სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ვასილ გულისაშვილი 1903-1979წწ აკადემიკოსი მეტყევე ეკოლოგი წარმ. საგარეჯო, დაუზუსტებელია.

1903-1979 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი გულისაშვილი სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

380       ბეჭდვა

ვასილ გულისაშვილი 1903-1979წწ აკადემიკოსი მეტყევე ეკოლოგი წარმ. საგარეჯო, დაუზუსტებელია.

ვასილ ზაქარიას ძე გულისაშვილი (დ. 23 აპრილი1903თბილისი, — გ. 19 ოქტომბერი1979, იქვე)


— ქართველი მეტყევე-ეკოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1935), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1955).

დაამთავრა ლენინგრადის სატყეო-ტექნიკური აკადემიის სატყეო მეურნეობის ფაკულტეტი 1926 წელს და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1931 წელს. იქვე მუშაობდა 1927-1931 წლებში. 1931 წლიდან თბილისის სატყეო-ტექნიკურ ინსტიტუტში ზოგადი მეტყევეობის კათედრის გამგე. 1932–1944 წლებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა ეჭირა. 1945–1979 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სატყეო ინსტიტუტს. გულისაშვილის სამეცნიერო შრომები ეხება მცენარეთა მერქნიანი ჯიშების ბიოლოგიას, ეკოლოგიასა და ეკოლოგიურ გეოგრაფიას, ბუნების დაცვისა და სხვა საკითხებს. შეისწავლა ტყის ნიადაგის ფიზიკური თვისებები და მათი ცვალებადობა ამორჩევითი, პირწმინდა ჭრისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად დროებით გამოყენებისას. გულისაშვილი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბუნების დაცვის კომისიის თავმჯდომარე და საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე. 1974 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.


არჩილ ალექსის ძე გულისაშვილი [1(13). IV. 1888, საგარეჯო, – 30. XII. 1971, თბილისი], მეტალურგი. პროფესორი (1930), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1944). დაამთავრა პეტერბ. პოლიტექ. ინ-ტის მეტალ. ფაკ-ტი (1916). მუშაობდა ურალის მეტალ. ქ-ნაში. 1921 დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო სპეციალისტ-კონსულტანტად სახ. მეურნ. უმაღლეს საბჭოში, პარალელურად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. მონაწილეობდა თსუ- 199 იდან პოლიტექ. ფაკ-ტის გამოყოფასა და პოლიტექ. ინ-ტის დაარსებაში (1928). იყო მეტალ. ფაკ-ტის დეკანი და კათედრის გამგე, ხოლო 1948–53 – საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე სასწავლო-სამეცნ. ნაწილში. ავტორია მეტალურგიის, მხაზველობითი გეომეტრიისა და მანქანათა ნაწილების სახელმძღვანელოებისა. 1930-იდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრას. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ. : მხაზველობითი გეომეტრია ტფ., 1927 (ახ. გამოც. – 1962); მეტალურგია, I, ტფ., 1928; მანქანათა ნაწილები, ნაწ. 1–2, თბ., 1937–41.

ბორის არჩილის ძე  გულისაშვილი

(13. V. 1912, პეტერბურგი, – 13. V. 1977, თბილისი), მუსიკისმცოდნე, პედაგოგი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1971). საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1954). 1938–60 მუშაობდა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიაში თავდაპირველად მუსიკის თეორიის კათედრაზე, ხოლო შემდეგ, 1956–58 – თეორ. საკომპოზიციო ფაკ-ტის დეკანად. 1960–63 – ტაშკენტის, 1963–65 – ალმა-ათის, 1966–77 თბილ. კონსერვატორიის პედაგოგი იყო, კითხულობდა ჰარმონიისა და მუსიკის თეორ. სისტემების კურსს. გ. მოღვაწეობდა ძირითადად ქართ. ხალხ. მუსიკისა და მუს. აკუსტიკის სფეროში. ძირითადი ნაშრომები: „კილოები ქართული ხალხური სიმღერების თანხლებასა და საკრავიერ მუსიკაში" (1967), „ობერტონების რიგი და ტემბრული განვითარება" (1971), „ნეიტრალური ინტერვალები ქართულ ხალხურ სიმღერაში" (1972). გ-ს ეკუთვნის გამოკვლევები შუა აზიის ხალხთა მუსიკის საკითხებზეც: „სუფთა წყობა და ხალხური მუსიკალური შემოქმედება" (1956), „იბნ-სინა და სუფთა წყობის შექმნა" (1964). გ. ტორაძე.


