სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნოდარ, თამაზ, ნუგზარ ხვინგია ძმები გარდ. სოფ. ფშაფი დაბ. სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი ნოდარ, თამაზ, ნუგზარ ხვინგია ძმები გარდ. სოფ. ფშაფი დაბ. სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი ნოდარ, თამაზ, ნუგზარ ხვინგია ძმები გარდ. სოფ. ფშაფი დაბ. სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი ნოდარ, თამაზ, ნუგზარ ხვინგია ძმები გარდ. სოფ. ფშაფი დაბ. სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ხვინგია სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

ნოდარ, თამაზ, ნუგზარ ხვინგია ძმები გარდ. სოფ. ფშაფი დაბ. სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი



ხვინგია ნოდარი ვალერიანის ძე-დაიბადა 1954 წლის 1 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფ. ფშაფში.  საშუალო ტექნიკური განათლება, უცოლ-შვილო.

აფხაზეთის ომის დროს მოხალისედ მსახურობდა 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონის პირად შემადგენლობაში, რიგით მებრძოლად. იყო თავდადებული მებრძოლი.

ხვინგია ემზარი ვალერიანის ძე- დაიბადა 1957 წლის 6 ივნისს, გულრიფშის რაიონის სოფ. დრანდაში. 36 წლის;



ხვინგია თამაზი ვალერიანის ძე- დაიბადა 1959 წლის 30 მაისს  გულრიფშის რაიონის სოფ. დრანდაში.

1993 წლის 27 სექტემბერს ხვინგია ნოდარი სოფ. ფშაფში აიყვანეს  აფხაზმა სეპარატისტებმა ძმებთან ემზარ და თამაზ ხვინგიებთან ერთად. იმავე დღეს დახვრტეს აფხაზმა სეპარატისტებმა.

ნუგზარ ხვინგია


ნოდარ ხვინგია  დასაფლავებულია სოფ. ფშაფში.

„ ჭიდილი მხეცებთან აფხაზეთი. დრანდა. ზემო-ფშაფი.  დოკუმენტური ნოველა ავტორი ნუიგზარ ქებურია

ნოდარ, თამაზ, ნუგზარ ხვინგია ძმები

     სოფლის ბოლოს, ზემო-ფშაფის საშუალო სკოლის შენობიდან, რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, ჩაის პლანტაციების მხარეს, გზის პირას, დიდი კოხტად ნაგები სახლი იდგა, სადაც ცხოვრობდნენ ძმები ხვინგიები, ნოდარი, თამაზი და ნუგზარი. ისინი ამ სოფელში დაიბადნენ და გაიზარდნენ. მეზობლებთან მუდამ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. დადიოდნენ წელგამართული, იმიტომ, რომ მათ შეეძლოთ ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, სომხებისთვის და ყველასთვის, პირდაპირ შეეხედათ თვალებში, მშრომელი კაცის ოჯახში დაბადებულებს პატიოსნებისთვის არასოდეს უღალატნიათ. ამიტომ არ ჩქარობდნენ ალბათ,  სოფლიდან გასვლას, სხვა რა უნდა იფიქროს კაცმა, როცა არავინ არაფერი იცის მათზე...

ღამის თორმეტი საათი იქნებოდა, როცა ადგილობრივი სომხური ეროვნების ბოევიკებისგან შემდგარი ბანდიტური დაჯგუფება აფხაზური დროშით მიადგა ხვინგიების ჭიშკარს. ჯერ მათი კუთვნილი კამაზი გაიყვანეს ეზოდან, სახლს ბენზინი მოასხეს, შემდეგ ორმოცი-ორმოცდაათი მეტრიდან ცეცხლგამჩენი ტყვიები დაუშინეს ხვინგიების ტანჯვა-წამებით ნაგებ ულამაზეს  საცხოვრებელ სახლს... გამშრალ სახურავს ლაწალუწი გაჰქონდა, სახლი ცეცხლის ალში ეხვეოდა...

       - გავიდეთ აქედან, სწრაფად! - შეუძახა ნოდარ ხვინგიამ ძმებს, როგორც კი მათი კამაზი სომხებმა გაიყვანეს ეზოდან და გაუჩინარდნენ...

       უფროს ძმას, ნოდარს მხოლოდ ტანისამოსზე ეკიდა ცეცხლი, თამაზს კი სხეულზედაც მისდებოდა. ბიჭებმა სწრაფად შემოახიეს შუათანა ძმას ცეცხლწაკიდებული ზედა მოსასხამი, სხვა ტანსაცმელი გადაუგდეს და ოთახიდან გავარდნენ...

