სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ანგული გათიკოევი 1957-16/12/92 წწ გარდ. 35 წლის, სოფ. ლაბრა ოჩამჩირე ავაზა დაბ. რუსთავი ანგული გათიკოევი 1957-16/12/92 წწ გარდ. 35 წლის, სოფ. ლაბრა ოჩამჩირე ავაზა დაბ. რუსთავი

1957-1992 წწ. გარდ. 35 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გათიკოევი სია

რუსთავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

49       ბეჭდვა

ანგული გათიკოევი 1957-16/12/92 წწ გარდ. 35 წლის, სოფ. ლაბრა ოჩამჩირე ავაზა დაბ. რუსთავი

ანგული გათიკოევი იოსების ძე დაიბადა 04 მაისი 1957 წელი რუსთავი გარდაიცვალა 26 დეკემბერი 1992 წელი სოფელი ლაბრა ოჩამჩირე


გატიკოევი?

ბატალიონი ავაზა

ფოტო გადაღებული რუსთავის კომისარიატში

ანგული (გია) გათიკოევი, დაბადებული 1957 წლის 4 მაისს, ზნაურის რაიონის სოფელ ხუნდისუბანში, ეროვნებით ოსი, განათლება საშუალო – პროფესიული, ცოლშვილიანი.

გია მშობლებმა საცხოვრებლად გადაიყვანეს ქ. რუსთავში.

1964 წელს შევიდა რუსთავის # 17 საშუალო სკოლაში, 1972 წელს სწავლა გააგრძელა მე-16 პროფსასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქარხანა „550-ში“, შემდეგ გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, რომლის მოხდის შემდეგ ისევ ქარხანას დაუბრუნდა.

1992 წლის 10 ოქტომბერს გია მოხალისედ შევიდა ეროვნული გვარდიის ავაზას“ ბატალიონში. ის თავის თანამებრძოლებთან ერთად აფხაზეთში წავიდა სამშობლოს დასაცავად. 16 დეკემბერს გია დაზვერვაზე იყო ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრასთან, სადაც იგი მტრის ალყაში მოექცა- თვითმხილველი მეომრები ამბობენ: გიამ ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი არჩია, ხელყუმბარით

თავი აიფეთქა და იქვე ახლოს მყოფი მოალყენიც თან გაიყოლაო.

გმირულად წავიდა გია ამ ქვეყნიდან, ვაჟკაცურად მოიხადა ვალი ქვეყნის წინაშე, სახლში კი ატირებული მეუღლე, მშობლები, ძმა და 13 წლის ინგა დატოვა.

დასაფლავებულია "ქ. რუსთავში.

ანგული იოსების ძე გათიკოევი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით მხედრული მამაცობისათვის“.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.06.2021
ბოლო რედაქტირება 23.04.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0