გივი ვახტანგის ძე გულისაშვილი


გ. გ უ ლ ი ს ა შ ვ ი ლ ი. "ცხენოსნები". 1982. ეროვნული გალერეა. თბილისი

(2. X. 1913, თბილისი, – 24. II. 1995, იქვე), ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1965). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1938, მ. თოიძის კლასი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1938-იდან. ქმნიდა თანამედროვეობის ამსახველ სურათებს, პორტრეტებსა და პეიზაჟებს: "შემთხვევა საზღვარზე" (1930), "ცხენების ბანაობა" (1938), "მამაცთა შეჯიბრება" (1953), "ცხენების რემის გადარეკვა" (1957), "ქართლი" (1978), "მეფე ერეკლე" (1983) და სხვ. ნაყოფიერად მუშაობდა როგორც წიგნის გრაფიკოსი. გ-ს ეკუთვნის ილუსტრაციები წიგნებისათვის: ე. გაბაშვილის „მაგდანას ლურჯა", ი. ევდოშვილის „საბავშვო მოთხრობები", ა. ხახუტაშვილის „გაზაფხულის მერცხლები" და სხვ.


ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი

(1893, თბილისი, – 20. V. 1923, იქვე), სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის (1918–1921) არმიის პოლკოვნიკი (1919), 1921–23 ეროვნ.-განმათ. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. დაამთავრა თბილ. ქართ. სათავადაზნაურო გიმნაზია (1910) და სამხ. სასწავლებელი (1914). მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. იბრძოდა კავკ. ფრონტზე. მიიღო რამდენიმე საბრძოლო ჯილდო. საქართვ. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე (1918) ჩადგა ეროვნ. არმიის სამსახურში. იყო საქართვ. დემოკრ. რესპ. გენ. შტაბის პოლკოვნიკი, 1917-იდან – საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის წევრი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართვ. ანექსიის (1921, თებ.-მარტი) შემდეგ აქტიურად მოღვაწეობდა იატაკქვეშეთში. 1922–24 იყო დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხ. ცენტრის ერთერთი ხელმძღვანელი. იმავდროულად, ს. ზალდასტანიშვილთან ერთად, ხელმძღვანელობდა საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის არალეგ. სამხ. ცენტრს. 1923 გ. დააპატიმრეს და დახვრიტეს დამკომის სამხ. ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.


ლიტ .: აჯანყება–1924. საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარტიული კომიტეტის შესახებ (საბრალდებო დასკვნა), თბ., 1994 (პირველად გამოიცა თბილისში, 1925 წ.); ჟურნ. «სამშობლო», პარიზი, 1937, #21–22. ლ. ურუშაძე.


ზაქარია (შაქრო) მიხეილის ძე გულისაშვილი

(1857, სოფ. ჯიმითი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 24. I. 1914, თბილისი), მწერალი, პუბლიცისტი. სწავლობდა სოფ. გომბორის პირველდაწყებით სასწავლებელში, თბილ. სას. სასწავლებელში, თბილ. სას. სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს მოსწავლეთა არალეგალურ წრეში მონაწილეობისათვის. ჩაება ხალხოსნურ მოძრაობაში და „გავიდა ხალხში" – მასწავლებლობდა მეტეხში, პატარძეულში, კაკაბეთში, რუისპირში, საგარეჯოში. 1897 მღვდლად ეკურთხა. მისი პირველი თხზულება „ორიოდე სურათი მოთხრობიდან" 1879 გამოქვეყნდა („ივერია", #3). გ-ის მოთხრობებში გამოყენებულია საინტერესო ფოლკლორულ-ეთნოგრ. მასალები. მისი მოთხრობები („მარტიაანთ პაპა", 1879; „მეტივე", „ბედნიერი კუნჭული", ორივე 1881), ნარკვევები („მგზავრის შენიშვნები", 1882; „აწინდელ კახეთზე და ქართლზე", 1884; „რკინიგზით განჯისაკენ", 1900), ისტ.-ეთნოგრ. წერილები („გარდაბანისა და გაჩიანის საერისთაონი და მათნი ნაშთნი", 1900; „ჩვენი ხალხის ზნე- ჩვეულებანი", „ქორწილი ქვემო ქართლში") იბეჭდებოდა ჟურნალგაზეთებში („ივერია", „იმედი", „დროება", „თეატრი" და სხვ.). გ. ხალხოსნური პოზიციებიდან აშუქებდა ეპოქის საჭირბოროტო საკითხებს. იგი ავტორია აგრეთვე წიგნებისა: „ანბანი მშობლიურ ენის" და „საქართველოს ძველი დროის მეფეებზედ" (1886). მისი წინასიტყვაობით გამოიცა პ. ლარაძის თხზულება „დილარიანი" (1903).


