სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ბორის გორონოვი 1966-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. ქ. ოდესა უკრაინა ბორის გორონოვი 1966-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. ქ. ოდესა უკრაინა

1966-1993 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გორონოვი სია

უკრაინა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

110       ბეჭდვა

ბორის გორონოვი 1966-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. ქ. ოდესა უკრაინა

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ბორის  იურას  ძე  გორონოვი  წარმოშობით  ოდესელი  იყო.დაიბადა  1966  წლის  1  ოქტომბერს  ქალაქ  ოდესაში.


 11   წლის  ასაკში  მშობლები  დაეღუპა.  ობოლი  ბიჭის  გაზრდა  სოხუმში  მცხოვრებმა  მამიდამ  იკისრა. სწავლა-განათლებაც  სოხუმში  მიიღო.  ოჯახიც  სოხუმში  შექმნა.   მამიდამ  ქართველებისა  და  აფხაზების  სიყვარულით  გაზარდა. სოხუმში  უამრავი  ახლობელი  და  მეგობარი  ჰყავდა.  განსაკუთრებული  მეგობრობა   აკავშირებდა  ბესიკ  აბულაძესა  და  მამუკა  ციკოლიასთან. ბორისი  უბრალო , ალალმართალი,უღალატო,მოსიყვარულე,მართლაც  რომ  შესანიშნავი  ადამიანი  იყო. როგორც  კი  ომი  დაიწყო,ქალაქის  სადარაჯოზე  ქართველი  ბიჭების  გვერდით  დადგა. ირიცხებოდა    საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის   239-ე  საზენიტო-საარტილერიო  დივიზიონის  შემადგენლობაში.

  ბორის  გორონოვი  და  ბესიკ  აბულაძე  1993  წლის  22 სექტემბერს  სოხუმში, ტრაპშის  ქუჩაზე  მიმდინარე  ბრძოლის  დროს  დაიღუპნენ.

  ბორისს  დარჩა   მეუღლე  და  ორი  შვილი,ქალ-ვაჟს  დედა  რუსეთში ზრდის  და  საქართველოს  სიყვარულს  ასწავლის.

  შვილები  სოხუმში  ჩამოსვლასა  და  მამის საფლავის   ნახვაზე  ოცნებობენ.

  საქართველოს   პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  ბორის  გორონოვი  სიკვდილის  შემდეგ,დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის   III   ხარისხის ორდენით.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.06.2021
ბოლო რედაქტირება 04.08.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 08.09.2021
სულ რედაქტირებულია 1