სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თეიმურაზ ძიძიგური 1954 -92 წწ გარდ. სოფ. შრომა სოხუმი დაბ. რუსთავი თეიმურაზ ძიძიგური 1954 -92 წწ გარდ. სოფ. შრომა სოხუმი დაბ. რუსთავი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ძიძიგური სია

რუსთავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

48       ბეჭდვა

თეიმურაზ ძიძიგური 1954 -92 წწ გარდ. სოფ. შრომა სოხუმი დაბ. რუსთავი

თეიმურაზ ძიძიგური ქიშვარდის ძე დაიბადა 12 აპრილი 1954 წელი რუსთავი გარდაიცვალა 03 ნოემბერი 1992 წელი სოფელი შრომა აფხაზეთი

სამხედრო აკადემია 101 ბატალიონი კაპიტანი

ღირსების ორდენი 00032 სიკვდილის შემდეგ 14 ივლისი 2013 წელი



    დაიბადა 1954 წლის 12 აპრილს. 1961 წელს შევიდა რუსთავის მე-16 საშუალო სკოლაში, 1971-ში კი დაამთავრა რუსთავის მე-18 საშ. სკოლა, რის შემდეგაც 1973 წლამდე მუშაობდა მეტალურგმშენში მუშად.

1973 წელს გახდა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი. დაამთავრა 1977 წელს. იყო სპორტის ოსტატობის კანღიღატი და საქართეელოს

პირველობის არაერთგზის პრიზიორი ფარიკაობაში.

1977-79 წლებში მსახურობდა ჯარში.

1980-83 წწ. მუშაობდა მეტალურგიულ ქარხანაში მუშად.

1983-91 წწ. პედაგოგად მუშაობს რუსთავის 22-ე, 26-ე სკოლებში და # 162-ე სპტს-ში.

1991 წელს მისი ინიციატივით დაიწყო რუსთავში გვარდიის ქვედანაყოფის ჩამოყალიბება. იყო ამ ბატალიონის შტაბის უფროსი, რუსთავ-გარდაბნის კომენდანტი.

ბოლო ხანს მუშაობდა თბილისის საარტილერიო სასწავლებელში უფროს მასწავლებლად, ჰქონდა მინიჭებული ეროვნული გვარღიის კაპიტნის წოდება.

დაიღუპა 1992 წლის 3 ნოემბერს აფხაზეთში, სოფელ შრომასთან.

ბრძოლაში მოულოდნელაღ ჩაბმულა, წასვლის წინ საბუთები დაუტოვებია მეგობრისთვის, რომელსაც ასაფეთქებელი მიუცია: „შეიძლება დაგჭირღესო“. მართლაც, თვითმხილველი ამბობს, რომ ჯერ ფეხში დაჭრილა და მაინც იბრძოდა, ბოლოს, როცა მტერი გარშემო შემორტყმია, თავი აუფეთქებია. მისი დამახინჯებული გვამი მხოლოდ 6 დღის შემდეგ იპოვეს ბუჩქებში და დაკრძალეს 19 ნოემბერს ქ. რუსთავში.

თემურ ძიძიგური სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.


  


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.06.2021
ბოლო რედაქტირება 17.11.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0