ბატალიონი `მონადირე, სრული სია. წიგნიდან "საქართველო"
ავთანდილ (ტელმან) გრიშას ძე კვიციანი დაიბადა გულრიფშის რაიონის სოფელ აჟარაში. დაამთავრა აჟარის საშუალო სკოლა.
ავთანდილ კვიციანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეში“.
1993 წლის 1 იანვარს სოფელ ტამიშთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ავთანდილ კვიციანი გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ავთანდილ კვიციანი, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
ტექსტის აკრიფა თამარ გოგნაძემ სოფ. ღვანკითი თერჯოლა