სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
წიგნები აფხაზეთის ომზე
მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე
ბმულის კოპირება

წიგნები აფხაზეთის ომზე

გვარი ირემაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

 წიგნიდან საქართველოსთვის ომის ქრონიკები  აფხაზეთი 1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი

1992 წლის 14 აგვისტოს ჩვეულებრივი მზიანი დილა გათენდა საქართველოს ერთერთ თვალწარმტაც კუთხეში, აფხაზეთში. ხალხი ჩვეულებრივ შეუდგა თავის ყოველდღიურ საქმიანობას, მაგრამ შუადღისათვის „შავი ღრუბელი“ ჩამოწვა მზით განათებული სოხუმის თავზე. ტანკის ჭურვების აფეთქებისა და ავტომატების კაკანის უცნაურმა და უჩვეულო ხმამ შეძრა და შეაშფოთა მოსახლეობა. დაბა აგუძერასთან შეტაკება მოხდა, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით აფხაზეთში წარგზავნილ საქართველოს პოლიციის შენაერთებსა და აფხაზურ ე.წ „გვარდიელთა“ შორის. უცნაური შიშისა და მწარე რეალობის წინაშე აღმოვჩნდით... ეს იყო ომი, ომი ქართველთა და აფხაზთა შორის, რომელშიც რუსეთის ძალისხმევით აღმოვჩნდით ქართველები და აფხაზები ჩაბმული.

16 აგვისტოს გულრიფშის კომისარიატმა მოხალისეთა შეკრება გამოაცხადა დაბა აგუძერის დასასვენებელი სახლის ბაზაზე. 17 აგვისტოს დასასვენებელ სახლში შეიკრიბა გულანთებული ახალგაზრდობა, რათა იარაღით ხელში დაეცვათ თავიანთი მიწა-წყალი, ასე დაიწყო ბატალიონის ჩამოყალიბება, რომელსაც კოორდინაციას უწევდა ავთანდილ გაბელაია. თავდაცვის მინისტრის 1992 წლის 12 სექტემბრის ბრძანებით 23-ე მექანიზირებული ბრიგადის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა მე-6 ცალკეული სატანკო ბატალიონი, რომლის მეთაურად დაინიშნა ნუგზარ მილორავა, ხოლო 1992 წლის დეკემბრიდან

აფხაზეთის დატოვებამდე ბატალიონს ხელმძღვანელობდა თემურ მამიას ძე ზარანდია (ამჟამად თადარიგის პოლკოვნიკი). ბატალიონის დისლოკაციის ადგილად განისაზღვრა სოფელ ბაღმარანში მდებარე ყოფილი საბჭოთა არმიის სამშენებლო ბატალიონის ბაზა. დაიწყო ბატალიონის ქვედანაყოფების ფორმირება, აღჭურვა და შეიარაღება. 1992 წლის სექტემბრის ბოლოს ბატალიონმა პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღო ოჩამჩირის რაიონის სოფლების ათარა-აფხაზკაიასა და ათარა-არმიანსკაიას განთავისუფლებაში, რომლის დროსაც ბატალიონმა განიცადა პირველი საბრძოლო დანაკარგი _ დაიღუპა რიგითი დავით გრიგოლის ძე ჯახუა.

1992 წლის 1-2 ოქტომბერს ბატალიონმა დაიკავა მისთვის განსაზღვრული საბრძოლო პოზიციები მდინარე გუმისთის პირას, სოფელ ქვემო-ეშერასთან ე.წ. სასწავლო მეურნეობის „ეშერის“ ტერიტორიაზე. ბატალიონი იცავდა ზღვიდან „გრეჩკოს აგარაკის“ სანაპირო ზოლს, მდინარე გუმისთის მარცხენა სანაპიროს ზღვიდან საავტომობილო ხიდის ჩათვლით რკინიგზის ხიდამდე. გარდა ამ ძირითადი თავდაცვითი პოზიციებისა მე-6 ცალკეული სატანკო ბატალიონის ცალკეული ტანკები ეკიპაჟებით განაწილებული იყო 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი რაიონის წინახაზის მთელ სიგრძეზე, ტანკსაშიშ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებებზე. ასე დაიწყო ბატალიონის მეომრებისათვის ხანგრძლივი, სისხლიანი, ცრემლიანი, სასტიკი საბრძოლო შეტაკებები და პოზიციური ბრძოლები.

ადამია დავით

ბახტაძე გურამ

ბერია ზაქრო

ბზიკაძე ვახტანგ

ბზიკაძე თამაზ

ბობოხიძე ამირან

ბოკუჩავა ლორიკ

ბუცხრიკიძე მამუკა

ბჟალავა ავთანდილ

გირგვლიანი როინ

გოგუა თამაზ

გოლოვინი ვიქტორ

დანელია გოჩა

დგებია გურამ

დემურია ნუგზარ

დუნდუა გოდერძი

ზარანდია ზურაბ

თოდუა აკაკი

თოდუა ალექსი

თორდია ნოდარ

თოფურია გურამ

თოფურია იგორ

თოფურია მალხაზ

თოფურია ცისკარა

კალანდია ანატოლი

კაკოჩაშვილი სპარტაკ

კანკია ბადრი

კვარაცხელია ანზორ (მატო)

კვარაცხელია რევაზ

კვიციანი შუქრი

კინწურაშვილი გიორგი

ლოგუა ხვიჩა

ლოჩოშვილი ვახტანგ

მესხი ნუგზარ

მიქიანი ზაურ

190 საქართველოსთვის

მოსიძე ფირუზ

პიტავა მურთაზ

სახელაშვილი ელგუჯა

სიჭინავა კარლო

საყვარელია ლევთერ

ტაბაღუა კახა

უშაკოვი სერგეი

ფაცაცია გაიოზ

ფაცაცია თენგიზ

ფირცხელანი ლადო

ფოფხაძე ზურაბ

ქარჩავა გოჩა

ქარჩავა ზურაბ

ქებურია რაინდი (დემურ)

ქელეხსაშვილი ვლადიმერ

ყურაშვილი მერაბ

შენგელია მამუკა

შონია ავთანდილ

ჩიქობავა მიხეილ

ცატავა ანზორ

ცეცაძე შოთა

ძანძავა რუდენ

ხათქუა სლავიკ

ხორავა ჯამბულატ

ხორგუანი ოთარ

ხურცილავა ამირან

ჯახუა პავლე

ჯიშკარიანი ვასილ

ჯობავა ოთარ


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.05.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0