სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მიტროპოლიტი ანტონი (სიმონ გიგინეიშვილი) 1882-1966წწ დაბ. სოხუმი აფხაზეთი მიტროპოლიტი ანტონი (სიმონ გიგინეიშვილი) 1882-1966წწ დაბ. სოხუმი აფხაზეთი მიტროპოლიტი ანტონი (სიმონ გიგინეიშვილი) 1882-1966წწ დაბ. სოხუმი აფხაზეთი

1882-1966 წწ. გარდ. 84 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი გიგინეიშვილი სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

377       ბეჭდვა

მიტროპოლიტი ანტონი (სიმონ გიგინეიშვილი) 1882-1966წწ დაბ. სოხუმი აფხაზეთი

მიტროპოლიტი ანტონი (ერისკაცობაში — სიმონ შევარდენის ძე გიგინეიშვილი; დ. 1882, სოხუმი — გ. 24 ნოემბერი, 1956, იქვე) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.


მიტროპოლიტი ანტონი, ერისკაცობაში სიმონ შევარდენის ძე გიგინეიშვილი, დაიბადა 1882 წელს ქ. სოხუმში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოხუმის სკოლაში, შემდეგ სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა მასწავლებლად გუდაუთის სკოლაში.


ამ ფაქტმა წონასწორობა დააკარგვინა დეკანოზ ივანე ვოსტორგოვს, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა ამ ფაქტს, ვინაიდან მისი აზრით ქართველ მასწავლებელს შეეძლო აფხაზების გაქართველება. 1914 წელს სიმონ გიგინეიშვილი ხელდასხმულ იქნა მღვდლად და მსახურობდა სამხედრო პოლკში. პირველი მსოფლიო ომის დროს სასულიერო საქმიანობას ეწეოდა სტავროპოლის ეპარქიაში. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქარ¬თველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით 1922 წელს დაინიშნა სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. ურთულეს პირობებში უხდებოდა მას სოხუმში მოღვაწეობა, მაგრამ იგი მოთმინებითა და დიდი ტაქტით ახერხებდა არსებული პრობლემების მოგვარებას. 1952 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს წინადადებით მღვდელი სიმონ გიგინეიშვილი აღიკვეცა  ბერად და ეწოდა სახელად ანტონი. იგი იმავე წელს ხელდასხმულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1954 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.

მიტროპოლიტი ანტონ გიგინეიშვილი გარდაიცვალა 1956 წლის 24 ნოემბერს 74 წლის ასაკში. განსვენებულს წესი აუგო ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძემ), რომელმაც მიტროპოლიტი ანტონი დაახასიათა როგორც ერთ-ერთი  გამორჩეული სასულიერო პირი, რომელიც იყო თავმდაბალი, ტაქტიანი განათლებული და პატრიოტი და რომლის გარდაცვალება იყო დიდი დანაკლისი ქართული ეკლესიისათვის. იგი დაიკრძალა სოხუმში.

სერგო ვარდოსანიძე 

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=337&fbclid=IwAR0Ft9sx8NJ_lqCQxNHIrO_Dp_DqjF3h2UWCSAdeIbA2KmE_sEjTeeUVUh0


მიტროპოლიტი ანტონი (გიგინეიშვილი) 1882-1956წწ  XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

მიტროპოლიტი ანტონი, ერისკაცობაში - სვიმონ შევარდენის ძე გიგინეიშვილი, 1882 წელს აფხაზეთში, ქ. სოხუშში, გლეხის 
ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება პატარა სვიმონმა სოხუმის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიიღო, 1902- 1906 წლებში კი 
სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 
1906-1912 წლებში სვიმონი გუდაუთის ორწლიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებელია, ხოლო 1912-14 წლებში ქ. 
სოხუმის საქალაქო დუმაში მდივნად მუშაობდა. 
1914 წელს დიაკვნად აკურთხეს, ერთი კვირის შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და თბილისში მდგარი ერთ-ერთი 
სამხედრო პოლკის მღვდელმსახურად დანიშნეს. ამავე წელს დაიწყო I მსოფლიო ომი და მღვდელი სვიმონიც მოქმედ არმიაში სამხედრო მღვდლად დაინიშნა. 
1918 წელს იგი სტავროპოლის ეპარქიაში განამწესეს და სოფელ ბეშპაგირის ეკლესიის 
გვ253

