ნოდარ კვანჭიანი ედისონის ძე, ედისონის მამა მიხელ 1941-45 წლის მონაწილე
შავი ქამარი 6 დანი, შიხანის წოდება, კიოკუშინკაი კარატეს საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიალის ხელმძღვანელი, საქართველოს კიოკუშინკაი კარატეს ფედერაციის კ.ს.ო მაცუშიმას პრეზიდენტი. ამიერ კავკასიის კურატორი საერთაშორისო ორგანიზაციაში.
მოკლე ბიოგრაფია:
დაიბადა 1963 წელს 31 ოქტომბერს, სვანეთში დაბა ლენტეხში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაწვეული იყო სამხედრო სამსახურში.
სამხედრო სამსახურის შემდეგ სწავლა ხაბაროვსკის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გააგრძელა.
1984 წლიდან გაერთიანდა რუსეთის კიოკუშინკაი კარატეს ორგანიზაციაში, მსოფლიოში ცნობილ ევგენი ისაკოვთან (შავი ქამარი V დანი) და ვლადიმერ პუკასთან (შავი ქამარი VI დანი)
საუკეთესო შედეგები:
1. ხაბაროვსკის ღია ტურნირი. 1985 წელი, III ადგილი.
2. შორეული აღმოსავლეთის ღია ტურნირი. 1986 წელს, III ადგილი.
3. შორეული აღმოსავლეთის ღია ტურნირი. 1987 წელს, I ადგილი.
4. რსფსრ-ს ტურნირი, 1987 წელი, II ადგილი.
5. საერთაშორისო ტურნირი „ხაბაროვსკი“ 1988 წელი, III ადგილი.
6. ხაბაროვსკის ღია ტურნირი. 1989 წელი, I ადგილი.
7. თურქეთი, სტამბული, საერთაშორისო სემინარი, 1998 წელი, დან ტესტი, შავი ქამარი I დანი.
8. რუსეთი, მოსკოვი, საერთაშორისო სემინარი, 2000 წელი, შავი ქამარი II დანი.
9. ირანის საერთაშორისო ტურნირი, 2001 წელი, დან ტესტი, შავი ქამარი III დანი.
10. ირანის საერთაშორისო ტურნირი კატაში, 2004 წელი, II ადგილი.
11. ირანის საერთაშორისო ტურნირი, 2004 წელი, დან ტესტი შავი ქამარი IV დანი.
12. ირანის საერთაშორისო ტურნირი კატაში, 2006 წელი, II ადგილ.
13. იაპონია, 2008 წელი, მსოფლიო ჩემპიონატი, საერთაშორისო სემინარი, შავი ქამარი V დანი, შიხანის წოდება.
14. შვედეთი, 2015 წელი, ევროპის ჩემპიონატი, საერთაშორისო სემინარი, შავი ქამარი VI დანი, შიხანის წოდება.
1990 წელს საქართველოში დაბრუნდა იმ მიზნით, რომ მთელი თავისი ცხოვრება აღმოსავლური ორთაბრძოლების, კერძოდ კიოკუშინკაი კარატეს განვითარებისთვის მიეძღვნა.
ხშირად ეკითხებიან: თქვენ ერთ-ერთ ძლიერ ორგანიზაციაში იყავით რუსეთში, საუკეთესო პირობებში გიწევდათ მუშაობა, რატომ დაბრუნდით საქართველოში?
-მე ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვინც ყველაზე მძიმე, პერიოდში საქართველო არ მიატოვა და თავისი მხრებზე გადაატარა მძიმე ტვირთი.
მართალია ძნელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრება, მაგრამ უფრო ძნელია შორიდან უყურო, შენს სამშობლოს გაჭირვებას.
