სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზურაბ ვეკუა 1992წ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. ქუთაისი ზურაბ ვეკუა 1992წ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. ქუთაისი ზურაბ ვეკუა 1992წ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. ქუთაისი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ვეკუა სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

49       ბეჭდვა

ზურაბ ვეკუა 1992წ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. ქუთაისი

ზურაბ ვეკუა


ქალაქში დადის ჯავშნოსანი

ჩაპაევის პირველი, რვა სართულიანი სახლის ერთ-ერთი სადარბაზოს მესამე სართული, სამოთახიანი ბინა.

ღილაკს ხელი შევახე და კარები წამოჩიტულმა ბიჭუნამ გააღო. ლამაზი თვალები შემომაშუქა და მოკრძალებით

მკითხა: „ვინ გნებავთო!“დავიბენი, ზურაბ ვეკუას ოჯახი მინდა-თქო, – ვუთხარი.

„დიახ, ვეკუას ბინაა, მობრძანდით!“ –და ჩემი პატარა მასპინძელი ბინაში შემიძღვა.

დედას უხმო, ახალგაზრდა, ლამაზ შაოსან ქალს.

კედლიდან გრუზა ვაჟკაცის სახემ შემომანათა.

„ეს არის ჩემი შვილების მამაო!“ – თვალებში ცრემლი აუკიაფდა ქეთევანს.


ოთახში მეორე ბიჭუნაც დავინახე უფრო მოზრდილი – გიორგი ვეკუა. იგი მეთერთმეტეკლასელია, უმცროსი – ვლადიმერი მეცხრეკლასელი. საოცარი ბიჯები ჩანან – ზრდილები, მოკრძალებულნი.

უშუალო საუბარს კი ზურაბ ვეკუას ირგვლივ მე და ქეთევანი ვაგრძელებთ მხოლოდ.

– რა გითხრათ, საიდან დავიწყო ““ არ ვიცი, ჩვენ განა მარტო ოჯახი?სამსახურიც გვაერთიანებდა, ორივენი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვმუშაობდით: ზურაბი სცენის მემონტაჟედ, მე სამხატვრო-სადეკორაციო საამქროში ესკიზებით ვიყავი დასაქმებული. სამაჩაბლოში აბობოქრებულმა ეთნოკონფლიქტის ტალღამ მოსვენება დაუკარგა ზურაბს.

– მშობლიურ მიწას ბვედავებიან, ჩვენს და-ძმებს გვიწიოკებენ. არა, ამის მოთმენა არ შეიძლება! – თქვა და მოხალისედ წავიდა.

მაშინ ზურაბ ვეკუა ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი იყო და ეროვნულ მოძრაობაში მონაწილეობას ღებულობდა.

„მოხალისედო! – ვამბობთ, ეს გამოთქმა ცოტა უცნაურად მეჩვენება, ის ხომ აწიოკებული მოძმესი და ჯილაგის საშველად წასული ტკივილიანი, გულანთებული, ერის გადარჩენისთვის გადაგებული კაცია უპირველესად.

ზურაბ ვეკუა სამ წელზე მეტი სამაჩაბლოში იბრძოდა, იბრძოდა და მერე როგორ, დაზვერვა იქო საჭირო, – ვაჟკაცს რა მოასვენებდა, დაჭრილის გამოყვანა – აქაც უშიშარი, მტერთან შებრძოლებაში – უდრეკზე უდრეკი. „ცხელი წერტილები“ არასდროს მიუტოვებია. ამ ბრძოლების კადრები ახლა დედაქალაქში, მერაბ კოსტავას საზოგადოების ოქროს ფონდშია დაცული.

მერე სამეგრელო აბობოქრდა, ზუგდიდი აზვავდა, ზურაბი იქაც იყო, და მოძმეთ სიფხიზლისაკენ მოუწოდებდა.

აფხაზეთში ისარგებლეს მათ მიერ სამეგრელოში დათესილი შუღლით და შავად აზვირთდა ზღვის ტალღები. ქვემეხის, ტყვიების, გრადების ბუღში, ცეცხლსა და კაკანში გაეხვია საქართველოს ლამაზი მხარე.

იწვოდა გაგრა, განთიადი, ავად ზუზუნებდნენ ბომბდამშენები.

1992 წელი, აგვისტო.

ზურაბი უკვე აფხაზეთშია, ჯავშნოსანს მართავს, კახელი ძმადნაფიცის, ბერიკაშვილის გვერდით, რომელსაც მეტსახელად „მოლას“ ეძახდნენ.

სექტემბერი დადგა.

სპარტაკ ბერიკაშვილი 1963-92წწ. გარდ. 29 წლის, აფხაზეთი დაბ. სოფ. ურბნისი ქარელი ქართლი

გაგრის, განთიადის, კოლხიდის, ლესელიძის ტრაგედიის შემდეგ კარგს არაფერს დაელოდებოდა კაცი.

კვლავ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები, სისხლით მორწყული ძირძველი ქართული მიწა, უთვალავი ღიმილშეყინული უპატრონო გვამი.

„არა, ამის მოთმენა არ შეიძლება! – უთხრა ზურაბს ძმადნაფიცმა, – რაღაც უნდა ვიღონოთ, წინ უნდა წავიდეთ“

ხუთი სექტემბერი გათენდა, ჩვეულებრივზე უფრო მოქუფრული და ჯანღიანი. ;

აფხაზები და ჩეჩნები წინ გამოიჭრნენ.

„სიკვდილი – სიკვდილის წილ“! – შესძახა ზურაბმა და თანამებრძოლთან ერთად წინ გაიჭრა.

საშინელმა გრუხუნმა გააყრუა ირგვლივ ყოველივე, ნაღმი აფეთქდა, მიწა და სისხლი ერთმანეთში აირია.

ერთი წუთით თითქოს ყველაფერი მიწყნარდა.

„ზურიკო! მოლა! სადა ხართ, ბიჭებო“ – ეძახოდნენ თანამებრძოლები.

დუმილი, საშინელი დუმილი.

მოლა და ზურაბი აფეთქებული ნაღმის გროვაში უსულოდ ეყარნენ.

იქვე ორი აფხაზის გვამი ეგდო.ერთმანეთს ახლოს ეყარა 4 უსულო გვამი, ორი მოსისხლე ბანაკის წევრი,საუბედუროდ, მათგან არც ერთი იყო ეგვიპტელი და არც მეორე ვენეციელი.

„ყველანი ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ“

ჩაპაევის ქუჩა M 1, ამ სახლში ახლა ზურაბის სიცოცხლეს მისი წყვილად ბიჭები: გიორგი და ვლადიმერი აგრძელებენ...

ქალაქში დადის ჯავშნოსანი – წარწერით: „ზურაბ და მოლა...“ ესეც ხომ ამ უკვდავი ბიჭების სიცოცხლის გაგრძელებაა!

ლამარა ფანცხავა

 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.07.2021
ბოლო რედაქტირება 16.11.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0