მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე , სოხუმის რაიონში, სოფელ თავისუფლებაში მცხოვრები 26 წლის ნუგზარი და მისი 54 წლის მამა- ავერიონ გიორბელიძე მოხალისეებად ჩაეწერნენ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის პირველ ასეულში.
ავერიონ გიორბელიძე დაიბადა 1939 წლის წელს ცაგერის რაიონში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქალაქ სოხუმში -სახანძრო სამსახურში. 1993 წლის 19 სექტემბერს სოფელ თავისუფლებაზე აფხაზი ბოევიკების შემოტევის დროს ავერიონ გიორბელიძე ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
ნუგზარ გიორბელიძე დაიბადა 1967 წელს სოხუმის რაიონში,სოფელ თავისუფლებაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა სოხუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში.
1992 წლის 3 ნოემბერს ნუგზარი გადაიყვანეს სამხედრო პოლიციაში. გამოჩენილი მამაცობისთვის მიენიჭა უფროსი ლეიტენანტის წოდება.
1993 წლის 6 მარტს ცუგუროვკასთან მიმდინარე ბრძოლის დროს ნუგზარ გიორბელიძე ვაჟკაცურად დაიღუპა.