სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თენგიზ ვენიას ძე კაცია 1952-93 წწ გარდ. გუმისთა სოხუმი დაბ. სოფ ლესიჭინე ჩხოროწყუ თენგიზ ვენიას ძე კაცია 1952-93 წწ გარდ. გუმისთა სოხუმი დაბ. სოფ ლესიჭინე ჩხოროწყუ

1952-1993 წწ. გარდ. 41 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კაცია სია

ჩხოროწყუ გამოჩენილი ადამიანები სრული სია

29       ბეჭდვა

თენგიზ ვენიას ძე კაცია 1952-93 წწ გარდ. გუმისთა სოხუმი დაბ. სოფ ლესიჭინე ჩხოროწყუ

 წიგნიდან საქართველოსთვის ომის ქრონიკები  აფხაზეთი 1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე

თენგიზ ვენიას ძე კაცია დაიბადა 1952 წლის 15 მაისს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეში.


იქვე დაამთავრა #2 საშუალო სკოლა. მუშაობდა ლესიჭინეს ჩაის მეურნეობის ფაბრიკაში. სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა გერმანიაში. მიენიჭა სერჟანტის წოდება. 1981-84 წლებში სწავლობდა უკრაინაში, ავტოსაგზაო ტექნიკუმში. 1985 წლიდან მუშაობა დაიწყო გულრიფშის რაიონში ტექნიკოს-ექსპლუატატორად.

1992 წლის 20 სექტემბერს ქალაქ სოხუმის სამხედრო კომისარიატის მიერ გაწვეულ იქნა აფხაზეთის ომში, ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის სამედიცინო ასეულ „კობრა“-ს შემადგენლობაში. უშიშარ მეომარს ბრძოლის ველიდან გამოჰყავდა დაჭრილი და დაღუპული თანამებრძოლები.


1993 წლის 17 სექტემბერს თენგიზ კაცია საბრძოლო დავალების შესრულების დროს მდინარე გუმისთის მიდამოებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. ის სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. 1994 წლის 19 სექტემბერს თენგიზ კაციას ნეშთი გადმოასვენეს მის მშობლიურ სოფელ ლესიჭინეში.

თენგიზ კაციას დარჩა მეუღლე და ვაჟიშვილი. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.05.2021
ბოლო რედაქტირება 17.09.2022
სულ რედაქტირებულია 1




მეუფე გრიგოლი(გიორგი) კაცია დ.1972წ. წალკელი ეპისკოპოსი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

1 0


კაცია

1 0

კაცია ბასილი დაბ. 1969წ. მღვდელი ობუჯის მთავარანგელოზთა ტაძარი დაბ. სოფ. ობუჯი, წალენჯიხა

2 0

კაცია ილია (ირაკლი) დიაკვანი, წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების საკათედრო ტაძარი, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია 2024წ.

2 0

გურამ კაცია 1993წ. გარდ. სოფ. ლაბრა ოჩამჩირე დაბ. სოფ.კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0