სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გენო კვიციანი გარდ. 1993წ სოხუმი აფხაზეთი გენო კვიციანი გარდ. 1993წ სოხუმი აფხაზეთი გენო კვიციანი გარდ. 1993წ სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კვიციანი სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

გენო კვიციანი გარდ. 1993წ სოხუმი აფხაზეთი

გენო შოთას ძე კვიციანი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს II საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-4 „გაგრის“ ბატალიონში ჩაირიცხა რიგით მებრძოლად 1993 წლის 20 იანვარს.


მიღებული ჰქონდა მონაწილეობა ყველა საბრძოლო ოპერაციაში ბატალიონთან ერთად. იყო დისციპლინირებული და შემსრულებელი ჯარისკაცი. მეთაურის დავალებებს ასრულებდა დროულად და პირნათლად. 1993 წლის 16 სექტემბერს მოწინააღმდეგის შემოტევის დროს სოფელ აჩადარაში (კერძოდ მე-8 პოლკის მიდამოებში) გმირულად დაიღუპა.


იარაღით ხელში სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თანამებრძოლებს იქვე გუმისტაზე სასწრაფოდ მიწა მიუყრიათ. 2010 წელს მიწა დაწეულა და ცხედარის ნეშტი გამოჩნდა, რის შემდეგაც ექსჰუმაცია მოახდინეს აფხაზებმა და 2010 წლიდან სოხუმის მორგში ესვენათ. აფხაზურმა მხარემ მიმართა წითელ ჯვარს, საიდანაც დნმ-ის ანალიზით დადგინდა მისი ვინაობა. არგენტინის სამედიცინო ეკსპერტიზის ანტროპოლოგიათა გუნდის EAAF-ის მიერ სა კმე # ARA02-001B ამოცნობილი კვიციანი გენო შოთას ძე (8522ო) ნეშტის ექსჰუმაცია მოხდა 2010 აპრილში მდინარე გუმისტის სანაპიროზე აფხაზი სამ.ეკსპ. მიერ. 2013 წელს წითელმა ჯვარმა დნმ-ის ანალიზისთვის ნიმუშების შეგროვება დაიწყო. ნეშტი და მასთან არსებული ნივთმტკიცებები შენახულ და დალუქულ იქნა რესპუბლიკის მედიცინის ბიუროს ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ. 2013 წელს ცხედარის ძვლის ნიმუშები და ოჯახის წევრების დნმ-ის ანალიზის ნიმუშები გაიგზავნა ხორვატიაში, ზაგრების უნივერსიტეტში გენეტიკური რეზულტატის მიღებაზე. პასუხისმგებელ მხარეს წარმოადგენს წითელი ჯვარი. მომზადდა გენეტიკური დამთხვევის ანგარიშები გარდა ამისა ოჯახის წევრების მიერ ამოცნობილ იქნა დაღუპულის პირადი ნივთებიც. რედაქტირებულია 08.08.2015 აფხაზეთის ომის დროს დაღუპული კიდევ 12 ადამიანის იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოხდა. 11 მათგანი ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაიღუპა. დღეს (2015 წლის 8 აგვისტო) 9 მათგანი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. მათ შორის იყო გენო კვიციანი.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.08.2021
ბოლო რედაქტირება 17.11.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 30.08.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0