სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10725

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გოდერძი გვრიტიშვილი 1964-93წწ გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. მანგლისი თეთრიწყარო გოდერძი გვრიტიშვილი 1964-93წწ გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. მანგლისი თეთრიწყარო

1964-1993 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გვრიტიშვილი სია

თეთრი წყარო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

77       ბეჭდვა

გოდერძი გვრიტიშვილი 1964-93წწ გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. მანგლისი თეთრიწყარო

გოდერძი გვრიტიშვილი 1964-93წწ გარდაიცვალა 14 იანვარი 1993 წელი სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი დაიბადა 19 აპრილი 1964 წელი მანგლისი თეთრიწყარო 


გოდერძი შაქროს ძე გვრიტიშვალა დაიბადა 1964 წელს თეთრიწყაროს

რაიონის სოფელ შეხვეტილაში.

1971 წელს შევიდა დაბა მანგლისის # I საშუალო სკოლაში, დაამთავრა8 კლასი. 1979 წელს ჩაირიცხა თბილისის ლესელიძის სახელობის საშუალო სამხედრო სკოლაში, რომელიც 1980 წელს დაამთავრა წარჩინებით. 1986 წელს,დაამთავრა თბილისის უმაღლესი სამხედრო საარტილერიო სასწავლებელი. განაწილებული იყო სამსახურად უკრაინის ქალაქ კოველში და ლეიტენანტის წოდებით დაინიშნა ოცეულის მეთაურად.

1989 წელს მიენიჭა კაპიტნის წოდება და დაინიშნა დივიზიონის უფროსად.

1991 წელს მიენიჭა მაიორის წოდება და დაინიშნა საარტილერიო პოლკის შტაბის უფროსად.

1992 წელს საქართველოში მიმდინარე ეროვნულ მოძრაობასთან დაკავშირებით საკუთარი თხოვნით განთავისუფლდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ამავე წლის 3 ოქტომბრიდან დაინიშნა ახალგაზრდა მებრძოლი კადრების მომზადების სასწავლო ცენტრის უფროსად თბილისის ზღვაზე,

1992 წლის 8 ნოემბრიდან დაინიშნა სწრაფი რეაგირების კორპუსის # 1 ბრიგადის შტაბის უფროსად, პარალელურად ასრულებდა ოპერატიული განყოფილების უფროსის მოვალეობას ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით.

1993 წლის 13 იანვარს დილის 6 საათზე აფხახეთში სოფელ აგუძერაში ალყაში მოქცეული ბატალიონის ღასახმარებლად ესკადრილიის მეთაურთან ბაქარ მაგამედოვთან ერთად იგი აფრინდა შვეულმფრენით ცაში, რომელმაც 2 საბრძოლო შეტევის განხორციელების შემდეგ ტყვია-წამლი" უკმარისობის გამოგეზი აიღო ჩვენი პოზიციებისკენ,გოდერძი გვრიტიშვილი და ბაქარ მაგამედოვი დაიღუპნენ.

1994 წელს მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I  ხარისხის ორდენი.


დაკრძალულია მანგლისის საკათედრო ტაძრის ეზოში


13 იანვარს ფოქვეშთან და არადუსთან მოხდა შეტაკებები. მოწინაარმდეგემ 2 – 2 კაცი დაკარგა.

14 იანვარს მტერმა ზემო კინდრის მიმართულებით ფართომაშტაბიანი იერიში განახორციელა. ბრძოლაში ჩვენი მი – 24 ტიპის ვერთფრენიც ჩაერთო, რომელიც რუსმა მებრძოლმა ვიქტორ სტროიმ ჩამოაგდო. დაიღუპა ორივე პილოტი (აბაქარ მაგომედოვი და გოდერძი გვრიტიშვილი). ამ „დამსახურებისთვის“ ვ. სტროის აფხაზეთის უმარლესი ჯილდო – გმირის წოდება მიანიჭეს. აგვიფეთქეს ასევე ტანკი და ბმპ–ე. ტყვედ აიყვანეს ჩვენი რამდენიმე მებრძოლი. მძიმე დანაკერგების მიუხედავად, სოფლის შენარჩუნება მაინც მოხერხდა. აფსუები ოთხ დაღუპულზე საუბრობენ, თუმცა რეალურად 2–3 ჯერ მეტი დანაკარგი უნდა განეცადათ.

