სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვლადიმერ ბეგასი 1972-1994წწ. გარდ. 22 წლის, კოდორის ხეობა აფხაზეთი დაბ. ქ. ოჩამჩირე აფხაზეთი. ვლადიმერ ბეგასი 1972-1994წწ. გარდ. 22 წლის, კოდორის ხეობა აფხაზეთი დაბ. ქ. ოჩამჩირე აფხაზეთი.

1972-1994 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბეგასი სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

ვლადიმერ ბეგასი 1972-1994წწ. გარდ. 22 წლის, კოდორის ხეობა აფხაზეთი დაბ. ქ. ოჩამჩირე აფხაზეთი.

   მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 244-ე ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"



ეროვნებით  უკრაინელი, ოჯახის  ერთადერთი  შვილი  ვლადიმერ  ვლადიმერის  ძე  ბეგასი დაიბადა  1972  წელს  ქალაქ  ოჩამჩირეში.


  აფხაზეთში  ომის  დაწყების  პირველივე  დღიდან  ვლადიმერ  ბეგასი  ჩაირიცხა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  ბრიგადის  244-ე  ბატალიონის შემადგენლობაში - მესანგრედ.

   1993 წლის  10 მარტიდან  1993  წლის  27  სექტემბრამდე   აქტიურ  მონაწილეობას  იღებდა ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში, რომელსაც  აწარმოებდა   244-ე  ბატალიონი  ბესლახუბა- მერკულას  შორის  გამავალ  გზაზე.

    აფხაზეთის  დაცემის შემდეგ  24-ე  ბრიგადა  დაიშალა. ვლადიმერ  ბეგასი  ჩაირიცხა  პირველი ბრიგადის  მე-6  ბატალიონში, რომელიც  დისლოცირებული  იყო  ზუგდიდიდს რაიონის   სოფელ ანაკლიასა  და  ჭკადუაშში. როგორც  კი  კოდორის  ხეობას  გაუჭირდა , ვლადიმერი  მის  დამცველთა  რიგებში  ჩადგა.

    1994 წლის 25  მაისს  მოხდა  შეტაკება  კოდორის ხეობაში განლაგებულ  ჩვენს ჯარებსა  და აფხაზ  ბოევიკებს  შორის. ამ  ბრძოლაში  ვლადიმერ  ბეგასი  მძიმედ  დაიჭრა. ჭრილობა სასიკვდილო  აღმოჩნდა  და  26  მაისს  გარდაიცვალა. 

    საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა  და თავგანწირვისთვის ვლადიმერ  ბეგასი  სიკვდილის  შემდეგ,დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის   III  ხარისხის ორდენით.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.06.2021
ბოლო რედაქტირება 25.05.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 26.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0