სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ირაკლი (ჯამბულ) ურუმაშვილი 1960-93წწ დაკრგ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ქვეში ბოლნისი ირაკლი (ჯამბულ) ურუმაშვილი 1960-93წწ დაკრგ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ქვეში ბოლნისი ირაკლი (ჯამბულ) ურუმაშვილი 1960-93წწ დაკრგ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ქვეში ბოლნისი ირაკლი (ჯამბულ) ურუმაშვილი 1960-93წწ დაკრგ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ქვეში ბოლნისი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ურუმაშვილი სია

ბოლნისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

54       ბეჭდვა

ირაკლი (ჯამბულ) ურუმაშვილი 1960-93წწ დაკრგ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ქვეში ბოლნისი

ირაკლი (ჯამბულ) ურუმაშვილი დაბადებულია 24 აგვისტო 1960 წელი სოფელი ქვეში ბოლნისი, დაკარგულია 17 სექტემბერინ 1993 წელი აფაზეთი

    თვდაცვის სამინისტროს ბოლნისის ბატალიონი რიგითი ირაკლი ურუმაშვილი მამის შესახებ ბევრი რამ არ მახსოვს. მე სულ ხუთი წლის ვიყავი, როცა მამა წავიდა.

ის კი, როგორ წავიდა ცუდ სიზმრად დამრჩა დღემდე და დღესაც ველით მის დაბრუნებას.

    ჩვენს სოფელში, სადაც მამა დაიბადა და გაიზარდა მისი სახელობის მემორიალი გააკეთეს. მეამაყება, რომ გმირის შვილი ვარ.

მამას ბიოგრაფია ირაკლი (ჯამბული) ილოს ძე ურუმაშვილი დაიბადა 1960 წლის 24 აგვისტოს ბოლნისის რაიონის სოფელ ქვეშში,„ გლეხის ოჯახში.

    1967 წელს შევიდა სოფელ ქვეშის რვაწლიან სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1975 წელს. შემდგომ სწავლა განაგრძ ბოლნისის პირველ საშუალო სკოლაში და დაამთავრა სრული კურსი 1977 წელს. 1978 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში ორი წელი მსახურობდა ავღანეთში.

    1980 წელს მუშაობა  დრომში მძღოლად: 1991 წლის სექტემბერში წავიდა აფხაზეთის ომში, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში მოხალისედ. დაიკარგა უგზო-უკვლოდ. დარჩა მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.

შვილი სოფო ურუმაშვილი



შვილთან სოფიოსთან ერთად, ბოლო ფოტო მამიკოსთან 1990-იანი წლები

5) ირაკლი  (ჯამბული) ილოს ძე ურუმაშვილი დაიბადა 1960 წლის 25 აგვისტოს, ბოლნისის რაიონის სოფელ ქვეშში, გლეხის ოჯახში. 1967 წელს შევიდა სოფელის  რვაწლიან სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1975 წელს. შემდგომ სწავლა განაგრძო ბოლნისის პირველ საშუალო სკოლაში და დაამთავრა სრული კურსი 1977 წელს. 1978 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში ავღანეთში 2 წლით. 1980 წელს დაიწყო მუშაობა დისველის სამხედრო აეროდრომში. 1991 წლის სექტემბერში წავიდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათის გამართულ ომში  მოხალისედ. დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულის სტატუსი აქვს.  დარჩა მეუღლე და ერთი შვილი სოფიო.

 სოფიო ურუმაშვილის (შვილი) მოგონებები

    არ მინდა რომელიმე ქვეყანაში იყოს ობოლო ბავშვი. ეს ტკივილია, რომელიც არ შუშდება , დავიწყებას არ ეძლევა და ვერანაირი დრო ვერ გიმსუბუქებს. მამა, ისეთი ამინდია, ჩვენ რომ გვიყვარს. ყველა გოგოს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მამას, თუმცა მგონია, რომ ჩემთვის ყოველთვის ყველაზე საყვარელი და გამორჩეული ადამიანი იყო და ეს განსაკუთრებული სიყვარული, რომელსაც მის მიმართ ვგრძნობ, ყოველდღე ძლიერდება. კითხვაზე „დედა უფრო გიყვარს თუ მამა“, თუ ბავშვების უმეტესობის პასუხი ორივეა“, მე დაუფიქრებლად შემეძლო მეპასუხა „მამა!“

ამ ყველაფერს არ გავიხსენებდი, რომ არა ბევრჯერ მოსმენილი სიტყვები „საწყალი ბავშვები“. როცა პირველად გავიგე ეს ფრაზა, მაშინ გავიფიქრე, რომ ოდესმე ყველას ვეტყოდი , მე საწყალი არა, ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ირაკლი ურუმაშვილი მამაჩემია! მამა ყველასთვის სამაგალითო იყო და დღემდე ასეა, ყველა ვინც მას იცნობდა, დიდი სიყვარულით და ტკივილით იხსენებს, არ მეგულება ადამიანი რომელიც მასზე ცუდს იტყვის. დღეს, როცა მამიკოს დაკარგვიდან 24 წელი გავიდა, გადავწყვიტე, ყველასთვის მეთქვა ეს – „ნუ შეგეცოდებით, პირიქით, ჩემი აზრით, ჩემნაირი ბედნიერი გოგო ცოტაა! მერე რა, თუ მენატრება მამას კალთაში ჯდომა და მის ხუმრობებზე სიცილი, მერე რა, თუ არასდროს დამავიწყდება როგორ დავდიოდით ერთად მანქანით, როგორ მიყვებოდა მთელი გზა მისი ან ბაბუებისა და ბებიების ახალგაზრდობის ამბებს, როგორ მეშლებოდა ნერვები კითხვაზე „პატარა რომ იყავი, რამხელა იყავი“ და როგორ მიყვარდა მასთან ჩახუტებულს ძილი.

