სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მედიკო ურიდია 1940-93წწ. გად. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი მედიკო ურიდია 1940-93წწ. გად. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი

1940-1993 წწ. გარდ. 53 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ურიდია სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

მედიკო ურიდია 1940-93წწ. გად. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 242-ე ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

მედიკო  აკაკის  ასული  ურიდია  დაიბადა  1940  წლის  29  აგვისტოს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ახალ  კინდღში. 



დაამთავრა  ახალი  კინდღის  საშუალო   სკოლა,  თბილისის  კოოპერაციული  სასწავლებელი  , შემდეგ  ზუგდიდის  სამედიცინო  სასწავლებელი. ომამდე   მუშაობდა  ოჩამჩირის  რაიონის    კოოპერატიულ  კავშირში.


 მედიკო   ურიდია   1993  წლის   მარტიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში. აქტიურად  მონაწილეობდა  დაჭრილი  და  დასახიჩრებული  მებრძოლების  მოვლაში და  მათი  სტაციონარში  გადაყვანის  ორგანიზებაში. მთელი  ომის   განმავლობაში  მუხლმოუდრეკლად  ემსახურებოდა   ბატალიონის  პირად  შემადგენლობას.

  მედიკო   ურიდია  დაიღუპა  1993  წლის   17  სექტემბერს, სოფელ  ცაგერაში  მიმდინარე  საბრძოლო   მოქმედებების  დროს.

წყარო სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

მედეა ურიდია დაიბადა 1940 წლის 29 აგვისტოს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში. დაამთავრა ახალი კინდღის საშუალო სკოლა, თბილისის კოოპერაციული სასწავლებელი, შემდეგ ზუგდიდის სამედიცინო სასწავლებელი.

მედეა ურიდია 1993 წლის მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზებული ბრიგადის 242 -ე ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა დაჭრილი და დასახიჩრებული მებრძოლების მოვლასა და მათი სტაციონარში გადაყვანის ორგანიზებაში. მედეა ურიდია, ომის განმავლობაში, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ჯარისკაცების ჯანმრთელობასა და სიცოცხლის შენარჩუნებას ემსახურებოდა. დაიღუპა 1993 წლის 17 სექტემბერს, სოფელ ცაგერაში, შეტაკების დროს.


ესმა მეშველიანი-მედეა ურიდიას ქალიშვილი: „1992 წელს, ოქტომბრის თვეში, როდესაც გაგრა აიღეს, მაშინ გამოგვიყვანეს აფხაზეთიდან, დავტოვეთ მშობლიური კუთხე; ჩვენ სამი დედმამიშვილი ვიყავით. დედა და მამა დარჩნენ. მაშინ ვინც სოფელში დარჩა, ყველა გასამხედროვდა. დივიზია "თბილისელი" დაბანაკებული იყო ჩვენს ქუჩაზე. ჩვენს სახლში 6 გვარდიელი ცხოვრობდა იანვრის თვიდან ე.წ. "პერიმერიამდე’’_(ე.წ. სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც 1993 წლის 27 ივლისს, სოჭში გაფორმდა; ამ შეთანხმების შემდეგ, აფხაზეთის დედაქალაქი ქართული შეიარაღებული ძალების კუთვნილი მძიმე ტექნიკისგან თანდათან იცლებოდა. 1 სექტემბერს სოხუმიდან უკანასკნელი ტანკი და ქვემეხი ფოთში გაიტანეს. შეთანხმების შესაბამისად, ქართული მხარე გუმისთის ხაზის განაღმვასაც დათანხმდა. ქალაქი ღია და დაუცველი დარჩა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კი,აფხაზურმა მხარემ სოხუმზე შეტევის მოსამზადებლად გამოიყენა. ქალაქის შტურმისთვის სეპარატისტები საფუძვლიანად ემზადებოდნენ. შეტევის გეგმა რუსეთის გენშტაბში დამუშავდა) .. ერთ-ერთი იყო ჯოტია ცაავას როლის შემსრულებელ კობა ღვინიაშვილი, მახსოვს, ომის დროს ჩასული ვიყავი სახლში და ვნახე, როგორ ისხდნენ ბუხართან ჯარისკაცები და ეს მსახიობიც ვიცანი. ისეთ ადგილზე ვცხოვრობდით, სახლში არ გვაჩერებდნენ; სახლიდან რომ გამოხვიდოდი, შეიძლება ტყვია მოგხვედროდა. ისე ახლოს იყო ჩვენთან ცაგერაში განთავსებული აფხაზური პოზიციები. მთელი სოფელი დაიცალა, სულ რამდენიმე ქალი დარჩა, მათ შორის დედაჩემი. ვინც დარჩნენ, ყველა ჩაება სამხედრო სამსახურში. ეს იყო დახლოებით 1992 წლის დეკემბერი. დედა, როგორც მედიცინის მუშაკი, დაჭრილებს და დაშავებულებს ეხმარებოდა. ყველას ეხმარებოდა, რამდენიმე ჯარისკაცი ხელში ჩააკვდა, მამაჩემის ტანსაცმელი გაჰქონდა სახლიდან, მიცვალებულებს აცმევდა და ისე აგზავნიდა ოჯახებში მათ ცხედრებს.

