სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ივანე გიგინეიშვილი 1909-1982წწ აკადემიკოსი, ენათმეცნიერი. დაბ. ქუთაისი.

1909-1982 წწ. გარდ. 73 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი გიგინეიშვილი სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

339       ბეჭდვა

ივანე გიგინეიშვილი 1909-1982წწ აკადემიკოსი, ენათმეცნიერი. დაბ. ქუთაისი.

ივანე მოსეს ძე გიგინეიშვილი (დ. 9 აგვისტო1909ქუთაისი — გ. 28 იანვარი1982თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი.


საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1976). 1946–1953 იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის წევრი და მდივანი, ხოლო შემდგომ — 1982-მდე — ჯერ საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმთან, შემდეგ კი — საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის წევრი და მდივანი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (1950–1966), „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბის“ მთავარი რედაქტორის მოადგიელე (1951–1982), „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ნორმების“ (კრებული. I, 1970) კრებულის რედაქტორი, ქართული ენციკლოპედიის სატრანსკრიფციო ჯგუფის ხელმძღვანელი (1973–1982). ხელმძღვანელობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა განყოფილების (1966-იდან — ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება) სამეცნიერო და პრაქტიკულ მუშაობას. დააარსა განყოფილების კრებული „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“, რომლის 5 წიგნი გამოვიდა მისი რედაქტორობით (1972–1983). შეიმუშავა უცხოურ პირთა სახელების ქართულად გადმოცემის მეცნიერული პრინციპები. ქართული ენის დიალექტთა შესწავლის შედეგად საყურადღებო მოსაზრებები აქვს ქართლურსა და იმერულს შორის გარდამავალი ზოლის მეტყველების, გუდამაყრულის დამოუკიდებელ დიალექტურ ერთეულად მიჩნევის, ე. წ. „საშუალო ქართულის“ შესახებ და სხვა.


გიგინეიშვილმა ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ჩვენში ლინგვოსტილისტიკას. იგი ეწეოდა ფართო ლექსიკოგრაფიულ მუშაობას: ქართული ლიტერატურის ძეგლთა ლექსიკონები („რუსუდანიანი“ — 1957„დავითიანი“ 1980), დიალექტების ლექსიკონები (წიგნში: „ქართული დიალექტოლოგია I“, 1961), სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი (ვარლამ თოფურიას თანაავტორობით, 194119461949), ვრცელი ორთოგრაფიული ლექსიკონი (ვარლამ თოფურიას თანაავტორობით, 1968). მონაწილეობდა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის (1-8, 1950-1964) მომზადებაში (VIII ტომის ერთ-ერთი რედაქტორი), რისთვისაც სხვა რედაქტორებთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971). შესრულებული აქვს ტექსტოლოგიური სამუშაოები „რუსუდანიანის“, ვაჟა-ფშაველას პოემების, ვეფხისტყაოსნის ტექსტის დასადგენად.

1934-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის დაუსწრებელ პედაგოგიურ ინსტიტუტში, პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში — კითხულობდა ქართული ენის კურსს, აგრეთვე სპეციალურ კურსს „ვეფხისტყაოსნის ენა“ (თსუ-ში).



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.05.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0