კაცია ილია (ირაკლი) დიაკვანი, წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების საკათედრო ტაძარი, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია 2024წ.
მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების საკათედრო ტაძარში. საღმრთო ლიტურგიაზე მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ დიაკვნად აკურთხა, ამავე ტაძრის მედავითნე ირაკლი კაცია და სახელად ილია უწოდა.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, დიაკონი ილია კაცია, მეუღლე მარიამი.