დედაჩემი გოგა ხაინდრავას დოკუმენტურ ფილმშიც არის, რომელიც აფხაზეთის ომზეა გადაღებული. მე არ ვიყავი სახლში იმ დროს, როდესაც დედაჩემი გარდაიცვალა. ბებიასთან ვიყავი კინდღში, 14- ში დილით წავედი. "პერიმერია" იყო, სწავლა უნდა დაწყებულიყო, მაშინ სტუდენტი ვიყავი. წავედი ბებიასთან და უკან ვეღარ დავბრუნდი. ახალდაბა რომ აიღეს, ტამიში გადაიკეტა. შემდეგ, კორიდორი გახსნეს და გამოგვიყვანეს ტანკებზე დამჯდარი. სახლში რომ მოვედი, დედაჩემის გარდაცვალებიდან მეცხრე დღე იყო და მე იქამდე არაფერი ვიცოდი...

16 სექტემბერს ჩემი დის დაბადების დღე იყო, 15 წლის გახდა იმ დღეს; როგორც თვითმხილველთა გადმოცემით ვიცი, დილით, აფხაზები შემოესივნენ ცაგერას, წვავდნენ სახლებს, ყველაფერს... ყველა ბატალიონი გასული იყო სოფლიდან, დარჩენილნი იყვნენ მხოლოდ ადგილობრივები, ვინც 242-ე ბატალიონში იყვნენ.. პირველი ტყვია რომ გავარდა, დედაჩემს გაუღვიძებია ჩემი და და ბიძაშვილებს გაატანა, თურმე, თვითონ კი დარჩა. იმ დღეს დაიბომბა და დაიცალა სოფელი, ბევრი დაიჭრა, ბევრი დაიღუპა, დედაჩემი და მამაჩემი იქედან არ გამოსულან. მოთხოვნა იყო, რომ ქალებს დაეტოვებინათ სოფელი, მაგრამ დედას უთქვამს, რომელიმეს რამე რომ გაგიჭირდეთ და დაგჭირდეთ, ვინ იქნება თქვენი პატრონიო. უარი უთქვამს სოფლის, მეუღლის და ბატალიონის წევრების დატოვებაზე, ვერ დაგტოვებთ, მე აქედან არ წავალო. აფხაზებმა შეტევა განახორციელეს ცხენის წყლის მხრიდან, დაიბომბა ყველაფერი, სოფელში ჩარჩენილებმა ვერც თავშესაფარში მიასწრეს... დედაჩემი ჩვენი სახლის ჭიშკართან დაიღუპა. მამა გადარჩა, სოხუმის დაცემის შემდეგ, 29- ში გამოვიდა, ოჩამჩირიდან ფეხით ზუგდიდამდე, მეზობელთან, ბიჭიკო თუთისანთან ერთად. ჩვენ თბილისიდან უკან დავბრუნდით და ენგურის ხიდთან ველოდებოდით. მამა 1997 წლის 20 დეკემბერს გარდაიცვალა ინსულტით... დედა, მამამ და მეზობლებმა,19 სექტემბერს, ცაგერაში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს... მისი საფლავიც კი არ მინახავს.. ჩვენი სახლი მიწასთანაა გასწორებული, ისევე, როგორც მთელი ცაგერა..მიწისაგან პირისა აღგავეს ეს ქართული, 260 კომლიანი სოფელი.. ინტერნეტში, ერთ-ერთ საიტზე, ვნახე ცაგერას სასაფლაო_ ერთიანად მოსწორებული და აღგვილია მიწისაგან პირისა! ვეღარ გაარჩევ, იქ, ვერანაირ საფლავს... 2013 წელს, ცაგერელი ომში დაღუპულთა დედები უნდა შეხვედროდნენ აფხაზ, ომში დაღუპულთა დედებს და საფლავებთან უნდა მისულიყვნენ...ხომ იყო დრო, როცა ჭირსა და ლხინში ერთად ვიყავით?! ერთი ხიდი გვყოფდა მხოლოდ_ მდინარის სხვადასხვა ნაპირზე ვცხოვრობდით და ალბათ, იმ აფხაზებშიც, ის ძველი, კეთილი ურთიერთობა, ბოლომდე არ ჩამკვდარიყო!.. მაგრამ ამ შეხვედრამდე 3 დღით ადრე, ცაგერას სასაფლაო, მთლიანად გადაწვეს და გადაბუგეს... იცით, მგონია, რომ დედა ცოცხალია და მელოდება_ მე ხომ ის გარდაცვლილი არ მინახავს, ვერ დავიტირე, ვერც საფლავი ვნახე... ერთი ნატვრა მაქვს, მხოლოდ_კიდევ ერთხელ ჩამასუნთქა ჩემი მშობლიური კუთხის ჰაერი, იმ მიწას ჩამახუტა, სადაც გავიზარდე, მეტი არაფერი მინდა.. ხანდახან საკუთარ თავს ვეკითხები_ სამშობლო უფრო მიყვარს თუ შვილი-მეთქი; ჩემი შვილი 3-4 დღე შეიძლება, არც კი მოვიკითხო, ჩემი სამშობლოს გარეშე კი წემით არ მიცხოვრია და ვერც ვიცოცხლებ..."


მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 7 ოქტომბრის N 07/10/04 განკარგულების საფუძველზე, მედეა ურიდიას ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი მიენიჭა.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.06.2021
ბოლო რედაქტირება 28.11.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0