წინამძღვრად დაადგინეს. 1922 წლიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადავიდა და სოხუმის საკათედრო ტაძრის შღვდელმსახურად დაადგინეს. 
საკათედრო ტაძრის დახურვის შეშდეგ სოხუმის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში განამწესეს. მიუხედავად ხშირი ზეწოლისა და 
მუქარისა, მას ანაფორა არ გაუხდია და არც ღვთისმსახურება მიუტოვებია. 
1937 წლის 9 ოქტომბერს მამა სვიმონი, დეკანოზ ელიზბარ ანჩაბაძესთან ერთად, დააპატიმრეს. ბრალად ედებოდათ სისხლის სამართლის 
კოდექსის N58-10 (აგიტაცია-პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) დარღვევა. 
სამეულის გადაწყვეტილებით, მათ მიესაჯათ 10 წლით 
გვ254
თავისუფლების აღკვეთა. ამასთან დაკავშირებით, 1838 წლის 25 მარტს მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მელქისედეკი
(ფხალაძე) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) სწერდა: ,,გულისტკივილით მოგახსენებთ, რომ ჩემს
ეპარქიაში სოფლებში მღვდლები აღარ არიან, ყველანი დაატუსაღეს. დავრჩი მარტო მე ორი მღვდელით ქ. სოხუმში. ჩვენც, ვგონებ აღდგომის სემდეგ მოგველის ლიკვიდაცია''.
გადასახლებაში მყოფი მამა სვიმონი ხშირად ავადმყოფობდა. ამას დაერთო ისიც, რომ 1948 წელს- 26 წლის ქალიშვილი, ზინაიდა
მიაბარეს მიწას. საპატიმროდან  დეკანოზი სვიმონი ვადამდე ადრე გაათავისუფლეს და იგი კვლავ სოხუმში დაბრუნდა.
1944 წლიდან, ეკლესია-მონასტრების ოფიციალურად ამოქმედების შემდეგ, მან სოხუმის მაცხოვრის ფერისცვალების
სახელობის ეკლესიაში დაიწყო მოღვაწეობა.  1946 წელს კვლავ გაიხსნა სოხუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარი
და დეკანოზი სვიმონი მის წინამძღვრად დაადგინეს. 
1952 წლის იანვარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით,
იგი ბერად აღკვეცეს და სახელად ანტონი უწოდეს. ამავე წელს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
1954 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) ეპისკოპოს ანტონს ეკლესიაში მრავალწლიანი ნაყოფიერი
მოღვაწეობისათვის მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა.
სარატოვის ეპარქიაში, წმინდა ალექსის დედათა მონასტერში მოღვაწე მონაზონი სერგია (გაგარინა) თავის
მოგონებებში მიტროპოლიტ ანტონის შესახებ წერს:
,,1952 წელს ძლიერ ავად გავხდი და სოფელში, ნათესავებთან გავემგზავრე. 1953 წლის 17 აპრილს კი მამა კონსტანტინე 
სოლოვიოვი გარდაიცვალა. ამის შესახებ სულიერმა დებმა მომწერეს და გავემგზავრე მის ორმოცზე სარატოვში.
ამ დროს აფხაზეთში ჩამოვიდა ჩვენი ნაცნობი მარიამ სტეპანოვა, სოხუმის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის
ტაძრის მგალობელი
გვ255