15 იანვარს მოწინააღმდეგის მორიგი სამიზნე სოფელი კვიტოლი გახდა. ჩვენი 25 კაციანი შეაერთი (მერხეულის ბატალიონი) მტერმა ალყაში მოაქცია. გმირული წინაარმდეგობა 7–8 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლო საათებში შინაგანი ჯარის ნაწილებმა მტერს ერთ–ერთი ფლანგიდან დაარტყეს და ამან ალყაში მოქცეულებს, თავის დაღწევის საშვალება მისცა. მერხეულის ბატალიონმა 12 კაცი დაკარგა (ვახტანგ ნარსავიძე (საკუთარ შვილს გადაეფარა და მის ხელში დალია სული), ელვანდი კვიციანი, ტელმან კვიციანი (ალყიდან გამოაღწია, მაგრამ მძიმედ იყო დაჭრილი და მალევე გარდაიცვალა), სერგეი ვერელჯიანი, ლერი პირველი (უგზო–უკვლოდ დაიკარგა), ოლეგ ხერგიანი (ტყვედ აიყვანეს და სასტიკად აწამეს)................???). შინაგანი ჯარებიდან ორი მებრძოლი – კახა ახობაძე და მამუკა თაბუკაშვილი დაიღუპნენ. მტერმა ათობით მებრძოლი დაკარგა (ჩვენი მხარე 60 კაცზე საუბრობს. აფსუები საერთოდ არ ახსენებენ დანაკარგებს).

იმავე დღეს კვიტოლიდან 2–3 კილომეტრის მოშორებით, სოხუმის ბატალიონის ოცეულის მებრძოლებსაც მოუწიათ ბრძოლაში ჩართვა. ცოცხალი არავინ გადარჩენილა, ყველა მათგანი დაიღუპა (დეტალები სამწუხაროდ უცნობია ჩემთვის).

იმავე რიცხვში ქვემო ეშერაში, მტრის ძალებმა მძიმე ტექნიკის კონცენტრაცია მოახდინეს და სოხუმის მიმართულებით ინტენსიური საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. დაიჭრა ჩვენი ერთ მებრძოლი. საპასუხო ცეცხლის შედეგად, სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით (ჩვენი გენშტაბის ინფორმაციით) მოწინააღმდეგემ 15 კაცი დაკარგა.

ამ ორ კვირიანი ბრძოლების შედეგად მტრის დანაკარგმა 80 –100 კაცი შეადგინა (20 კაცამდე ტყვედ ჩავარდა). ჩვენი დანაკარგი 60 – 70 კაცი უნდა ყოფილიყო (10 კაცამდე ტყვეობაში აღმოჩნდა). ამ მონაცემებს არ ვათვლი სოხუმის შტურმის დროს განცდილ დანაკარგებს (ამაზე ცალკე მაქვს დაწერილი. აფსუებმა 37 კაცი დაკარგეს, ჩვენ – 4).

მძიმე დანაკარგების მიუხედავად, ოჩამჩირის რაიონში პოზიციურად ბევრი არც არაფერი დაგვიკარგავს. მოწინააღმდეგემ მხოლოდ მცირედით გაიმჯობესა არსებული მდგომარეობა.

დაღუპული მებრძოლები:

ე. ავალიანი (1.01 – გუმისთა), ბ. ფანცულაია (2.01 – კოჩარა), კ. ახობაძე (15.01 – კვიტოლი)

ე. ნადარეიშვილი (6.01 – გუმისთა), ა. მაგომედოვი (14.01 – ზ.კინდღი), გ. ბუჩხრიკიძე (2.01 – კოჩარა)

წყარო ლაშა სირანაშვილი

ინფორმაციის მოძიებაში მოგვეხმარა ბატონი ირაკლი ბადუაშვილი





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.06.2021
ბოლო რედაქტირება 10.07.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0