II საარმიო კორპუსი, სრული სია. წიგნიდან "საქართველოსთვის"
ზვიად ბიჭიკოს ძე დაიბადა 1974 წლის 11 ივლისს, ხაშურის რაიონის სოფელ სარმანიშვილისკარში. დაამთავრა ქვისხეთის საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო სურამის №14 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში,რომლის დამთავრების შემდეგ,1992 წლის 15 აგვისტოს, გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
1993 წლის იანვარში გადაიყვანეს აფხაზეთის რეგიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად. ზვიად ტაბატაძე ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 321-ე ცალკეულ სადაზვერვო ბატალიონში,მზვერავად.
ზვიად ტაბატაძე 1993 წლის 16 მარტს გუმისმთის მისადგომებთან კონტრშეტევის დროს მძიმედ დაიჭრა. ის საწრაფოდ გადაიყვანეს სოხუმის სამხედრო ჰოსპიტალში,სადაც გაუკეთდა ოპერაცია ხელის შესანარჩუნებლად,თუმცა უშედეგოდ. სამი დღის მანძილზე ებრძოდა სიკვდილს თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში. 1993 წლის 19 მარტს კი გარდაიცვალა...
„- ამ პატარა ბიჭს თურმე რამდენის გაკეთება შეგძლებია . თურმე რა ძლიერი,რა მამაცი ყოფილხარ. ჩვენ კი შენს გარშემო მყოფთ, ეს არასოდეს შეგვიმჩნევია,რადგან ნამდვილი გმირები ხშირად უჩინარნი არიან. გმირული სიკვდილიც რჩეულთა ხვედრია“, - ასე იგონებენ მეგობრები ზვიად ტაბატაძეს,რომელიც 19 წლის ასაკში ზვარაკად შეეწირა სამშობლოს.
„ამ პატარა ბიჭს, თურმე, რამდენის გაკეთება შეგძლებია, თურმე რა ძლიერი, რა მამაცი ყოფილხარ, ჩვენ კი, შენ გარშემო მყოფთ, ეს არასოდეს შეგვიმჩნევია, რადგან ნამდვილი გმირები ხშირად ტანმორჩილნი არიან და უჩინარნი, გმირული სიკვდილიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია“ --- ასე იგონებენ მეგობრები
ზვიად ტაბატაძეს, რომელმაც 19 წლის ასაკში მოუხადა ხარკი სამშობლოს და მტრის ტყვიას შეეწირა.
დაიბადა 1974 წლის II ივლისს. დაბა ქვიშხეთში. დაამთავრა ქვიშხეთის სკოლის 9 კლასი. სწავლა განაგრძო სურამის M14 პროფტექნიკურ სასწავლებელში. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 32 ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის შემა ნლობაში, რიგითად. გაიწვიეს 1992 წლის 15 აგვისტოს,
აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების მეორე დღეს. 1993 წლის იანვარში გადაიყვანეს აფხაზეთის რეგიონში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის
ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად.
1993 წლის 16 მარტს ზვიადის ბატალიონი საბრძოლო ოპერაციას ასრულებდა ქ. სოხუმში, გუმისთის მისადგომებთან. მოწინააღმდეგემ დაიწყო ჩვენი პოზიციების დაბომბვა, ბევრი მებრძოლი დაიჭრა და საჭირო იყო მათი ცეცხლის ხაზიდან გამოყვანა, ზვიადი თავისი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობდა დაჭრილთა დახმარებას, დაბომბვა განმეორდა და ზვიადიც მძიმედ დაიჭრა მუცლისა და მკლავის არეში. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს სოხუმის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც გაუკეთდა ოპერაცია, ხელის შესანარჩუნებლად საჭირო იყო რთული ოპერაციის გაკეთება, მაგრამ აღარაფერმა უშველა. თბილისში, სამხ. ჰოსპიტალში, სამი დღის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს ზვიადი. 1993 წლის 19 მარტს ის გარდაიცვალა.
სამშობლო არ დაივიწყებს მისთვის თავგანწირული ჭაბუკის თავდადებას და
ღირსეულ პატივს მიაგებს მას.
