სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ირაკლი სამსონაშვილი 1977-93 წწ გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. ფოთი ირაკლი სამსონაშვილი 1977-93 წწ გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. ფოთი

1977-1993 წწ. გარდ. 16 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი სამსონაშვილი სია

ფოთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

ირაკლი სამსონაშვილი 1977-93 წწ გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. ფოთი

სამსონაშვილი ირაკლი ილიას ძე დაიბადა 19 ივნისი 1977 წელი ფოთი, ცხოვრობდა რუსთავში გარდაიცვალა 06 ივლისი 1993 წელი ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი

25 სადესანტო ქართველ შევარდენთა ბატალიონი რიგითი


ირაკლი სამსონაშვილი

დაიბადა 1977 წლის 19 ივლისს; რუსთავის მეოთხე საშუალო სკოლის 9 კლასის დასრულების შემდეგ, მშობლების დაუკითხავად გაიპარა აფხაზეთის ომში... დაიღუპა 1993 წლის 3 ივლისს, ლაბრაში.

ირაკლი სამსონაშვილი 15 წლის იყო...


გია ჭეიშვილი, აფხაზეთის ომის ვეტერანი _ ლაბრაში გავიცანი, პატარა, გამხდარი ბიჭი იყო, 15 წლის... იქ რომ დავინახე, გამიკვირდა_ბიჭო, ავტომატისხელაც არ ხარ, შენ აქ რა გინდა, წადი სახლში-მეთქი; რას ქვია, აქ რა მინდა, თქვენ თუ გიყვართ სამშობლო, მე არ მიყვარსო? _ გულმოსულმა მითხრა. უკონდახო ავტომატი მისცეს, მჭიდი ქამარში ჰქონდა ხოლმე გაჩრილი. სულ ვცდილობდით, რამენაირად, გამოგვეშვა საბრძოლო მოქმედებების ზონიდან, მაგრამ ვერაფერს გავხდით_ აქედან თუ გამიშვებთ, სხვა შენაერთში მივალ, სახლში მაინც არ დავბრუნდებიო... ვიცოდი, რომ მართლა ასე მოიქცეოდა, ამიტომ ვცდილობდით, ისეთ ადგილას მაინც ყოფილიყო, სადაც უშუალოდ სროლები არ მიმდინარეობდა. ‘’ყურშას’’ ვეძახდით, მოფერებით და თავადაც იცინოდა, არ სწყინდა... დაუზარელი ბავშვი იყო_ხან საჭმელს მოგვიტანდა, ხან წყალს_ იქ ჭა კი იყო, მაგრამ სავსე იყო მკვდარი ცხოველებით და ამიტომ დასალევი წყალი, საკვებთან ერთად, დაბლიდან ამოჰქონდათ ჩვენთვის ყველა მესამე დღეს...

... 1993 წლის 2 ივლისს, ტამიშში, რუსული დესანტის გადმოსხმის შემდეგ, ინტენსიური ბრძოლები მიდიოდა, რომელშიც, თითქმის, ყველა ქართული საბრძოლო შენაერთი იღებდა მონაწილეობას, ოღონდ, სხვადასხვა პოზიციციებზე. ჩვენი ბატალიონის,’’ ქართველ შევარდენთა ლეგიონის’’ ნაწილი, ოჩამჩირეში იდგა, ნაწილი კი _ზემო ლაბრაში; მე და ჩემი თანამებრძოლები ვიდექით ავტომაგისტრალზე, რომელიც ზემო ლაბრას ოჩამჩირესთან აკავშირებდა. ჩვენი დავალება იყო, აფხაზური მხარის საბრძოლო ტექნიკის ოჩამჩირისკენ გადაადგილება აღგვეკვეთა; ეს გზა დამინული ჰქონდათ ადგილ-ადგილ აფხაზებს, იყო საბრძოლო ტანკის აფეთქების შემთხვევაც; ირაკლის ვთხოვეთ, ჩვენგან მოშორებით ყოფილიყო, რომ მაქსიმალურად აგვეცილებინა მისთვის საფრთხე, თუმცა..

... ორი დღის ამოსული იყო ჩვენთან, სურსათის მანქანას ამოჰყვა. მძღოლს უთხრა, ავალ, ბიჭებს ვნახავ და მერე ისევ უკან გამოგყვებიო, მაგრამ დაიმალა და აღარ გაჰყვა უკან მანქანას; როცა გამოჩნდა, უკვე შებინდებული იყო და ვერსად გავუშვებდით. მესამე დღეს, მანქანის ამოსვლას ველოდებოდით, რომ ირაკლი გაგვეყოლ;ებინა, მაგრამ ამ დროს, ბრძოლებიც დაიწყო; ბრძოლით მოვიწევდით დაბლა; ინტენსიური სროლები მიმდინარეობდა და ყველანი დავწექით; ამ დროს, ვიღაცამ დაიძახა მეგრულად_’’ წიე’’, ირაკლის გაუხარდა, ქართველები არიანო, წამოდგა და ამ დროს მიუშვეს ავტომატის ჯერი... 1993 წლის 3 ივლისი იყო..

