპა, ხოლო ათასზე მეტი დაიჭრა. 


ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის კაპრალი შალვა ფაილოძე დაიღუპა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 6 იანვარს.


”კაპრალი ფაილოძე თალიბების თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.


ეს ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს შორის მეორე მსხვერპლია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში და მეთორმეტე მას შემდეგ, რაც საქართველო ნატოს ISAF-ის მისიას შეუერთდა 2009 წლის ნოემბერში.


ამერიკელი გენერალი ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს აქებს

კაპრალ ფაილოძეს, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008  წლიდან ირიცხებოდა, სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს მედალი ”სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“.


მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ჰელმანდის პროვინციაში უკვე მეორედ იმყოფება.


ბატალიონმა, 2010 წელს მისი ავღანეთში პირველი ექვსთვიანი ყოფნის დროს ხუთი ჯარისკაცი დაკარგა. ბოლო ორი ფატალური შემთხვევით კი ბატალიონის საერთო მსხვერპლი ავღანეთში შვიდამდე გაიზარდა.


დეკემბერში პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნას ავღანეთში ქვეითთა კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნის თაობაზე, რომლებიც დაემატებიან იმ 936 ქართველ ჯარისკაცს, ვინც უკვე მსახურობს ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში. კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნის შემდეგ – რაც 749 სამხედროს შეადგენს – საქართველო გახდება ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მეტი, 1 685 სამხედრო ეყოლება ავღანეთში.


საქართველომ პირველად თავისი სამხედროები ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის 2004 წელს გაგზავნა. მაშინ 50 ჯარისკაცი ხანმოკლე ვადით გაიგზავნა გერმანული სარდლობის ფარგლებში, ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.


2009 წლის ნოემბერში საქართველომ 173 სამხედრო განათავსა ქაბულში ფრანგული სარდლობის ქვეშ, ხოლო მომდევნო წელს ავღანეთში სამხედროების რაოდენობა გაზარდა და ჰელმანდის პროვინციაში ქვეითთა ბატალიონი გაგზავნა, რომლებიც იქ ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად მსახურობენ.


2011 წლის დასაწყისში საქართველომ 11 სამხედრო ინსტრუქტორი გაგზავნა ყანდაარში ფრანგული სარდლობის ქვეშ.


მიესალმა რა საქართველოს ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გამო, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა ნოემბერში თბილისში ვიზიტის დროს, რომ ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობასა და ნატოს წევრობას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს.


„საქართველოს წვლილი ჩვენს ოპერაციაში ავღანეთში ასევე ეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ნატოს შეიარაღებულ ძალებს შორის თავსებადობას... მაგრამ გარდა ამისა, მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ოპერაციაში წვლილსა და ნატოს მომავალ წევრობას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს; ეს ერთი ფაქტორია, თუმცა ბევრი ელემენტი არსებობს, რომელთა შესრულებაცაა საჭირო გაწევრიანებამდე“, – განაცხადა რასმუსენმა 9 ნოემბერს.


შაბათს, მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწში მიწას 23 წლის შალვა ფაილოძეს მიაბარებენ. ავღანეთში დისლოცირებული მე-2 ქვეითი ბრიგადის, 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის კაპრალს, რომელიც ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდა.


ტრაგიკული შემთხვევა ჯერ კიდევ გასულ წელს, 30 დეკემბერს მოხდა. აფეთქებისას კაპრალი ბესარიონ ნინიაშვილი ადგილზე დაიღუპა, კაპრალ ფაილოძის გადარჩენას კი ექიმები რამდენიმე დღის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდნენ. ფაილოძის ცხედარი მშობლიურ სოფელ ხუნწში 8 იანვარს ჩაასვენეს.


თავდაცვის სამინისტროში არ აკეთებენ კომენტარს, დაზარალდნენ თუ არა ამ ინციდენტისას სხვა ქართველი მეომრები. კაპრალი ფაილოძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან ირიცხებოდა. ავღანეთში პირველად 2010 წელს იმყოფებოდა, რისთვისაც მედალი „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ მიიღო.


შალვა დაოჯახებული არ იყო, მარტვილის რაიიონში იგი დედ-მამასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ეს უკვე მეორე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც ბოლო თერთმეტი დღის მანძილზე, ავღანეთში დაიღუპა.


სულ საქართველომ ავღანეთის ოპერაციაში უკვე თორმეტი ჯარისკაცი დაკარგა. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს დანაკარგები, სამშვიდობო კონტიგენტის გაზრდასთან კიდევ უფრო გაიზრდება.


„ეს არის ჩვენი განსაკუთრებული კონტრიბუცია. მე სამწუხაროდ ამას პოლიტიკურ მსხვერპლს ვეძახი, რომელსაც სააკაშვილი საკუთარი იმიჯის გასაძლიერებლად გაიღებს.


როცა თითქმის ყველა სხვა ქვეყანა ავღანეთში სამხედროების რიცხვს მკვეთრად ამცირებს, ამ ვითარებაში რა თქმა უნდა წარმოიქმნება დეფიციტი და ამ დეფიციტის შევსებაში, თუ რომელიმე ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებს თავის დახმარებას შესთავაზებს, შეერთებული შტატები რა თქმა უნდა თავის კმაყოფილებას გამოხატავს. საქართველოსთან მიმართებაში ეს სწორედ ის შემთხვევაა.“


საქართველოსგან განსხვავებით, რომელიც 2012 წელს კიდევ ერთი ბატალიონით ზრდის ავღანურ კონტიგენტს, ISAF-ის მსხვილი კონტრიბუტორები თავიან სამხედრო შენაერთებს პირიქით ამცირებენ.