თხზ. : მოთხრობები, ნარკვევები, თბ., 1953.


ლიტ. : ზ ა ნ დ უ კ ე ლ ი მ., ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 3, თბ., 1955; მ ი ს ი ვ ე, თხზულებანი, ტ. 3, თბ., 1978. ს. ხუციშვილი. გ. ჯავახიშვილი.


იერემია დიმიტრის ძე გულისაშვილი

[1 (13). V. 1863 – 20. IV. 1958], მწერალი, თეატრალური და საზ. მოღვაწე, საქართვ. დამს. მასწავლებელი. დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია. 1882-იდან მუშაობდა ზუგდიდში სკოლის მასწავლებლად, 1888–1913 – თბილისში. 1915 ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელმა საზ-ბამ გააგზავნა სკოლების ზედამხედველად აჭარაში, სადაც 4 წელიწადში 40-მდე ქართ. სკოლა გახსნა (ხულოში, ქედაში, ქობულეთსა და ბათუმში). 1919-იდან ცხოვრობდა მშობლიურ საგარეჯოში, იყო სკოლის დირექტორი და რუს. ენის მასწავლებელი. პუბლიც. სტატიებს ათავსებდა „ივერიაში", „სახალხო გაზეთში" და სხვ. შემდეგ თვითონ დაიწყო „ორკაპიკიანი" გაზეთის გამოცემა ღარიბი მშრომელებისათვის. იყო ერთ-ერთი ინიციატორი ქართ. წიგნების გამომცემლობის ამხანაგობისა და „ქართული კლუბის" დაარსებისა თბილისში. 1886 ზუგდიდში პირველად დადგა გ. ერისთავის „ძუნწი" და თვითონვე შეასრულა მთ. როლი, სისტემატურად მართავდა წარმოდგენებს; მიღებული შემოსავლით გახსნა სახ. ბ-კა. თბილისში გ. იყო ქართ. სახ. თეატრის – ავჭალის აუდიტორიის – ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი რეჟისორობით იდგმებოდა გ. ერისთავის „გაყრა", ა. ცაგარლის „ციმბირელი", „ხანუმა", „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", „ადვოკატი მელაძე", კ. მესხის „თამარ ბატონიშვილი" და სხვ. ამ წარმოდგენებში თვითონაც ასრულებდა როლებს მ. დემურიასა და ნ. ნაკაშიძესთან, ნ. გოცირიძესა და ი. იმედაშვილთან, გ. ლასხიშვილსა და ი. ნაკაშიძესთან, გ. ჯაბაურთან და სხვებთან ერთად. საგარეჯოში დასახლების დღიდან სიკვდილამდე ქალაქის დრამ. დასის აქტ. წევრი და თეატრის შენობის აგების ინიციატორი იყო. დაწერა ხუთმოქმედებიანი დრამა „დრონი მეფობენ" (1890) და პიესა „ცხოვრება ბრძოლაა" (1892, ცალკე წიგნად დაისტამბა 1895).


სოლომონ თევდორეს ძე

(1874, სოფ. გიორგიწმინდა, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, – 20. III. 1952, იქვე), პედაგოგი, საქართვ. დამს. მასწავლებელი (1939). თბილ. მე-2 გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ნოვოროსიის (ოდესა) უნ-ტის ბუნებისმეტყველების ფაკტზე, რ-იც 1901 დაამთავრა. მუშაობდა ბაქოს ნავთის სარეწებზე. 1907–23 საბუნებისმეტყველო საგნებს ასწავლიდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში. შემდეგ დაინიშნა საგარეჯოს ახალგახსნილი 9-წლიანი სკოლის ხელმძღვანელად და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლად. 1918-იდან ხელმძღვანელობდა საგარეჯოს განათლების განყ-ბას, პედ. კაბინეტებს და სხვადასხვა პედ.- მეთოდურ სექციას. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში. მისი რედაქციით ქართ. ენაზე პირველად გამოვიდა სასწ. გეოგრ. ატლასი და ნახევარსფეროების რუკა. ჟურნ. „ნაკადულში" განაგებდა საბუნებისმეტყველო განყ-ბას. მიღებული ჰქონდა სახელმწ. ჯილდოები. ა. სამადაშვილი.


წყარო http://georgianencyclopedia.ge/index.php/%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.04.2021
ბოლო რედაქტირება 10.07.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0