თუნდაც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე დავრჩე უფულოდ და სიმდიდრის გარეშე, მაგრამ ჩემი საქმე, მიზანი, სული და სხეული მაწყობდეს მე, მაშინ ვთვლი, რომ ყველაზე მდიდარი ადამიანი ვარ დედამიწაზე. სანამ წავალ ამ ქვეყნიდან მინდა დავტოვო რაც შეიძლება ბევრი მოსწავლე. „ მასუტაცუ ოიამა“
ჩანახატი
ალბათ თუ ვიტყოდე ოდესმე, რომ ამ საქმეში გამიმართლა, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამართლება ჩემს ცხოვრებაში, რომ მოვხვდი ხაბაროვსკში უმაღლესი კლასის ოსტატებთან ბატონ ევგენი ისაკოვთან და ვლადიმერ პუკასთან. ისინი მტკიცე ხასიათის, მკაცრი და სტაბილური დისციპლინის მქონე მწვრთვნელები არიან.
მახსოვს პირველი დღეები, როდესაც ჩავეწერე სექციაში, ვიფიქრე, ძალიან უხეშები არიან და სჯობს სხვაგან ვცადო ვარჯიშების გაგრძელება ამ ხელოვნებაში.
დიდი ყოყმანის შემდეგ მივხვდი, რომ არა ჭადრაკის ან ჩოგბურთის სათამაშოთ მივედი, არამედ საბრძოლო ხელოვნების შესასწავლად, რომელსაც დიდი მოთმინება სჭირდება.
პირველი დღეების ვარჯიში ძალიან მძიმედ მეჩვენებოდა და იმის ფიქრში ვიყავი, დავანებო თუ არა თავი ვარჯიშს.
როდესაც ვხედავდი, რომ სხვები ასრულებდნენ ყველაფერს მკაცრად და ვარჯიშის შემდეგ კმაყოფილი სახით მიდიოდნენ სახლში, უკმაყოფილებას ვგრძნობდი ჩემი თავისადმი, ნუთუ მე სხვებისგან განსხვავებით სუსტი ხასიათის ვარ.
მახსოვს ჩემს გვერძე იდგა ერთი ათი-თერთმეტი წლის გოგონა, მთელი შემართებით ვარჯიშობდა. როდესაც ვარჯიშმა კულმინაციურ წერტილს მიაღწია, ძალიან დავიღალე, იმ წუთში თავში მხოლოდ ერთი აზრი მაწუხებდა, როგორმე გამეძლო ვარჯიშის ბოლომდე და აქ აღარ მოვალ მეთქი, მაგრამ თურმე მე ვფიქრობდი და ღმერთი იცინოდა. ვინ იცოდა რომ წინ ამაზე ძნელი ვარჯიშები მელოდა და ეს ცხოვრების წესად და ჩვეულებად გადაიქცეოდა. მაშინ 20 წლის ვიყავი და ძალიან შემრცხვა ჩემი თავის, რადგან იმ გოგონამ ჩემზე მეტი მოთმინება გამოიჩინა.
მწვრთნელების თვალით ჩვენ ჯერ კიდევ სუსტ ადამიანებს მივეკუთვნებით. რაც უფრო მეტს ვარჯიშობ, მით უფრო კარგად ხედავ ამას.
ერთხელ მოუმზადებელი მივედი დარბაზში და წინა ვარჯიშზე ახსნილი ილეთები კარგად ვერ შევასრულე, მწვრთნელმა მკითხა, რა მოხდა არ მოგეწონა ეს ილეთი, რატომ არ მოამზდე? მე ვუპასუხე, რომ არ მეყო დრო, ინსტიტუტში ბევრი სამეცადინო მქონდა-მეთქი, კითხვას მეორე კითხვა მოჰყვა, რომელ საათზე დგები დილით? მე ვუპასუხე, შვიდ საათზე ვდგები, ვიმეორებ გაკვეთილებს და ცხრის ნახევარზე ინსტიტუტში ვარ. მეგონა გადავრჩი. მწვრთნელმა მშვიდად მითხრა, რომ ეს გამოუსწორებელი პრობლემა არ არი და მიმითითა იმ ადგილისაკენ, სადაც უნდა დავმდგარვიყავი მუშტებზე და ათასჯერ ამეწია ტანი. ამ სასჯელის შესრულებას დიდი ხანი მოუნდი, მერე მკითხა, ხომ მიხვდით რაც უნდა გაგეკეთებინათ? მე ვუპასუხე, ექვს საათზე უნდა ავმდგარვიყავი და მოვასწრებდი ყველაფერს. სახეზე ამ პასუხით კმაყოფილება მეტყობოდა, მაგრამ ამაოდ, ჩემმა კმაყოფილმა სახელ მწვრთნელის სახეზე უკმაყოფილება გამოიწვია. ჩემდა სამწუხაროდ, პასუხი დილის ხუთ საათზე ადგომა აღმოჩნდა, რადგან იმ ილეთის დასამუშავებლად ერთი საათი საკმარისი არ იყო.