       ძმები რამდენიმე დღე ჩაის პლანტაციებში იმალებოდნენ... სოფლიდან შეუმჩნევლად გასვლა შეუძლებელი იყო. ქართველთა სიძულვილით დაგეშილი სომეხი ეროვნების ბოევიკები ყველგან დაძრწოდნენ. ვინც ვერ მოასწრო სოფლიდან გასვლა, საკუთარ სახლებში აწამებდნენ და ხოცავდნენ...  დადიოდნენ სოფელ-სოფელ, ჯერ საგულდაგულოდ ძარცვავდნენ, ქართველ მშვიდობიან მოსახლეობას, მერე ბენზინს ასხამდნენ და წვავდნენ მათ სახლებს...   


სურათზე: მარცხნიდან, ნუგზარ ხვინგია, მანანა ხვინგია, ნოდარ ხვინგია და თამაზ ხვინგია.

                                                                                                   

            რამდენიმე დღის შემდეგ ადგილობრივ სომეხთა კარგად შეიარაღებული ჯგუფი ავტომატებისა და ხელყუმბარების ჟღარუნით  ისევ მიადგა ხვინგიების გადამწვარ სახლ-კარს, ამჟამად, დამწვარი სახლის გვერდით მდგარ პატარა ოდა-სახლის კართან შეჩერდნენ. სადაც, სავარაუდოდ ძმები ათევდნენ ღამეს, მაგრამ კერი გარედან ჩაბოქლომებული დახვდათ.

       - ვახ, ჯანუმ! გარედანაა ჩაკეტილი!.. - გაკვირვებით იყვირა ერთმა შუახნის სომეხმა , როცა შეამჩნია შენობის კარები გარედან იყო გადარაზული. მან სწრაფად შეანგრია  კარი და პატარა ოდა-სახლის სამზარეულოში შეიჭრა. სადაც მან გარკვევით დაინახა მისკენ გამოქანებული ადამიანის მუშტი. სულ რამდენიმე წუთში მოხდა ყველაფერი. შენობის ორივე მხრიდან შემოსული სომეხი მძარცველების მცირე ჯგუფი ნოდარ ხვინგიამ და მისმა ორმა ძმამ, შუათანა თამაზ ხვინგიამ და უმცროსმა ნუგზარმა  კარგად ნაცნობი, სომეხი მძარცველები, მეზობელი სოფლიდან, უმსხვერპლოდ განაიარაღეს. მათ სწრაფად შეუკრეს ხელფეხი, ერთი მათგანი კარის სახელურზე მიაბეს და გასაქცევად მოემზადნენ...

       - ჩქარა! მათი იარაღები აიღეთ და ჩაის პლანტაციებისკენ გავიქცეთ - იღრიალა უფროსი ძმის ვაჟკაცურმა ხმამ, მაგრამ...

       მოულოდნელად  სკოლის შენობის მხრიდან მათი რამდენიმე დღის წინ სომხების მიერ წაყვანილი კამაზი გუგუნით მიუახლოვდა ხვინგიების გადამწვარ სახლს და სანამ დაბნეული და შიშით ატანილი ბიჭები რამეს მოიფიქრებდნენ, შემონგრეულ კართან, სომეხი ეროვნების ბანდიტური დაჯგუფების ბოევიკები ძეგლივით აღიმართნენ. ნოდარ ხვინგია ფანჯარასთან იდგა და  დევნილი ნადირივით გამწარებული ზვერავდა ავაზაკთა ჯგუფის წევრებს, ბევრი მათგანი ნაცნობი აღმოჩნდა, მაგრამ კარგად იცოდა, რომ სომეხი ყველგან და ყოველთვის სომეხია და ძმებმა გაქცევას შებრძოლება ამჯობინეს...

      მეორე დღეს, დილით ხვინგიების სიძემ, უფროსი დის ქმარმა ქიშვარდიმ, რომელიც ასევე ჩარჩენილი იყო საომარი მოქმედების ზონაში, დრანდიდან ამოიყვანა ნაცნობი აფხაზი მებრძოლი და სომხებმა, როგორც იქნა, ნება დართეს მათ მიერ დახოცილი ძმები, ხვინგიები, მეზობლებს დაემარხათ...



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.06.2021
ბოლო რედაქტირება 28.12.2021
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0