სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გურამ (გია) სიხარულიძე 1961-26/10/92 წწ გარდ. ოჩამჩირე, შევარდენთა ლეგიონი დაბ. ჩოხატაური გურამ (გია) სიხარულიძე 1961-26/10/92 წწ გარდ. ოჩამჩირე, შევარდენთა ლეგიონი დაბ. ჩოხატაური

1961-1992 წწ. გარდ. 31 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი სიხარულიძე სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

62       ბეჭდვა

გურამ (გია) სიხარულიძე 1961-26/10/92 წწ გარდ. ოჩამჩირე, შევარდენთა ლეგიონი დაბ. ჩოხატაური

გურამ სიხარულიძე  ვახტანგის ძე დაიბადა 01 მაისი 1961 წელი ჩოხატაური გარდაიცვალა 26 ოქტომბერი 1992 წელი ოჩამჩირე


ქართველ შევარდენთა ლეგიონი


ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენი 00565

„გამარჯობათ, დედებო, დებო, ყველა მოკეთევ! მივდივარ აფხაზეთში საბრძოლველად. ნუ ინერვიულებთ. მე ვალდებული ვარ ჩემი მშობლების, ჩემი.წინაპრების გულისათვის თავიც გავწირო.


ჩვენი ნაწილი ოცდამეხუთე ბატალიონია. მე არტილერისტი ვარ. როდის დავბრუნდები, არ ვიცი. მიხელეთ და მოეხმარეთ ჩემს ცოლშვილს,.

ღმერთი ჩვენთანაა, ამინ!“

ეს წერილი ქართველ შევარდენთა ლეგიონის რუსთავის სადროშოს შტაბში დაიწერა, მისი ავტორი – მეტალურგიული ქარხნის მილსაგლინავი საამქროს მგლინავი გურამ სიხარულიძე კი ოცდაორ აგვისტოს უკვე კოლხიდაში იყო და გადამთიელი ორი სნაიპერიც ჰყავდა უკვე მძევლად აყვანილი.

სამხედრო სამსახურში გავლილს ბრძოლა არ უჭირდა: ტყვიას ტყვიაში სვამდა. საქართველოს მიწის მოშურნე მტერს არ ახარებდა.

ერთხანს კი, როცა მიწყდებოდა ავტომატების კაკანი, არტილერისტი გურამ სიხარულიძე უბიდან ბავშვების სურათს ამოიღებდა – ვახტანგს და ცირას მიუალერსებდა.

ნუ გეშინიათ, შვილებო, მამათქვენი კარგად არის. მალე ჩამოვალ!

მერე თანამებრძოლები შემოეხვეოდნენ გარს.

გვიმღერე რამე, გურამ. გვიმღერე. ჰე, დავიწყოთ...

და ჭექდა ქართული სიმღერა ქართულ მიწაზე. :

„ჩოხატაურელი ბიჭი ერთდროულად სწავლობდა ტექნიკურ და მუსიკალურ სასწავლებლებში. თავის ძმასთან გიორგისთან ერთად წერდა სიმღერებს და ასრულებდა თბილისისა და რაიონის ანსამბლებში• იყო. ტექნიკური უნივერსიტეტის, ცეკავშირის, როკ-ანსამბლის, „გუბაზის“ და “სხვა. ანსამბლების წევერი. უყვარდა ლექსი, სიმღერა, სიცოცხლე...

ეს შინ... 

„ოცდაექვს ოქტომბერს კი უკვე ოჩამჩირეში იყო. ღამის ოთხ საათზე მათ მოულოდნელად თავს დაესხნენ დაქირავებლი ბანდიტები.

– ბიჭებო, არ შეშინდეთ, თავს უშველეთ, – გადასძახა მებრძოლებს

მე დაზვერვაზე დავდგები. თქვენ გადით. 

გურამ სიხარულიძის ავტომატის შემხვედრმა ცეცხლმა გზა გაუკაფა მებრძოლებს, თავად კი – ბრძოლის ველზე დაეცა როგორც გმირი!

