სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გუნტერ გულედანი 1942-93წწ. გარდ. კამანი აფხაზეთი დაბ. მესტია სვანეთი გუნტერ გულედანი 1942-93წწ. გარდ. კამანი აფხაზეთი დაბ. მესტია სვანეთი

1942-1993 წწ. გარდ. 51 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გულედანი სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

გუნტერ გულედანი 1942-93წწ. გარდ. კამანი აფხაზეთი დაბ. მესტია სვანეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

გუნტერ  გულედანი  დაიბადა  მესტიაში  1942  წლის 5  იანვარს,


სამხედრო-სავალდებულო  სამსახური  მოიხადა  მოლდოვეთში. 80-იან  წლებში  ოჯახთან  ერთად  საცხოვრებლად  გადავიდა  სოხუმის  რაიონის  სოფელ  კომანში.


აფხაზეთის  კონფლიქტის  დაწყებისთანავე  თანასოფლელებთან  ერთად  ისიც   საბრძოლო  მოქმედებებში  ჩაება  და  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  მე-8  ბატალიონის  მე-3  ასეულში  ჩაირიცხა. გუნტერი  კარგად  ერკვეოდა  ტექნიკაში,რაც  ომის  მძიმე  დღეებშიც  გამოადგა. მან  და  ერთ-ერთმა  მებრძოლმა  , გენადი  გადრანმა ძველი, მიგდებული  მანქანა  გამართეს   და  მის   ძარაზე  მხედრიონელების  მიერ  მოტანილი  და  გზაზე  დაგდებული  ჭურვ-სასროლი  დანადგარი  დაამონტაჟეს. ამ  „საბრძოლო  მანქანით“  კომანელები ახორციელებდნენ  ზემო   ეშერაზე  განლაგებული  მტრის  სანგრების  დაბომბვას.


    1993 წლის  5  ივლისს  გუნტერ  გულედანი  და მისი  ჯგუფი  პირველ  საგუშაგოზე  მორიგეობდა. დილის  ხუთ  საათზე  დაიწყო  ფართომასშტაბიანი  შემოტევა. გუნტერ  გულედანი  და  გენადი  გადრანი  თავგანწირული  ბრძოლით  უახლოვდებოდნენ  მათ  მიერ დასაკავებელ  პოზიციას,მაგრამ  გუნტერ  გულედანმა დანიშნულების  ადგილამდე  ვერ  მიაღჭია.

  მხოლოდ ერთი  თვის  შემდეგ   მოხერხდა  გუნტერ  გულედანისა  და  მისი  დაღუპული  თანამებრძოლების  გადასვენება  სოხუმის   ძმათა  სასაფლაოზე.


მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


მე-8 ბატალიონის III ასეული

დაიბადა მესტიაში 1942 წლის 5 იანვარს. სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა

სამხედრო სავალდებულო სამსახური მოლდავეთში. ჯარის შემდეგ მუშაობდა მესტიის

სამგზავრო ავტობუსის მძღოლად. 80-იან წლებში ოჯახით გადავიდა საცხოვრებლად

სოხუმის რ/ნ სოფ. კამანში. გუნტერ გულედანი იყო ტექნიკის მოყვარული და

თითქმის ნებისმიერი ტრანსპორტის კონსტრუქციაში საკმაოდ განვითარებული.

აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე, როგორც ყველა კამანელი, ისიც ჩაება ამ ბრძოლებში

და გვერდში ამოუდგა მის თანასოფლელებს. მისი პრაქტიკა და ტოქნიკის ცოდნა

კამანელებს ომის პერიოდშიც გამოადგათ, მან და ჯ. გადრანმა ააწყვეს და მოძრაობაში

მოიყვანეს მიგდებული ძველი სატვირთო ა/მანქანა და მის ძარაზე დაამონტაჟეს

მხედრიონის მიერ მოტანილი და გზაზე უპატრონოდ მიგდებული „ნურსი“-ის

ჭურვსასროლი დანადგარი, რომელიც ვერტმფრენებზე არი ხოლმე დამონტაჟებული. 

ამ საბრძოლო მანქანით კამანელები ახდენდნენ ზემო ეშერაში განლაგებულ მტრის

სანგრების დაბომბვას.

1993 წლის 5 ივლისს გუნტერ გულედანი I საგუშაგოზე იმყოფებოდა. სროლების და

შემოტევების დროს მას და ჯ. გადრანს უნდა დაეკავათ ადგილი ძველი კორპუსის III

სართულზე, სადაც ჰქონდათ დამონტაჟებული საბრძოლო იარაღი, მსხვილკალიბრიანი

ტყვიამფრქვევი ე.წ. „дшк“ სწორედ ამ დღეს დილის 5 საათზე დაიწყო

ფართემასშტაბიანი შემოტევა კამანზე. ჯ. გადრანმა და გ. გულედანმა გადაწყვიტეს

დაეკავებინათ მათზე მინდობილი ადგილი, საითაც სროლა-სროლით იკვალავდნენ

გზას. სმწუხაროდ გუნტერ გულედანმა დანიშნულ ადგილამდე ვერ მიაღწია.

გუნტერ გულედანი სხვა დაღუპულ თანამებრძოლებთან ერთად, ერთი თვის შემდეგ

გადასვენებულ იქნა სოხუმის ძმათა სასაფლაოზე.

http://mematiane.ge/docs/1628446953611020e9a6a2b.pdf


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.06.2021
ბოლო რედაქტირება 17.11.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0