უნდა ითქვას, რომ აფხაზეთში იმ წლებში არ იყო ისეთი დევნა,როგორიც ჩვენთან, ტაძრები სავსე 
იყო ხალხით: დადიოდნენ ბავშვებიც, ახალგაზრდებიც. 
მარიამ სტეპანოვამ თქვა, რომ აფხაზეთის უდაბნოებში მოღვაწე მონაზვნები ეძებდნენ დამხმარე გოგონას. ჩვენმა მეფსალმუნემ ჩვენზე, 
ჩემსა და ჩემს მეგობარ კატიაზე მიუთითა· კატიას დედა არ უშვებდა, მე კი დავარწმუნე. ის: „დეიდა ჟენია, ის ჩვენთან, სოფელში წამოვა დასასვენებლად“. 
აი, ასე გავემზავრე მასთან ერთად კავკასიაში.
ყუბანიდან მოყოლებული, მთელი. გზა ფანჯარასთან გავატარეთ: რა სილამაზეა იქ! რა ბაღებია! ჩავედით გუდაუთაში. აქედან 
დედა ელენეს ნაცნობებმა წაგვიყვანეს უოდაბნოში, სოხუმიდან 60 კილომეტრზე. მივდივართ, გარშემო კი მთები და კლდეებია. 
შიშისგან გული ამოვარდნაზე მაქვს: „ღმერთო, მიშველე!'' 
ჩვენი დედა – სქემმონაზონი ელენე 61 წლის იყო. იგი თავის სულიერ დასთან ერთად ცხოვრობდა იმ სენაკში, რომელიც მათ 
ძველმა მოსაგრე ბერებმა დაუტოვეს. მანამდე დედები ცხოვრობდნენ პეტერბურგში. ღირს იოანე რილელის სახელობის დედათა 
მონასტერში. რომელიც მართალმა იოაბნე კრონშტადტელმა დააარსა. 
1932 წელს მონასტერი დაარბიეს, დედები კი აფხაზეთში გადავიდნენ. დედა ელენე დიდი მმარხველი და მლოცველი 
გახლთდათ. მხოლოდ აღდგომას გაიხსნილებდა ხოლმე· ღღეში შვიდი ათას „იესოს ლოცვას“ კითხულობდა. 
ერთხელ უდაბნოში დიდი რცხილა წაიქცა. დედაომ გვაკურთხა, ხე პატარ მორებად დაგვეხერხა. მე და კატიას მარტო
გვინდოდა წასვლა, მაგრამ  დედაც გამოგვყვა, ჩვენ ვხერხავდით, ის კი
გვ256
ლოცულობდა· უეცრად რცხილა დამეცა და ფეხი მატკინა, მთელი უდაბნოს გასაგონად ვიყვირე. დედაომ კი ფეხზე ჯვრის 
გადასახვა დამიწყო და ლოცვას მოჰყვა: „განკურნე, უფალო, უძლურებანი ჩვენნი“. დიდხანს ლოცულობდა, შედეგ კი თქვა: 
„ახლა წადი, დაისვენე“. მე გაოცებულმა ვუთხარი: „დედაო, ფეხი აღარ მტკივა!. მას გაეცინა. 
უდაბნოში მცირე ხანს ვიცხოვრეთ. ერთ დღეს დედა ელენემ გვითხრა: „თქვენი თავი სოხუმის მიტროპოლიტ ანტონს უნდა 
ვუჩვენო· მისი ლოცვა—კურთხევის გარეშე დების შეგროვება არ შემიძლია“. მართლაც, მალე ჩავედით მეუფესთან, ლოცვა-კუროხევა ავიღეთ და ვთხოვეთ: 
„მეუფეო, გვაკურთხეთ, რომ დედებთან ვიცხოვროთ. მოხუცებს არც შეშის დაჩეხა შეუძლიათ და არც 
წყლის ზიდვა. ჩვენ დავეხმარებით მათ.“ მეუფე ანტონმა შემოგვხედა და გაიცინა: „ახალგაზრდა გოგონებო, თქვენ ხომ იქ 
სვანები ·ძოგიტაცებენ“. მასთან იმ დროს სტუმრად იყო მიტროპოლიტი ეფრემი (შემდგომში – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი), რომელიც გამოგვესარჩლა: 
„დატოვე გოგონები!“ მაშინ მეუფე ანტონმა სერიოზულად თქვა: „მეცოდებიან, ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, გაუჭირდებათ“, – და არ გვაკურთხა. მოგვცა 
გუდაუთამდე ჩასასვლელი გზის ფული და ჩვენც აცრემლებული გამოვემშვიდობეთ დედა ელენეს. 
მიტროპოლიტ ანტონისაგან წამოსული კატია მაშინვე შინ გაემგზავრა, მე კი მცირე ხანს გუდაუთაში დავრჩი. 
დედა ელენემ კიდევ ერთხელ მისწერა მეუფე ანტონს, რომელმაც მაკურთხა, გარკვეული პერიოდი უდაბნოში მეცხოვრა და დედებისთვის 
ბოსტანი დამემუშავებინა. შემდეგ დედა ელენემ კვლავ გუდაუთაში დამაბრუნა და ჩემს კეთილისმყოფელებთან დამაბინავა. 
მალევე გუდაუთაში ჩამოვიდა სამღვდელმთავრო გუნდის რეგენტი, ანასტასია პეტროვნა და მითხრა, მეუფე გიბარებსო. შემეშინდა, ვაითუ, შინ დამაბრუნოს-მეთქი. 
სასწრაფოდ ჩავედი სოხუმში. ვნახე სოხუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის საკათედრო ტაძრის რეგენტი, რომელმაც 
გვ257
მეუფესთან მიმიყვანა. კარებთან „იესოს ლოცვა“ წარმოვთქვი და მეუფის ხმა გავიგე: „ამინ, ამინ!“ 
მიტროპოლიტი ავად იყო და იწვა, მის წინაშე მუხლებზე დავიჩოქე და ვუთხარი: „წმინდაო მეუფეო, დამლოცეთ. რისთვის 
მიხმობდით?“ მან კი მიპასუხა: გადავწყვიტე ჩემს მესენაკედ დაგნიშნო. ძლიერ ავად ვარ, ჩემ გარშემო გამუდმებით ჩხუბობენ. შენთან კი სიმშვიდეს ვპოვებ”. 
დავიწყე მეუფესთან ცხოვრება. ვმიშობდი, რაიმე ურიგოდ არ გამეკეთებინა და ყოველ ნაბიჯზე ლოცვა-კურთხევას ვთხოვდი, 
ყველაფერს ჯვრის გადასახვით ვაკეთებდი. იღუმენია თეოფილამ და მონაზონმა მარიამმა. რომლებიც ტაძარში მუშაობდნენ, 
მასწავლეს მეუფისთვის სადილის მომზადება, მათ შორის, ქართული კერძებიც თავად დავდიოდი პროდუქტების საყიდჯლად ბევრ 
კერძს ვამზადებდი, რადგან მეუფე ანტონთან უამრავი ადამიანი ჩამოდიოდა. კითხულობდნენ, ვინ იყო ტრაპეზარი, მეუფე
კი პასუხობდა,  ახალი მორჩილი მყავს სარატოვიდანო.
ყოველ შემოდგომაზე მეუფესთან ჩამოდიოდა კოლომნისა და კრუტიცკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (იარუშევიჩი). იგი ძალიან 
ცნობილი ადამიანი იყო, იცოდა რამდენიმე უცხოური ენა და ხშირი მიმოწერა ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიების წარმომადგენლებთან
ერთხელ, მისი მორიგი სტუმრობისას, შევეგებე და ლოცვა-კურთხევა ვთხოვე. მიტროპოლიტმა შემომხედა· შემდეგ კი მეუფე ანტონს 
ჰკითხა: „საიდან გყავს ასეთი ახალგაზრდა მორჩილი?''  როცა გაიგო. რომ სარატოვიდან ვიყავი, ძალიან გაუკვირდა: „მე მოსკოვში ვერ მიპოვია ერთგული ადაშიანი·
აქ კი სარატოვიდან ჩამოსულხარ?!“ 