მე მაინც ბედნიერი ვარ, რადგან გავიცანი ჩემხელა ბიჭები, რომელთა  პატივისცემაც მაშინვე მოვიპოვე, როგორც კი ჩემი გვარი და მამას სახელი ვთქვი და ახლა მხოლოდ ამ პატივისცემის ღირსეულად შენარჩუნებაა ჩემი მოვალეობა !

ბედნიერი ვარ,  რადგან ვიცი,  რომ სხვა გოგოებზე მეტი მომეთხოვება,  მამაჩემი ხომ ირაკლი ურუმაშვილია!

ბედნიერი ვარ, რომ მამიკოს მაგალითზე ვისწავლე როგორი უნდა იყოს ნამდვილი კაცი, კარგი ქმარი და  საამაყო მამა.  ყველაზე მეტად იმიტომ ვარ ბედნიერი,  მე ჩემი საყვარელი მამის სახელზე ვზრდი ირაკლი ურუმაშვილს. ამით დავრწმუნდი,  ყველა მატერიალურ „სისულელეზე“ მაღლა  ადამიანობა  რომ დგას!


    როდესაც წვიმის მელოდია სასიამოვნო იყო, სახე ალმაცერ ტკბილი ღიმილით გინათდებოდა, თუმცა ბოლო დროს იმდენად სევდიანი და არაამქვეყნიური იყავი, რომ მე შენი შემოხედვისაც კი მეშინოდა, უბრალოდ, ჩუმად, სუნთქვაშეკრული ვიდექი შენს გვერდით მუდამ, საკუთარი გულისცემის ხმისაც 

მეშინოდა, მეშინოდა იმიტომ, რომ გარდაუვალ,  ძლიერ ცეცხლის სახმილს  ვგრძნობდი, რომელსაც, ალბათ, მთელი ძალით მოწვიმარი ცაც ვერ ჩამორეცხავდა. მაშინვე შენს მხრებზე დავიდე ბინა და  სუნთქვაში გეწილებოდი, ხომ შეიძლებოდა, რომ მალე, სულ მთლად უჟანგბადოდ დავრჩენილიყავ, შენ კი, როგორც ყოველთვის, გსიამოვნებდა ჩვენი ერთად ყოფნა, საუბარს -სიტყვების გარეშეც ვახერხებდით, შენ ისიც იცოდი, რომ ჩემს სხეულში შიში შემოიჭრა და სულს თავად უტკბესი ფსალმუნთა გალობაც კი ვერ მიმშვიდებდა, თვალს ხშირად ვარიდებდით ერთმანეთს და ამით საკუთარი შეგრძნებების დამალვას ვცდილობდით.

მე, დღეს უფრთოდ დარჩენილს, ამ ცოდვით სავსე დედამიწაზე, შენთვის ვერ ნათქვამ ყოველი სიტყვის მონად  ქცეულს, სიშორე ვერ და ვერ გადამიტანია, ჩემგან(ჩვენგან) ვერ და ვერ გამიშვიხარ, ვერ და ვერ ვეჩვევი იმ მარტოობას, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერაფრით ვერ შემივსებს და დამიფარავს. არასოდეს მსმენია ობოლ ბავშვებზე, არასოდეს მოუყოლია დედას მსგავსი კოშმარული ისტორია, რადგან მე მხოლოდ 5 წლის ვიყავი...და ვერასოდეს წარმომედგინა თავი უშენოდ... დედა დამიჯდა 12 წლის ასაკში და ამიხსნა, რომ აღარ დაგლოდებოდი. დედას ეგონა რომ მე მას ვუსმენდი, არადა, მე შენზე ვფიქრობდი... დიახ, მე იმ ბედნიერ ბავშვობაში ვარ, რომლიდანაც გამოსვლა ჯერ არც მიფიქრია!!!

ვიცი, შენ გესმის, მხედავ , გრძნობ !

იცი?  მე მხოლოდ ვგრძნობ!

14 დაკარგული ბოლნისელი მებრძოლის სია 1992-93 წლების აფხაზეთის ომში



ინფორმაცია მოგვაწოდა თამარ რეხვიაშვილმა დაბ. 1983წ. სოფ. რაჭისუბანი ბოლნისი


წიგნი "გელოდებიი" ავტორი ეთერ ჩუმაშვილი

გამოყენებულია მასალა "ერთიანი საქართველოსთვის" ავტორი დავით მჭედლიძე



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.06.2021
ბოლო რედაქტირება 11.10.2021
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0