კანადის პარლამენტის გადაწყვეტილებით, გასული წლის დეკემბერში, კანადელმა სამხედროებმა მთლიანად დატოვეს ყანდაღარის რეგიონი. 2 800 კაციანი კონტიგენტიდან ავღანეთში მხოლოდ 950 კანადელი ინსტრუქტორი დარჩა, რომლებიც ავღანელ სამხედროებს გაწვრთნიან.


5 იანვარს გორის პროვინციის ქალაქი ჩაგჩარანი დატოვა ლიტვის კონტიგენტმა. 2012 წელს ავღანეთს ასევე დატოვებს 33 ათასი ამერიკელი, 1000 ფრანგი და 500 ბრიტანელი ჯარისკაცი.


საკუთარ კონტიგენტებს შეამცირებენ მცირე კონტრიბუნტორებიც, ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიიღო შვედეთის პარლამენტმა. იგივეს აპირებენ ჩეხეთი, პოლონეთი, ფინეთი და ბელგია. გერმანია საკუთარი სამხედრო ნაწილების შემცირებას 2013 წლიდან დაიწყებს.


ამ ფონზე ექსპერტი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ მოკავშირეები ოფიციალური თბილისის ინიციატივას - უფრო მეტი ქართველი ჯარისკაცი გაგზავნოს ავღანეთში, ყოველმხრივ წაახალისებენ.


„არ არის გამორიცხული, NATO-ს სამხედრო სარდლობამ ჩათვალა, რომ ქართველებმა ისეთი საბრძოლო გამოცდილება მიიღეს, ნებისმიერ რთულ უბანზე შეიძლება უკვე მათი გამოყენება. ვინც მიიღო კარგი საბრძოლო გამოცდილება, ზუსტად ისინი შეიძლება გადაისროლონ კიდევ უფრო რთულ უბნებზე და მათი ადგილი ჰელმანდის პროვინციაში ახლად ჩასულმა ქართულმა კონტიგენტმა დაიკავოს.


არ გამოვრიცხავ, ასევე რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ალღო აუღეს იმას, რომ ქართველების სახით ისინი ძალიან იაფად, ძალიან კარგ მებრძოლებს იღებენ და რატომაც არ გამოიყენებენ, როცა საკუთარი ჯარისკაცების შენახვა ბევრად უფრო ძვირი უჯდებათ?!“


პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობა ამტკიცებს, რომ „ავღანეთის ოპერაციით“ სამი გენერალური ამოცანის გადაჭრას ცრდილობს: ქართული საჯარისო ნაწილების გაწვრთნას; დასავლელი მოკავშირეებისგან პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას და საქართველოსთვის იარაღის მოწოდებაზე არაოფიციალური ემბარგოს მოხსნას.


ეს თემები იქნა განხილული თბილისში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად, ბრიტანეთის პარლამენტის წევრის ლაიამ ფოქსის ვიზიტისას, რომელიც დღეს დასრულდა. ლაიან ფოქსმა საქართველოს შეტანილ წვლილზე ავღანეთში კერძოდ ბრძანა


”უპირველეს ყოვლისა, როგორც ყოფილ თავდაცვის მდივანს მომეცა შესაძლებლობა საქართველოს მთავრობისათვის მადლობა გადამეხადა ავღანეთის მისიაში თანამშრომლობისათვის. საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს ძალიან აფასებენ როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ასევე მთლიანად ISAF-ის მისიაში“.


საქართველოს, რომელიც 2009 წლის ნოემბერში ასეულის დონეზე ჩაება ავღანეთის ოპერაციაში, 2012 წელს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში უკვე 1675 ჯარისკაცი ეყოლება. ქართულმა კონტიგენმა ავღანეტში 2010 წელს ხუთი ჯარისკაცი დაკარგა, 2011-ში ავღანეთში უკვე ექვსი ქართველი მებრძოლი მოკლეს. 2012 წლის პირველივე თვეს კი ჰელმანდში, სოფელ ხუნწის მკვიდრი, კაპრალი შალვა ფაილოძე დაიღუპა.


ISAF-ის ოპერაციაში დაღუპული ქართველები


05/09/2010 ლეიტენანტი მუხრან შუკვანი


30/09/2010 პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი


30/09/2010 სერჟანტი დავით ცეცხლაძე


30/09/2010 კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი


30/09/2010 კაპრალი ნუგზარ კალანდაძე


22/02/2011 კაპრალი გიორგი ავალიანი


14/03/2011 კაპრალი ვალერი ვერსკიანი


24/05/2011 უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე


20/06/2011 რიგითი გია გოგუაძე


01/09/2011 სერჟანტი რეზო ბერიძე


30/12/2011 კაპრალი ბესარიონი ნინიაშვილი


07/01/2011 კაპრალი შალვა ფაილოძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.04.2021
ბოლო რედაქტირება 29.01.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0