16 მარტს გუმისთასთან ბრძოლაში მტრის ხელმა სიცოცხლე მოგისწრაფა, სხვის საშველად მიმავალი, ტყვიამ არ დაგინდო, არ შეიბრალა შენი ახალგაზრდობა. სამი დღე ებრძოდი სიკვდილს და მეოთხე დღეს შეწყდა შენი ლამაზი სიცოცხლე და ზეციური საქართველოს სამკვიდროში გადასახლდა შენი ლამაზი, უმანკო სული.
თავზარდამცემი იყო, ზვიად, შენი სიკვდილი ჩვენთვის, დღემდე ვერ დაგვიჯერებია, ვერ ვეგუებით უშენობას, ვერ ვურიგდებით ბედს.
უსასრულოდ, უშედეგო მოლოდინით.
და სურათები -- ზოგზე იღიმები, ზოგზე გულღიად, ალალად იცინი, ზოგზე კი ისეთი სევდიანი ხარ, თითქოს გრძნობდი, რაც მოგელოდა. რა მოულოდნელად დასრულდა შენი ლამაზი სიცოცხლე, ზვიად. ვინ იცის, რამდენი ჩანაფიქრი გქონდა, რამდენი რამის გაკეთება გინდოდა სამშობლოსათვის, ვიამაყებთ, ზვიად, რადგან სამშობლოს, საფიცარი მამულის კეთილდღლეობას შესწირე სიცოცხლე, სიცოცხლე, რომელიც ყველაზე ძვირფასია თითოეული ჩვენგანისათვის. იმის იმედიღა დაგვრჩა, რომ ღმერთს შევთხოვოთ, მარადიულ ნათელში ამყოფოს შენი უმანკო, სპეტაკი და ლამაზი სული.
შენი ნათელი, კეთილი ხსოვნა მარად დარჩება მშობლების, ახლობლების, მეგობრების და თანასოფლელების გულში. მსუბუქი ყოფილიყოს, ზვიად, შენთვის მშობლიური ქართული მიწა.
„სჯობს ნაადრევი სიკვდილით ხალხის გულებში დარჩენა, ვიდრე ხანგრძლივი სიცოცხლით შეგირცხვენია მარჯვენა“. ძნელია, ამ სიტყვებით ანუგეშო დალუპული შვილის, გმირი ვაჟკაცის დამკარგავი მშობლები, ახლობლები, მეგობრები, მაგრამ ხანგრძლივ, შერცხვენილ სიცოცხლეს ყოველთვის სჯობს გმირული სიკვდილი. შენც ხომ ასეთი სიკვდილი გარგუნა ღმერთმა, შენ, თვრამეტი წლის ლიმილის ბიჭმა, უშიშრად შეაბიჯე ტყვიების ქარიშხალში, წინ აღუდექი მტარვალს, მაგრამ დაგძლია ბოროტმა, რადგან პატარა იყავი, დედის კალთას უდროოდ მოგლეჯილი ბავშვი, რომელსაც ჯერ კიდევ მშობლის ალერსი გვჭირდებოდა. აკი, სიკვდილის წინ დედის ნახვას ნატრობდი, თურმე, აცახცახდი კიდეც, ვინ იცის რა განცდით, როდესაც მისი მოსვლა გაიგე, გაიგე კი? ვინ იცის, იქნებ, რამის თქმა გსურდა..
„არ დაგცალდა..
რა მამაცი ყოფილხარ, ჩვენ კი, შენ გარშემო მყოფთ, ეს არასდროს შეგვიმჩნევია, შენ, პატარა გმირი ბიჭი, ჩვენი ბედნიერებისათვის იბრძოდი, ჩვენს მომავალს გადაეფარე პაწაწინა მკერდით, ჩვენს ინტერესებს შეეწირე, ამიტომ, შენგან დავალებულნი, თავს ვხრით შენი სულის, უკვდავი სახელის წინაშე. ჩვენი ცრემლები იყოს შენი ტანჯული სულის მეგზური სასუფეველში.
ლმერთმა გინუგეშოს გულმოკლული ჭირისუფალი!
„მამაცი ერთხელ კვდება და ლაჩარი ათასჯერაო!“ -- უთქვამთ. ჭეშმარიტად რომ ას ეა.
თანაკლასელები
ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური