სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10638

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
კობა ვარდენის ძე ხვედელიძე 1971-92 დაბ. სოფ. აწყური ახალციხე კობა ვარდენის ძე ხვედელიძე 1971-92 დაბ. სოფ. აწყური ახალციხე

1971-1992 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ხვედელიძე სია

ახალციხე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

29       ბეჭდვა

კობა ვარდენის ძე ხვედელიძე 1971-92 დაბ. სოფ. აწყური ახალციხე

კობა ვარდენის ძე ხვედელიძე 1971-92 დაბ. ახალციხე


 


კობა ვარდენის ძე ხვედელიძე დაიბადა 1971 წლის 11 იანავარს გორში. 

გაიზარდა ახალციხის რაიონის სოფ. აწყურში.


მამა-ვარდენ გრიგოლის ძე ხვედელიძე პროფესიით აგრონომია, დედა მარიამ ალექსის ასული გელაშვილი გეოგრაფია-ბიოლოგიის მასწავლებელია.

1987 წელს დაამთავრა აწყურის საშუალო სკოლა და იმავე წელს შევიდა ახალციხის სამედიცინო სასწავლებელში. აღნიშნული სასწავლებელი ასევე სანიმუშოდ დაამთავრა 1989 წელს. მისი ოცნება, რომ ესწავლა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, ოცნებადვე დარჩა, – მაშინვე გაიწვიეს საბჭოთა ჯარში, მსახურობდა ლენინგრადის სამხედრო ოლქში ბატალიონის ფერშლად. სერჟანტის ჩინით. ჯარიდან დაბრუნდა 1991 წლის გაზაფხულზე. მუშაობა დაიწყო ეროვნული გვარდიის ახალციხის მე-9 ბატალიონში. (ბატალიონის უფროსი გივი ფარადაშვილი). მუშაობდა ბატალიონის ფერშლად ზემდეგის ჩინით.

აღნიშნულ ბატალიონში მსახურობდა ოთხი თვე. ამ პერიოდში მოუხდა ყოფნა რკონის ტყეში, შემდეგ კი შავნაბადაზე.

1991 წლის სექტემბერში მშობლების რჩევით შევიდა თბილისის ახალგაზრდა მეცნიერთა დამოუკიდებელ ინსტიტუტში – მცირე აკაღემიაში. სწავლობდა ვაჭრობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სპეციალობაზე. მშობლებმა არ ვიცოდით, ისე შესულა ისევ ეროვნულ გვარდიაში. მუშაობდა თბილისის 28-ე ბატალიონში (ბატალიონის უფროსი გელა რუსიშვილი) – ფერშალ-ფარმაცევტის თანამდებობაზე. დღე მუშაობდა, საღამოს სწავლობდა, – ორივეს ასწრებდა, ორივეგან სანიმუშო და მისაბაძი იყო. მე – მისი დედა თბილისიღან ფრთებშესხმული ვბრუნდებოდი ხოლმე, რადგან, როცა ინსტიტუტში მივიდოდი, მეუბნებოდნენ: ასეთი ზრდილი, განათლებული, კეთილი და ინტერესიანი სტუდენტი არ გვყავსო და გვარდიაში მისმა უფროსმა გვითხრა – კობასნაირი კარგი ახალგაზრდა არ მყოლია ღა, ალბათ, არც არასოდეს მეყოლება, ასეთები იშვიათად იბადებიანო.

თავდავიწყებით უყვარდა საქართველო და ოპტიმიზმით იყო გამსჭვალული მისი მომავლისადმი. „ნუ გეშინა, დედა, რაც საქართველოში ხდება, ყველაფერი დროებითია. სულ მალე საქართველოსნაირი ქვეყანა ევროპაში არ იქნებაო“, მაიმედებდა. უაღრესად მომთხოვნი იყო თავის თავისადმი, მოკრძალებული სხვებისადმი. ტყვიის ცეცხლიდან გამოჰყავდა დაჭრილები და დალუპულები, სამაჩაბლოში. თვითონაც ბეწვზე გადარჩა მაშინ. შუბლზე გვერდიდან გაპკრა ტყვიამ. ოთხი ნაკერი ჰქონდა. მე კი დამიმალა – არ ინერვიულოსო. რკინის მაგიდის კუთხეს ჩამოვკარიო, მითხრა. ისევ შენახული მაქვს ტყვიით გაგლეჯილი მისი ფეხსაცმელი. ექიმის დონეზე ასრულებდა სამედიცინო დახმარებას, გარეგან ოპერაციებსაც კი. ეამაყებოდა სხვებს“ რომ ეხმარებოდა.