„არა, არ შევარჩენ, ვფიცავ საქართველოს,

სისხლს საქართველოს უმწიკვლო შვილების,

დაე, მათთან ერთად სიკვდილი მელოღეს,

მეც მათთან ვიქნები,

მეც მათთან ვიქნები!“

ყოველდღე იმეორებენ გურამ სიხარულიძის მებრძოლები მისსავე სიტყვებს და მიდიან იერიშზე, რათა უკუაგდონ მოძალებული მტერი, იხსნან საქართველოს ერთიანობა,


მაყვალა ინასარიძე



სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 02 თებერვალი 2023 წლის სტატია

გურამ (გია) სიხარულიძე

„გამარჯობათ, დედებო, დებო, ყველა მოკეთევ! მივდივარ აფხაზეთში საბრძოლველად. ნუ ინერვიულებთ. მე ვალდებული ვარ, ჩემი მშობლების, ჩემი წინაპრების გულისათვის თავი გავწირო. ჩვენი ნაწილი ოცდამეხუთე ბატალიონია. მე არტილერისტი ვარ. როდის დავბრუნდები, არ ვიცი. მიხედეთ და მოეხმარეთ ჩემს ცოლ-შვილს...ღმერთი ჩვენთანაა, ამინ!“

ეს წერილი, ომში მიმავალმა გურამ სიხარულიძემ დატოვა ოჯახისთვის გადასაცემად... მან თავისი სიტყვა შეასრულა და მართლაც თავი გაწირა, სამშობლოსთვის...

დაიბადა 1961 წლის 4 იანვარს, ჩოხატაურში. სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარა კომის ავტონომიურ რესპუბლიკაში, იყო არტილერისტი. ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ვოკალის ფაკულტეტზე, მაგრამ არ დაუმთავრებია. აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. იყო ‘’ქართველ შევარდენთა ლეგიონის’’ წევრი; აფხაზეთში საომარ მოქმედებებში,თავიდანვე ჩაერთო. თანამებრძოლებისათვის მისი ვაჟკაცური საქციელი იყო სამაგალითო. მისი სიმამაცე აფხაზეთში, კერძოდ, გაგრის საბრძოლო ოპერაციებშიც კარგად გამოჩნდა, ხოლო 1992 წლის 25 ოქტომბერს, როდესაც ქალაქ ოჩამჩირეს მოულოდნელად დაესხა თავს აფხაზურ -ჩეჩნური დესანტი, იგი წინა ხაზზე, თავდაუზოგავად ჩაება უთანასწორო ბრძოლაში; 26 ოქტომბერს, გამთენიისას,სამშობლოსთვის თავდადებული ვაჟკაცი,სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა...


გია ჭეიშვილი-თანამებრძოლი_ ‘’გურამ (გია) სიხარულიძე 1991 წელს, სამაჩაბლოში გავიცანი. ქართველ შევარდენთა ლეგიონის რუსთავის სადროშოს წევრები ამოვიდნენ და იმათ ამოყვა. ფორმით იყო_ ქართველი, ვაჟკაცი ბიჭი იყო,რომელსაც ქვეყანაზე გული შესტკიოდა. იქ დიდი შეხლა-შემოხლა არ გვქონია, მაგრამ რაღაც გამოცდილება მაინც მივიღეთ.რამდენჯერმე საბრძოლო დავალებაზე ჩვენმა მეთაურმა ერთად გაგვიშვა და მახსოვს, ერთხელ, ჩვენი დაჭრილი მეგობარი, ზურგით ატარა. 1992 წელს, ოქტომბერში, თბილისიდან ავტობუსებით დავიძარით აფხაზეთისკენ. 25 ოქტომბერს ჩავედით ოჩამჩირეში. გვიანი ღამე იყო, უკუნი სიბნელე, საშინლად წვიმდა; შტაბს დავუკავშირდით და გაგვამწესეს სასტუმროს შენობაში_ოჩამჩირის გასასვლელში, 11 სართულიანი, სასტუმროს დაუსრულებელი შენობა იდგა. ღამის 12 საათზე დავბანაკდით, ძალიან ციოდა.. მაშინ ჯერ კიდევ იყო ‘’ხაზის’’ტელეფონები; მალევე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სასწრაფოდ მზადყოფნაში უნდა ვყოფილიყავით, რადგან ჩეჩნურ-აფხაზური დესანტი შემოსულიყო. წამოვცვივდით. სასტუმროს შენობაში დაახლოებით 30 კაცი დარჩა, დანარჩენები კი, დაახლოებით 100 კაცამდე, ქალაქში გავედით, რადგან იქ ბრძოლები მიდიოდა... არაფერი ჩანდა, ხილვადობა არ იყო.. მთავარი დარტყმა სწორედ სასტუმროს მიუღია. დესანტი ორი მხრიდან შემოსულა_ერთი ზღვიდან და პირდაპირ სასტუმროზე მიიტანა იერიში_მტერს არც ეგონა, იქ ვინმე თუ დახვდებოდა; სასტუმროში დაბანაკება უნდოდათ და იქიდან ქალაქის კონტროლს აპირებდნენ.. ქალაქში გასულები, ფაქტობრივად, ხელჩართულ ბრძოლაში აღმოვჩნდით. ქუჩები გადაკეტილი ჰქონდათ აფხაზებს და უკან, სასტუმროსკენ ვეღარ წამოვედით.. ძალიან ახლოს იდგნენ ერთმანეთთან ჩვენი და მოწინააღმდეგის შენაერთები; რთული იყო იმ უკუნ სიბნელეში რაიმეს გარჩევა. ხანდახან მომართული იარაღი დაგვიშვია, ჩვენიანს უყვირია_ არ გვესროლოთო, თქვენიანები ვართო; იყო შემთხვევებიც, რომ დანებით მოგვიწია მტერთან შერკინება.. შორიდან ვხედავდით, ზღვიდან სასტუმროსკენ გასროლილ ყუმბარებს.. გამთენიისას, როგორც იქნა, გავარღვიეთ მტრის წინააღმდეგობა; ბრძოლით და დიდი შეტაკებებით მივაღწიეთ სასტუმრომდე; მივედით და ორი ცხედარი დაგვხვდა_ მანქანაში ჩაუცხრილავთ ნუგზარ მაჭარაშვილი, გიას კი თავში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი და იქვე, ეზოში იყო... იმდღევანდელი სცენა თვალებიდან ახლაც არ ამომდის.. გული დღესაც ძალიან მტკივა ამ ვაჟკაცების, სამშობლოსათვის გულანთებული კაცების გამო...’’

ნუგზარი მაჭარაშვილი 1949-92 წწ გარდ. ოჩამჩირე დაბ. სოფ. ახალგორი (ლენინგორი) გორი ქართლი

მაია თოლორდავა-სიხარულიძე-მეუღლე _ ‘’სამედიცინო სასწავლებელი წარჩინებით დავამთავრე; სამედიცინო ინსტიტუტში ვაპირებდი ჩაბარებას, სტაჟირება მინდოდა და განაწილებით ჩოხატაურის რაიონში, სასწრაფო დახმარების სამსახურში მოვხვდი. 1982 წელი იყო... იქ გავიცანი გია. წარმოუდგენელია, არ შემყვარებოდა, ისეთი გამორჩეული, თბილი, რომანტიკული, გულისხმიერი, წარმოსადეგი ვაჟკაცი იყო; ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი; ეს სიყვარული, ორივესთვის, პირველიც აღმოჩნდა და უკანასკნელიც. ორი შვილი გვეყოლა-იყო საოცარი მამა, გამორჩეული შვილი და მეუღლე!.. და ვცხოვრობდით ლამაზი, სიყვარულით სავსე ცხოვრებით. მერე, საცხოვრებლად, რუსთავში გადმოვედით. ეროვნული მოძრაობის პერიოდში,რომელშიც გიასთან ერთად, მისი ძმა და მეგობრებიც იყვნენ ჩართულნი, განსაკუთრებით 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, გიას ვეღარ ვცნობდი_ ძალიან შეიცვალა და დასევდიანდა; თითქოს, აღარც იცინოდა,თითქოს, საქართველოს ტკივილით დაავადდა; გაწევრიანდა ‘’ქართველ შევარდენთა ლეგიონის’’ რუსთავის სადროშოში, რომელიც ძალიან გამორჩეული, პატრიოტი ბიჭებით იყო დაკომპლექტებული. მათთან ერთად წავიდა გაგრაში. გაგრის დაცემის შემდეგ ცოტა ხნით დაბრუნდა, ავად იყო; აბსოლუტურად შეცვლილი იყო_არც დღე ეძინა და არც ღამე_სულ ომში იყო! ოდნავ მომჯობინდა თუ არა, გამოაცხადა, რომ ისევ აფხაზეთში უნდა დაბრუნებულიყო...და წავიდა; 19 ოქტომბერს, შეუერთდა თავისი შენაერთის წევრებს და წავიდა. გზად, ჩემს დედულეთში, სამტრედიაში შეიარა და აი, ის ცნობილი წერილი, სწორედ იქ დატოვა...