.. ოჩამჩირეში ჩავიყვანეთ მიცვალებული, იქიდან კი, ვერტმფრენით გადმოაფრინეს...

სულ წინ გარბოდა, დავეწეოდით, უკან დავაბრუნებდით, მაგრამ მაინც არ იშლიდა თავისას...პატარა ბიჭი იყო, მაგრამ უკვე დიდი ადამიანი, სამშობლოს სიყვარულით სავსე გულით!.. 15 წლის იყო.. 16 წელი უკვე მარადისობაში შეუსრულდა...


ირმა, ირაკლის და_ იკა (ასე ვეძახდი ირაკლის) ჩემზე ორი წლით უფროსი იყო; ძალიან თბილი ბავშვი იყო, აქტიური, სიცოცხლით სავსე. ძალიან მოსიყვარულე ყველას _ოჯახის წევრების, ნათესავების, მეგობრების, მეზობლების მიმართ; ლუკმას გამოიღებდა პირიდან და სხვას მისცემდა; თავად გაიხდიდა და სხვას ჩააცმევდა; თან ძალიან ცელქი იყო. ფეხბურთის თამაში უყვარდა და არსად რომ ტალახი არ ყოფილიყო, მაინც სადმე იპოვიდა და მოითხუპნებოდა. სწავლა მაინც და მაინც არ უყვარდა. 8 წლის იყო იკა, როცა მამამ მიგვატოვა და მარტო დედა, მისი მშობლები და ძმა გვზრდიდნენ. 9 კლასი რომ დაამთავრა, სკოლიდან გამოვიდა_ სამხედრო აკადემიაში უნდა ჩავაბაროო. ყველას გვახსოვს, 90-იანი წლები, მთელი სიმძიმე, რაც იმ წლებს ახლდა და ომი აფხაზეთში; 15 წლის სიცოცხლით სავსე ბიჭი, რომელიც ხედავდა, რომ სამშობლოს ეცილებოდნენ, მიიჩნევდა, რომ განსაცდელში მყოფი ქვეყნისთვის რაღაც თავადაც უნდა გაეკეთებინა; მამაც არ ედგა თავზე.. დედას ეგონა, თბილისში სწავლობდა, ის კი, ამ დროს, ომში გაპარულა.. 1993 წლის იანვარში წასულა, პერიოდულად ჩამოდიოდა სახლში,რუსთავში; ომზე ისტორიებს კი ყვებოდა, მაგრამ ბავშვურ ფანტაზიად მივიჩნევდით_ეჭვიც არ აგვიღია, რომ ნამდვილ ომში იყო. დედამ ბოლო წუთამდე არ იცოდა, რომ იკა აფხაზეთში წავიდა. სანამ დაიღუპებოდა, წინა დღეს, დედა თბილისში ჩამოვიდა, მივიდა ირაკლის სანახავად_ უთხრეს, პურზეა წასული, რომ მოვა, სახლში გამოვუშვებთო.. დაუმალეს, რომ ის ომში იყო... და მეორე დღეს, დედას მკვდარი შვილი მოუსვენეს. ეს ის ტკივილია, რომელზედაც ძალიან მიმძიმს ლაპარაკი... ფოტოს გადაღება არ უყვარდა, ამიტომაც მისი მხოლოდ ერთი ფოტო გვაქვს, 14 წლისაა ამ ფოტოზე_ესაა მისი ბოლო სურათი, სადაც ბავშვური, თბილის სახე აქვს, რომელიც ასე ძალიან მენატრება.. ირაკლი ძალიან მენატრება და სულ ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ახლა ჩემი ძმა, რომელიც 15 წლის ასაკში საქართველოს დასაცავად წავიდა ომში მაშინ, როცა მასზე ბევრად უფროსები სახლებში თბილად ისხდნენ... ჩემი ნატვრაა, სანამ თვალს სამუდამოდ დავხუჭავ, მოვესწრო ერთიან საქართველოს და ვიცოდე, რომ ირაკლის დაღვრილ სისხლს, მის შეწირულ სიცოცხლეს, ფუჭად არ ჩაუვლია!"

სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.06.2021
ბოლო რედაქტირება 28.08.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნინო ხმელიძე
ნინო ხმელიძე ბოლო რედაქტირება 25.08.2022
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0