გვ258
მალე მეუფე ანტონი გარდაიცვალა. მან ხომ ათი წელი ციმბირის ციხეში გაატარა, ამიტომ ძლიერ დაავადდა, დახრაც კი 
უჭირდა. მიუხედავად ამისა, მსახურებას განაგრძობდა, ყოველდღე დადიოდა საეპარქიო საქმეებზე. ოპერაციაც კი გაუკეთეს, 
თუმცა. საუბედუროდ, სისხლი მოეწამლა. გარდაცვალების წინ მან გონება დაკარგა, მაგრამ უკანასკნელ წამს მომაკვდავს აღმოხდა: 
„ჩამოვიდა ახალი მღვღელმთავარი და ორომტრიალი მოაწყო“·. შემდეგ კი წარმოთქვა: „დიდება შენდა, რომელმან 
მოგვივლინე ნათელი, დიდება შენდა!“ – და აღესრულა. 
მეუფე ანტონის გარდაცვალების დროს მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში იყო. გაზაფხულზე მასთან გავემგზავრე. 
ჩვაღწიე ნოვოდევიჩში და ვიპოვე მისი კაბინეტი. მდივანმა მკითხა, ვისთან მივდიოდი და მხოლოდ ოთხი წუთი დამითმო. 
როგორც კი მეუფე ნიკოლოზმა დამინახა, წამოიძახა: „ობოლი ჩამოვიდა!“ ავტირდი, ისიც ატირდა. აი, როგორ უყვარდა მეუფე 
ნიკოლოზს სოხუმის მიტროპოლიტი ანტონი“. 
1956 წლის 24 ნოემბერს, შაბათს. შუაღამეს, მიტროპოლიტი 
ანტონი მიიცვალა. 29 ნოემბერს, წირვის შემდეგ, მისი უწმინდესობის·კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, 
განსვენებულ მიტროპოლიტს წესი აუგო ბათუმ-შემოქმედელმა და ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე), 
არქიმანდრიტ ზინობის (მაჟუგა) თანამწირველობით. მიტროპოლიტ ანტონის შვილების – ნიკოლოზისა და თამარის თხოვნით, იგი 
სოხუმის საზოგადო სასაფლაოზე - მეუღლის ტატიანასა და ასულის – ზინას გვერდით დაკრძალეს. 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.09.2022
ბოლო რედაქტირება 06.02.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0