სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10669

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ირაკლი ჩანტლაძე 1968-92წწ. გარდ. სოფ. აძიუჟბა ოჩამჩირე დაბ. სოხუმი აფხაზეთი ირაკლი ჩანტლაძე 1968-92წწ. გარდ. სოფ. აძიუჟბა ოჩამჩირე დაბ. სოხუმი აფხაზეთი ირაკლი ჩანტლაძე 1968-92წწ. გარდ. სოფ. აძიუჟბა ოჩამჩირე დაბ. სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჩანტლაძე სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

ირაკლი ჩანტლაძე 1968-92წწ. გარდ. სოფ. აძიუჟბა ოჩამჩირე დაბ. სოხუმი აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ირაკლი  ჯემალის  ძე  ჩანტლაძე  დაიბადა  1968 წლის  23  აპრილს.

აფხაზეთში  მიმდინარე   საომარი  მოქმედებების  დროს, ირაკლი  ჩანტლაძე  1992  წლის  25 სექტემბრიდან  ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს   მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზირებული   ბრიგადის  ტანკსაწინააღმდეგო  დივიზიონის  ბატარეის   I  ტანკსაწინააღმდეგო  ოცეულის  ზერიგითად.

  1992  წლის  25  დეკემბერს   ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  აძიუბჟასთან ,პოზიციური  ბრძოლის  დროს, ირაკლი   სასიკვდილოდ  დაიჭრა. პოზიციიდან  გამოიყვანა  ბატალიონის  უფროსმა  მ. კორძაიამ.

   საქართვრლოს   პრეზიდენტის  გაკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავდადებისათვის,ირაკლი  ჩანტლაძე , სიკვდილის  შემდეგ , დაჯილდოვდა  მედლით  „მხედრული  მამაცობისთვის“.

    ოჩამჩირესთან ქართული მიწას ერთიანობას შესწირა თ.ეი ირაკლი ჯემალის ძე ჩანტლაძემ, რომლის სიკვდილი დიდი ტრაგედია გახდა მეგობრებისთვის. იგი ჩვეულებრივი სოხუმელი ბიჭი იყო, მასაც სხვასავით უყვარდა სიცოცხლე, ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა.


    დაიბადა 1968 წლის 23 აპრალს. დაამთავრა ქ. სოხუმის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მე-11 საშუალო სკოლა. 1985 წლიდან 1988 წლამდე იმსახურა

გერმანიაში, ხოლო დაბრუნების შემდეგ ჩააბარა სუბტროპიკულ ინსტიტუტში, რომელიც წელს უნდა დაემთავრებინა, მაგრამ დაიწყო ომი. ირაკლის არცერთი წუთი არ უყოყმანია აეღო თუ არა ხელში იარაღი. ის შენაერთ „თეთრი არწივის“ წევრი იყო და, ამასთანავე, ბოლო მომენტამდე მუშაობდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსთან არსებული უშიშროების კომიტეტის კონტრდაზვერვის თანამშრომლად.

    ოჩამჩირესთან, 25 დეკემბერს პოზიციებზე გასვლის დროს დაიღუპა.

მხოლოდ 24 წელი იცოცხლა. ოჯახის შექმას, ქართულ ოჯახზე, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სოხუმელი ბიჭი წავიდა ჩვენგან, წავიდა როგორც გმირი. ყველა, ვინც კი ირაკლის იცნობდა, ყოველთვის თვალცრემლიანი, მაგრამ ღიმილით მოიგონებს მას, ხოლო პატარა გიორგის  ირაკლის დისშვილს, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა, ალბათ, ყოველთვის მოუყვებიან ბიძამისის გმირობის ამბავს.

ირაკლი ჩანტლაძე სიკვდილის შემდეგ ღაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“!




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.06.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 10.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0