II საარმიო კორპუსი, სრული სია. წიგნიდან "საქართველოსთვის"
ჟორა (ომარი) დომენტის ძე ვეკუა დაიბადა 1935 წლის 26 იანვარს სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთში. დაამთავრა საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ჭარმაგი ვაჟკაცი ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1993 წლის 1 მარტიდან ჟორა ვეკუა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული მატერიალური უზრუნველყოფის დროებითი გაერთიანებული საწყობის დამტვირთავ მუშად.
ჟორა ვეკუას 1993 წლის 15 სექტემბერს, სოხუმის რაიონში, სოფელ აბჟაყვაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს დაიღუპა. დაკრძალულია საკუთარი სახლის ეზოში,სოხუმის რაიონში,სოფელ ბესლეთში.
ჟორა ვეკუას დარჩა ცოლ-შვილი.