სიცოცხლე არც ისეთი გრძელია, რომ ასე დიდ ხანს გვეძინოს, თუ გვსურს, რომ ყველაფერი მოვასწროთ უნდა დავწვეთ დროულად და ადრე ავდგეთ.
მახსოვს ერთი ვარჯიში საღამოს შვიდი საათიდან დილის ოთხ საათამდე გამიგრძელდა. ილეთები ძალიან საინტერესო და ძნელად შესასწავლი იყო. რვა საათის განმავლობაში დაღლა არ მიგვრძვნია, როდესაც დავრწმუნდი, რომ ილეთი მოვამზადე მწვრთნელის წინაშე წარსადგენად, ვიგრძენი, რომ ძალიან დაღლილი ვარ, მარგამ ვარჯიშის პერიოდში ეს არ მიგვრძვნია.
ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი ალბათ დასაწყსი იყო სწორი ცხოვრების, რომელმაც გამიადვილა სიძნელეების გადალახვა, მასწავლა როგორ უნდა მოვიქცე საზოგადოებაში და რა უნდა ვაკეთო შემდგომში.
მე მინდა მივმართო ყველას მიუხედავად ასაკისა, თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ, იმუშაოთ და აკეთოთ ის რაც თქვენ გსურთ, მაგრამ თუ ორი საათით ადრე ადგებით ვიდრე დგებოდით აქამდე და ჩაებმებით აღმოსავლური ორთაბრძოლების, კერძოდ კიოკუშინ კარატეს შესწავლის პროცესში, გაიგებთ ვინ ხართ თქვენ, რა ხასიათი გაქვთ და რისი მიღწევა შეგიძლიათ.
პატივისცემით საქართველოს კიოკუშინკაი კარატეს კ.ს.ო მაცუშიმას პრეზიდენტი საერთაშორისო კლასის ოსტატი, შავი ქამარი 6 დანის მფლობელი ნოდარ კვანჭიანი
https://www.kyokushinkai.ge/person/georgia/nodari-kvanchiani
ედისონ კვანჭიანი (1934) და ლეილა თაქთაქიძე (1941) ნოდარის მშობლები.
მიხეილ სისონის ძე კვანჭიანი დაბ. 1912წ. ნოდარის მამა, ედისონის მამა. მიხეილის მამა სისონი ცხენის და იარაღის გამო მოუკლავთ, მისი მეუღლე (ვინაობა უცნობია) გატაციათ და ზვავში მოყოლილა. 4 წლის დარჩა ობლად. ცხოვრობდა და იზრდებოდა ლახამულაში, მიღებული აქვს უმაღლესი სამხედრო ჯილდოები ლენინის და სტალინის ორდენი.სამამულო ომის ვეტერანი.
კესა ჭკადუა (დ. 1910 წ.) მიხეილის მეუღლე, შვილებთან ედისონ (დაბ. 1934 წელს) და შოთა კვანჭიანთან (დ.1935წ.)ერთად. ედისონის ძმა შოთა 90 წლებში ოჯახთან ერთდ გადავიდა უკრაინაში საცხოვრებლად, პროფესიით სამხედრო პილოტი და მას მერე ოჯახმა კავშირი დაკარგა. შემდგომში ჭკადუებმა დაიბრუნეს ძველი გვარი გელოვანი.
ალექსანდრე თაქთაქიძე და მარუსა ცისკარიძის ფოტო , ნოდარის დედა, ედისონის მეუღლე ლეილა თაქთაქიძის (1927-2009) მშობლები და და-ძმები. ფოტო გადაღებულია 1935 წელს სოფელი გოგაშენი, ვარძიის ზემოთ, ახალქალაქი ჯავახეთი.
ითანამშრომლა ნიკოლოზ კვანჭიანი ძმის შვილი