მღვდელი ბასილი კაცია
დაიბადა 1969 წლის 7 მაისს წალენჯიხის რაიონის სოფ. ობუჯში.
1984 წელს დაამთავრა სამესხიოს რვაწლიანი სკოლა, 1986 წელს _ სოფ. ობუჯის საშუალო სკოლა.
1988-1994 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
1989-1990 წლებში იყო არმიის რიგებში.
1996-2003 წლებში მუშაობდა ქ. წალენჯიხის რაიონის მიწის მართვის სამმართველოში.
2003 წლიდან არის წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის მრევლი, 2008 წლიდან _ სტიქაროსანი.
2012 წელს, ნათლისღების დღესასწაულზე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ხელი დაასხა დიაკვნად,
2015 წლის პეტრე-პავლობის დღესასწაულზე კი აკურთხა მღვდლად და დანიშნა ობუჯის მთავარანგელოზთა ტაძრის
წინამძღვრად.
ჰყავს მეუღლე.
წალენჯიხა, სოფ. ობუჯი.