სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
კარლო სანაია 1941-19/12/92წწ. გარდ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი კარლო სანაია 1941-19/12/92წწ. გარდ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი

1941-1993 წწ. გარდ. 52 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი სანაია სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

22       ბეჭდვა

კარლო სანაია 1941-19/12/92წწ. გარდ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 242-ე ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

კარლო სანაია ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში   ორმოცდარვა   წლის  ვაჟკაცის,  კარლო  სანაიას,  ბედნიერ  ოჯახს  ყველა  შენატროდა.ტკბილი  კერა   ჰქონდათ, სამ  ქალიშვილს  და  ერთ  ვაჟიშვილს  უზრდიდნენ  სამშობლოს.


   ვეფხვია  სანაია  დაიბადა  1969  წლის  1 მაისს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში. მშობლიურ  სოფელში  დაამთავრა  საშუალო  სკოლა. 1989  წელი  იდგა...  ვეფხვია  სამხედრო-სავალდებულო  სამსახურს  შორეულ   აღმოსავლეთში  იხდიდა. საქართველოში  ეროვნული  მოძრაობა  მძვინვარებდა.  9  აპრილის  ტრაგედია  ჯარში  შეიტყო  და  პროტესტის  ნიშნად,  ვეფხვიას  მეთაურობით  ქართველმა ბიჭებმა  გაფიცვა  მოაწყვეს, რისთვისაც  იქაურმა  ხელმძღვანელობამ  მას  სასტიკი   საყვედური  გამოუცხადა.


    ვეფხვია   სანაია  სწავლის  გაგრძელებას   მილიციის  აკადემიაში  აპირებდა,  მაგრამ   სწორედ  ამ  დროს  გახდა  საჭირო  მშობლიური  მიწა-წყლის დაცვა.  1992  წლის  15  სექტემბერს  ჩაირიცხა  საქართველოს  ეროვნული  გვარდიის   მე-3  ბრიგადის  მე-4  ბატალიონში,რომელიც  შემდგომში  იწოდებოდა   მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  ბრიგადის  242-ე  ბატალიონად.  მან  მონაწილეობა   მიიღო  24-ე  ბრიგადის  სარდლობის   მიერ   დაგეგმილი  ოპერაციების  განხორციელებაში.  განსაკუთრებით  თავი  გამოიჩინა  11  ნოემბერს  სოფელ  ბესლახუბასთან,  15  ოქტომბერს  სოფელ  ტამიშთან,  27  ოქტომბერს  სოფელ  მერკულასთან,  რისთვისაც,  როგორც  მეთაურთა  ისე  თანამებრძოლების   დიდი  სიყვარული  და  პატივისცემა  დაიმსახურა.


    ვეფხვიას  გმირობაზე  ლეგენდები  დადიოდა.  დაჭრილ  ვეფხვს  ჰგავდა,  როცა  მამის   ტყვედ  აყვანის  ამბავი  შეიტყო...  1992  წლის  29  ნოემბერს  კოჩარა  აიღეს. ბრიგადის  სარდლობის   მიერ  განხორციელებულ  ოპერაციაში,  რომელიც  ითვალისწინებდა  სოფელ  კოჩარასთან  საბრძოლო  პოზიციების  დაბრუნებას,  ვეფხვია  თავის   თანამებრძოლებთან  ერთად  ჩაერთო  ბრძოლაში, სადაც  მძიმე  ჭრილობა   მიიღო  გულის   არეში...  საბრძოლო   პოზიციებიდან  ქალაქ   ქუთაისის  სამხედრო   ჰოსპიტალში  გადაიყვანეს,  3  საათი  იცოცხლა  ქუთაისის  ჰოსპიტალში, სიკვდილსაც  ვაჟკაცურად  შეხვდა : „მომეფერე   დედა,  მაკოცე ,  მაგრად  მაკოცე,  ჩამეხუტე,  გამათბე   , ნუ  ტირი,დედა,რკინად   იქეც, იცოცხლე,შვილებს  მიხედე. არ გაბედო  და  არ   თქვა, აფხაზეთში  არ  ვიცხოვრებო.  იქ   უნდა  იცხოვრო  ,იქ  ჩემი  სისხლია  ჩაქცეული, ჩვენს  ნაფუძარზე  სიცოცხლე  უნდა  გაგრძელდეს, ნუ   ტირი  დედა,   შენი   შვილი  ლაჩრულად  არ კვდება,  ერთგულად  და  პატიოსნად  ემსახურებოდა  საქართველოს  ერთიანობას...  მჯერა,  საქართველო  გამთლიანდება დედა... „  შეუძლებელია   ცრემლების გარეშე  წაიკითხო  ეს  ამაღელევებელი  მონოლოგი, საოცრად  კეთილშობილი, რჩეულთა  შორის  რჩეული  ვაჟკაცისა,  ასეთ  დროს  ვფიქრობ : „ არის  სიკვდილშიც  გამოსავალი,  მას  ღირსეული  ჰქვია  სიკვდილი...“, ეს  გამარჯვება  შუღლზე,მტრობაზე,სიკვდილზეც... ასეთი  შვილის  გამზრდელი  დედაც  გმირია...

      23  წლის  ჭაბუკმა  თავისი  სიტყვა  თქვა  სამშობლოსა  და  ერის  წინაშე   ზვარაკად  შეწირული  სიცოცხლით.  1992  წლის  6  დეკემბერს,  ვეფხვია  სანაია  გარდაიცვალა,  დაკრძალულია  ქალაქ  ქუთაისში.

    სანაიების ოჯახის  ტრაგედია  გაგრძელდა....  19  დეკემბერს  კოჩარაში  ტყვედ  ჩარჩენილი  ვეფხვიას  მამა- კარლო (ბუხუტი) სანაია  აფხაზებმა  საშინელი  წამებით  მოკლეს.  კარლო  სანაია  ქართველთა  ჩვეული   სიამაყით  შეეგება  სიკვდილს.

მეუღლე ნათელა ეტიფანეს ასული ნემსაძე დაიბადა სოფელი კოჩარა 1945-2020წწ 

შვილი ვეფხვია სანაია 1969-92წწ. გარდ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი 


სიძე ავთანდილ კოპალიანი 1966-92წწ. გარდ. სოფ.ფოქვეში ოჩამჩირე დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი (დის აზას მეუღლე)

ითანამშრომლა შვილმა აზა კარლოს ასული სანაია,დაიბადა 11 ნოემბერი 1970 წელი ოჩამჩირის რაიო-სოფ კოჩარა. 




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.06.2021
ბოლო რედაქტირება 09.01.2023
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0