ბატალიონი `მონადირე, სრული სია. წიგნიდან "საქართველო"
ლეონ ემზარ) ქიშვარდის ძე კვანჭიანი დაიბადა 1955 წლის 25 დეკემბერს, გულრიფშის რაიონის სოფელ ბაგადაში. სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში.
1992 წლის 1 დეკემბრიდან ემზარ კვანჭიანი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საომარ მოქმედებებში. სოხუმის დაცემის დღიდან შეუერთდა კოდორის ხეობის დამცველებს. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეში“.
ემზარ კვანჭიანი 1993 წლის 6 ოქტომბერს, გულრიფშის რაიონის სოფელ ჩინთან მიმდინარე ორთაბრძოლების დროს გმირულად დაიღუპა.
ტექსტის აკრიფა თამარ გოგნაძემ სოფ. ღვანკითი თერჯოლა