სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10685

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თენგიზ ვალერიანის ძე ჯიქიძე 1964-92წწ  გარდ. 28 წლის სოფ. ბესლახუბა ოჩამჩირე წარმ. სოფ. ტაბაკინი ზესტაფონი თენგიზ ვალერიანის ძე ჯიქიძე 1964-92წწ  გარდ. 28 წლის სოფ. ბესლახუბა ოჩამჩირე წარმ. სოფ. ტაბაკინი ზესტაფონი

1964-1992 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჯიქიძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

თენგიზ ვალერიანის ძე ჯიქიძე 1964-92წწ გარდ. 28 წლის სოფ. ბესლახუბა ოჩამჩირე წარმ. სოფ. ტაბაკინი ზესტაფონი

 წიგნიდან საქართველოსთვის ომის ქრონიკები  აფხაზეთი 1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე

თენგიზ ვალერიანის ძე ჯიქიძე დაიბადა 1964 წელს.


აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თენგიზ ჯიქიძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში _ მერკულაში, ბესლახუბასა და ტყვარჩელისმისადგომებთან. თენგიზი იყო უშიშარი და დისციპლინირებული მეომარი. მეთაურის ბრძანებებსა და დავალებებს პირნათლად ასრულებდა.

1992 წლის 11 ოქტომბერს, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს _ სოფელ ბესლახუბის მიმართულებით, თენგიზი მკერდის არეში მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალში გადაყვანამდე გარდაიცვალა.


მისი ცხოვრება არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი გზა, მთელი სიცოცხლე ქარს ადევნებული ფოთოლივით დაქროდა. ადრე თუ გვიან ყველა ქარი ჩადგება მაინც და ქარიც დადგა, სიცოცხლე უყვარდა, მალე საუკუნის ნახევარს უნდა მიახლოებოდა, სურდა შვილებთან და საყვარელ მეუღლესთან სიამტკბილობაში გაელია წუთისოფელი, მაგრამ... ბადრი ჯიქიძე დაიბადა ზესტაფონში 1946 წელს. მისი მშობლიური სოფელი ცხრაწყარო, არამარტო ბუნების სიმშვენიერით, სტუმართმოყვარეობით იყო ცნობილი, არამედ გლეხკაცის მიწისადმი ქართული, მამა-პაპური სიყვარულითაც. მამამისი -- ჟორა ჯიქიძეც ასეთი გახლდათ. მერე დაუბერა ქარმა და აფარფატდა ფოთოლი. ბადრი ჯიქიზემ 1964 წელს დაამთავრა ქ. ქობულეთის # 1 საშ. სკოლა. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, 1968 წელს სწავლა გააგრძელა თათრეთის ასს რესპუბლიკის ქალაქ. ელაბუგის მილიციის უმაღლეს სკოლაში – დაუსწრებელ ფაკულტეტზე- სწავლასთან ერთად მუშაობდა სოც. საკუთრების და სპეკულაციის წინააღმდეგ “ მებრძოლი განყოფილების ოპერრწმუნებულად. 1974 წლიდან მილიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად მშობლიურ საქართველოს უბრუნდება. და მუშაობას იწყებს ჯერ ზესტაფონის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში,შემდეგ კი ხონის შრომა-გამასწორებელ კოლონიაში უფროს ოპერრწმუნებულად.1987-1991 წწ მუშაობდა საჩხერის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში.უბნის ინსპექტორად. 1991 წლის აპრილიდან კი ბაღდადის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში,სოფელ ფერსათის უბნის ინსპექტორად.საქართველოში შიდა კონფლიქტების დროს არაერთხელ მონაწილეობდა სამაჩაბლოში, სამეგრელოსა და აფხაზეთში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ბრძოლაში. დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ბაღდადში. ბაღდადის რაიონული პოლიციის განყოფილების მუშაკები იგონებენ: „ბადრი ჯიქიძე იყო უაღრესად კეთილშობილი, თავაზიანი, მამაცი, ძლიერი, საქმისადმი ერთგული, სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შემსრულებელი, შესანიშნავი კოლეგა და უღალატო მეგობარი.“ 

     ბადრი ჯიქიძის მეუღლე, მილიციის ლეიტენანტი ირინე ჯიქიძე, რომელიც ბაღდადის შ/ს განყოფილების საპასპორტო-სავიზო სამსახურის ინსპექტორია,იგონებს: ,,ბადრი იყო უსაზღვროდ მოყვარული,ერთგული მეუღლე,ყურადღებიანი,ოჯახზე მზრუნველი მამა.“

     ბადრი ჯიქიძეს დარჩა სამი შვილი,ნათია,გიორგი და გვანცა.მთელი სიცოცხლე ქარს ადევნებული ფოთოლივით დაქროდა,ადრე თუ გვიან ქარი ჩადგება და სიმშვიდე დადგება.სიცოცხლე უყვარდა,მალე საუკუნის ნახევარს უნდა მიახლოებოდა და მეუღლესთან და შვილებთან ერთად გაელია წუთისოფელი,მაგრამ......






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.05.2021
ბოლო რედაქტირება 04.05.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0