‘’თეთრი მანდილის’’ სამშვიდობო ორგანიზაციის რუსთავის ფილიალი მე ჩამოვაყალიბე_12 ქალი ვიყავით გაწევრიანებული და ქეთი დოლიძესთან ერთად, 1993 წლის სექტემბერში ჩავედით აფხაზეთში. ჟიული შარტავას შევხდით და მან გვითხრა, რომ სასწრაფოდ დაგვეტოვებინა სოხუმი. 25 სექტემბერს წამოვედით და 2 დღეში, სოხუმიც დაეცა... მე თავად ვიყავი ოჩამჩირეში, იმ სასტუმროს ეზოში, იმ ადგილას, სადაც გიამ სული დალია, მასთან ერთად ნუგზარ მაჭარაშვილმაც, ხოლო ლერი გოჩიტაშვილი კი მძიმედ დაიჭრა და რამდენიმე წელიწადში ისიც თავის მეგობრებს შეუერთდა მარადისობაში. ამ ბიჭებმა განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს იმ სასტუმროს ეზოში, რომელიც მტერს, წინასწარ დაენაღმა. რომ არა ეს ბიჭები, იმ სასტუმროში მყოფი მეომრებიდან, ალბათ, ვერავინ გადარჩებოდა. როცა შეტევა დაიწყო, გია, თურმე, უყვიროდა ასაკით თავისზე უმცროს ბიჭებს:’’ბიჭებო, არ შეშინდეთ, თავს უშველეთო’’; თავისი დანით (ე.წ.’’შტიკნოჟით’’) გაჭრა რკინის მესრის ბადე, გასწია ხელებით და იქიდან უშვებდა, თურმე, ბიჭებს, სამშვიდობოს. მე ის,მის მიერ გაჭრილი მავთულიც ვნახე რკინის მესერზე, როცა ჩავედი აფხაზეთში; თავად კი, ვეღარ გამოასწრო სიკვდილს და სნაიპერმა იმსხვერპლა. ორშაბათი დღე იყო, 27 ოქტომბერი. ჩემი საშინელი წინათგრძნობა, რომელიც გიას ომში წასვლამდე მქონდა, გამართლდა_მისი ცხედარი მომისვენეს მისმა მეგობრებმა. მე ზუსტად ვიცოდი, რომ გია არ იყო ის ადამიანი, რომ თავი დაეზოგა, ვიცოდი, რომ თანამებრძოლების, სამშობლოს გამო ბოლომდე დაიხარჯებოდა,ამიტომ ვევედრებოდი, არ წასულიყო. ჩემი პატარა გოგონა, 7 წლის ცირა, კარებში გაწვა და არ უშვებდა მამას, მაგრამ ის მაინც წავიდა...

მისი თანამებრძოლები იხსენებდნენ, რომ როგორც კი ოდნავ სიმშვიდე დაისადგურებდა ხოლმე საბრძოლო მოქმედებების დროს, წაიღიღინებდა, წაიმღერებდა თავის დაწერილ სიმღერებს, მერე ამოიღებდა გულის ჯიბიდან ჩვენი შვილების_ ვახტანგის და ცირას ფოტოებს და ამბობდა:“ნუ გეშინიათ, შვილებო, მამათქვენი კარგად არის. მალე ჩამოვალ!’’

გია თავად წერდა სიმღერებს და თავადვე ასრულებდა. თითქოს, სიმღერით დაიბადა და სიმღერით გარდაიცვალა... გიაზე საუბარი ძალიან ძნელია 30 წლის შემდეგაც კი... დღესაც ისე მიყვარს, როგორც მაშინ, პირველად!...გიას უკანასკნელ წერილს, როგორც ჩემთვის ყველაზე ძვირფას რელიქვიას, დღემდე გულით ვატარებ...

გიას შემდეგ, ჩვენთვის, დრო გაჩერდა. ყველა საათი ერთ საათს, მისი გარდაცვალების დროს აჩვენებდა. ყველა მნიშვნელოვან ამბავს, რაც არ უნდა მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში, მე და ჩემი შვილები, გიას ვუყვებოდით მის საფლავზე. ჩემმა ვაჟმა, ვახტანგმა, თავისი ქორწილის დღეს, ჯერ გმირთა მემორიალთან მიიყვანა თავისი მეუღლე, სტუმრები, ყვავილებით შეამკო, პატივი მიაგო მამამისთან ერთად, სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს და მერე წავიდა სამხიარულოდ. ჩემმა შვილიშვილებმაც იციან, რომ ვაჟკაცი ბაბუა ყავდათ. მე 18 წელია, ემიგრაციაში ვარ. ასეთი გზა ავირჩიე, ‘’შრომით თერაპიას’’მივმართე. ველოდები ჩემს გიასთან შეხვედრას!.. მანამდე კი, ერთი, უდიდესი ნატვრა მაქვს_ ჩემ შვილიშვილებთან ერთად, ჩავიდე აფხაზეთში, ოჩამჩირეში და იმ ადგილზე ავაფრიალო საქართველოს დროშა, სადაც ჩემმა მეუღლემ უკანასკნელად შეხედა ჩვენი სამშობლოს ცას!..’’

გურამ (გია) სიხარულიძე, (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.06.2021
ბოლო რედაქტირება 06.02.2023
სულ რედაქტირებულია 8





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0