ვეკუა სევერიანე კაპიტონის ძე დაიბადა 1930 წლის 15 თებერვალს ოჩამჩირის რაიონის სოფ. კოჩარაში. იყო ექვსი შვილის მამა. პროფესიით მძღოლი. მუშაობდა კოჩარის ჩაის ფაბრიკაში.
1992 წლიდან იგი აფხაზეთის ომში ირიცხება თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში, თავის ორ ვაჟკაც ბიჭებთან ერთად - ედიკ და გენადისთან.
კოჩარლებს, ღიმილის ბიჭებს, რომლებმაც სანამ პირში სული ედგათ, არ მიუტოვებით თავიანთი ლამაზი სოფელი, ღირსეულად მოიხადეს ვალი ქვეყნისა და ღმერთის წინაშე.
კოჩარელ ვაჟკაცებს გვერდში დედებიც ედგნენ, რომლებიც შვილებს ამხნევებდნენ, მშობლიურ კუთხის ბარბაროსთაგან დაცვისკენ მოუწოდებდნენ.
კოჩარელთა მიზანი ერთი იყო - სიკვდილი ან გამარჯვება.
გაგრის დაცემის შემდეგ 1992 წლის 26-30 ნოემბერს აფხაზთა და კონფედერანტთა ფორმირებები ჩეჩენ შამილ ბასაევის მეთაურობით ბრძოლით იღებენ ოჩამჩირის რაიონის ყველაზე დიდ ქართულ სოფელს კოჩარას და მთლიანად ანადგურებენ მას.
სწორედ ამ საშინელ დროს 1993 წლის 5 მაისს ვეკუა სევერიანე კაპიტონის ძე მოკლულ იქნა მტრის მიერ ნასროლი ტყვიით.
მუდამ ემახსოვრება ხალხს ქვეყნისათვის თავდადებული გმირი ვეკუა სევერიანე, რომელმა 62 წლის ასაკში თავი შესწირა სამშობლოსათვიუს თავის გმირ ვაჟკაცებთან ერთად. მათმა ვაჟკაცურმა მარჯვენამ, გონმა და ზნეობამ კიდევ ერთხელ საქვეყნოდ გამოაჩინაჩვენი ხალხი სულის სიდიადე, შემართება, შეუპოვრბლობა და დაუმორჩილებლობა.
კოჩარლებო! - თქვენ აანთეთ მარადიული სანთლები! მერე ამ სანთლების გადარჩენისათვის სიცოცხლე გასწირეთ . . . სამივე ერთად მამა - შვილები კოჩარელ მიწაზე განისვენებენ . . . ისინი არ კვდებიან, ისინი ღმერთდან პოულობენ წმინდა სულის მარადიულ სიმშვიდეს.
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი