მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-5 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში მცხოვრებ სანაიების ოჯახს აფხაზეთში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ტრაგიკული დაღი დაასვა.
გიგუშა ძაკუს ძე სანაია დაიბადა 1942 წლის 25 დეკემბერს სენაკის რაიონის სოფელ ფოცხოში.
გია სანაია დაიბადა 1966 წლის 23 მაისს გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.
გოჩა სანაია დაიბადა 1968 წლის 8 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.
ოჯახის სამივე წევრი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში.
1993 წლის 29 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელი კინდღი აფხაზმა სეპარატისტებმა ალყაში მოაქციეს. სანაიების ოჯახის ოთხივე წევრი დაიღუპა.