ნოდარ ჯანაშვილი დიმიტრის ძე დაბადებულია 15 აპრილი 1956 წელი ცხინვალი, ცხოვრობდა რუსთავი გარდაიცვალა სოფელი საცხენე გორი
პირველი საარტილერიო პოლკი 066070
საბრძოლო მოკვლევაში სადაც დევი ჭანკვეტაძე აწერს ხელს დაიღუპა სოფელ ვანათაში
დაიბადა 1956 წლის 15 აპრილს ცხინვალის რაიონის სოფელ საცხენეთში. 1963 წელს შევიდა სოფელ საცხენეთის დაწყებითს სკოლაში, შემდეგ სწ. გააგრძელა სოფელ ვანათის საშუალო სკოლაში, დაამთავრა 1973 წელს ღა იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს ფოთის პიდრომელიორაციულ ტექნიკუმში. 1974 წელს გაიწეიეს სავალდებულო სამხეღრო სამსახური. პირნათლად იმსახურა და დაბრუნდა I976 წელს. სწავლა კვლავ გააგრძელა თავის ტექნიკუმში ღა დაამთავრა I978 წელს. იმავე წელს მამის დაღუპვის · გამო დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს და მუშაობა დაიწყო. ქ. ცხინვალის... · მტკვარწყალმშენში უფროს ოსტატად. 1980 წელს დაოჯახდა, შეეძინა სამი ქალიშვილი, იყო ჩინებული მეუღლე. _ სამუშაოღ გადავ "და. ვალის რკინაბეტონის ქარხანაში 1987 წელს საამქროს უფროსად, მაგ წლის 23 ნოემბერს, როდესაც საქართველოს ყველა კუთხიდან ზად შემოვიდა. ცხინვალში, მოლაპარაკების მიზნით ღაიწყო ოსებსა და ქართცველებს შორის ურთიერთობის გამწვავება, ცხინეალი ჩაიკეტა და ყველა ქართველი იძულებული გახდა ლი გახადეს ძალით თუ ნებით დაეტოვებინათ ქალაქი, ნოდარმაც. მიატოვა ცხინვალი და დაბრუნდა სოფელში. იცოდა, რომ ამ ამბავს კარგი არაფერი მოჰყვებრდა,., და გადაწყვიტა ქ. რუსთავში ბინა შეეძინა, რათა მის ცოლ-შვილს, უშიშრად ეცხოვრა იქ. ნოდარმა ოჯახი გადაიყვანა საცხოვრებლად რუსთავში, მაგრამ. თვითონ კვლავ დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს, აიღო ხელში იარაღი და ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში. 1990 წლიდან სოფლებში მდგომარეობა გამწვავდა, ოსი ექსტრემისტები იმდენად გათავხედდნენ, რომ პირდაპირი იერიშით უტევდჩენ სოფლის მოსახლეობას. მათ ხომ დახვედრა სჭირდებოდა. 1991 წლის შემოდგომით მრავალჯერ დაესხნენ თავს სოფლებს ვაჩათს, საცხენეთს, ბელოთს, სადაც ნოდარი შეუპოვრად იბრძოდა და უვნებელი ბრუნდებოდა ბრძოლის ველიდან. 1992 წლის გაზაფხულზე შეტაკება სოფელ საცხენეთის მისადგომებთან.
5 საათი გაგრძელდა. ჩვენმა ბიჭებმა მტერი უკუაგდეს, დანაკლისი. კი განიცადეს, მაგრამ მაინც გაიმარჯვეს. იმ დროს სოფლებში ჩამოყალიბებული იყო შტაბები და ერთი შტაბის უფროსად ნოდარიც აირჩიეს. ის უძღლვებოდა წინ ბიჭებს, ტყვია-წამალს აწვდიდა, მათ, თვითონაც წარმართავდა ჰაუბიცის ცეცხლს. მისი ქმედება ოსებს არ გამოპარვიათ და 1992 წლის 3 ივლისს, როდესაც იგი ოსების მიერ მძევლად აყეანილი ხალხის გამოსახსნელად მიდიოდა, ჩვენს აკუთარ მიწაზე, გზაზე ოსმა ექსტრემისტებმა მუხანათურად მოკლეს მანქანაში ისე, რომ იარაღის გასროლაც კი ვერ მოასწრო. შეეწირა იგი სამშობლოს, თავის კუთხესა და ხალხს, 36 წლის ასაკში დატოვა ცოლი და სამი პატარა ქალიშვილი. წავიდა ამ ქვეყნიდან მისი ლამაზი სიცოცხლე, დარჩა მხოლოდ მოგონება,
რამდენი სიკეთის მოტანა შეეძლო მას ქვეყნისათვის, ხალხისათვის! იგი დაკრძალეს 1992 წლის 7 ივლისს მშობლიურ სოფელში.