გვარდიაში რომ ვარ, მაშინ ვგრძნობ, რომ რაღაცას წარმოვადგენ, ვირომ მუშაობდა, პრაქტიკას ვღებულობო, ამბოდა: ათი ინსტიტუტი რომ დავამთავრო, ბოლოს მაინც სამედიცინო ინსტიტუტი უნდა დავამთავროო, ექიმობაზე ოცნებობდა. სავაჭრო ეკონომიკურზე მშობლების ხათრით შევიდა, მმახყული "მაინც. კარგად სწავლობდა: პატარაობიდანვე შეყვარებული: იყო: წივნებზელსედ იცნობდა მსოფლიოს კლასიკოსთა ნაწარმოებებს, ქართულ ლიტერატურას და საქართველოს ისტორიას. ყველა დარგში ერკვეოდა, ყველაფერი აინტერესებდა, ვერაფერში ჩაჭრიდი. საიღან იცი ამდენი რამეო, ეტყოღნენ ხოლმე.

    კობა იყო ჩვენი ოჯახის ბურჯიც, ჩვენი კერპი, ყველა ჩვენგანის დამრიგებელი, უაღრესად მოსიყვარულე, დამხმარე, იმედი და ნუგეში, ოჯახში ყველა საქმის ინიციატორი ღა უშუალო მონაწილე. მეტყოდა-ხოლმე; ოღონდ საშუალო დაამთავრებინე ჩემს ძმებს, მერე მე მივხედავ, მე დავაყენებ ცხოვრების გზაზეო.

    თავისი ჭკუა-გონებით, ჰუმანურობით, თავშდაბლობითა ღა კაცთმოყვარეობით, უცბად პოულობდა ყველასთან საერთო ენას, ამიტომ ყველას გამორჩევით უყვარდა სკოლაში, ტექნიკუმში, ჯარში, გვარდიაში, ინსტიტუტში და ნათესავებში. ყველგან გამოირჩეოდა თავისი ნაღდი და უხინჯო ურთიერთობით.

    ყველას სასურველი სტუმარი იყო, რადგან ყველასთან სიყვარულსა და სიკეთეს თესდა.

ყველგან რჩეული და საამაყო ჩემი შვილი სიკვდილმაც გამოარჩია. ტყვიის ცეცხლში გამოვლილი. 1992 წლის 1! მაისს საგანგებო დავალებით მიმავალი ჯავშან-ტრანსპორტიორი გზაზე გადაიჩეხა. ცხრა გვარდიელიდან ორი დაიღუპა – აწყურელი კობა ხვედელიძე და თბილისელი გელა ლიჩელი.

თითქოს წამიერად გაიელვა კობას 21 წლის სიცოცხლემ. მე მაინც ვამაყობ იმით, რომ ჩემი მკვდარი შვილი ბევრ ცოცხალს სჯობია, რომ სამშობლოს შეწირული მისი ლამაზი სიცოცხლე ლამპრად ენთებათ მის ძმებს ცხოვრების გზაზე, და რომ მის სახელსა ღა გვარს დავიწყება არ უწერია, რადგან მას ატარებს მისი მშობლიური აწყურის საშუალო სკოლა.

მარია გელაშვილი

კობა ხვედელიძის დედა



ინფორმაცია მოგვაწოდადავით ფეიქრიშვილი დ.1966წ. ვეტარანთა დეპარტამენტი დ. ახალციხე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.06.2021
ბოლო რედაქტირება 05.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 02.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0