სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვაჟა თოდუა 1971-02/07/93წ. გარდ. 22 წლის ოჩამჩირე აფხაზეთი შინაგანი ჯარი დაბ. სოფ. ომფარეთი, ლანჩხუთი გურია ვაჟა თოდუა 1971-02/07/93წ. გარდ. 22 წლის ოჩამჩირე აფხაზეთი შინაგანი ჯარი დაბ. სოფ. ომფარეთი, ლანჩხუთი გურია ვაჟა თოდუა 1971-02/07/93წ. გარდ. 22 წლის ოჩამჩირე აფხაზეთი შინაგანი ჯარი დაბ. სოფ. ომფარეთი, ლანჩხუთი გურია

1971-1993 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი თოდუა სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

83       ბეჭდვა

ვაჟა თოდუა 1971-02/07/93წ. გარდ. 22 წლის ოჩამჩირე აფხაზეთი შინაგანი ჯარი დაბ. სოფ. ომფარეთი, ლანჩხუთი გურია

ვაჟა თოდუა, ვაჟა თოდუა დაიბადა 1971 წლის 14 მარტს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ომფარეთში.  გარდ. 1993წ. ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ლანჩხუთი გურია




ხვიჩა ზურაბის ძე მუმლაძის ნააამბობი. დაბადებულია 1971 წელს. გია და ვაჟას პირადად ვიცნობდი, ბევრვმა არც კი იცის რომ ერთად დაიგუპეს იმის გამო რომ ტყეოვაში ყოფნა არ ისურვეს, მაგათან ერთად ვიყავი წინა დღეს ერთად, და იმ პოსტზე დავრჩი რომელზეც მოკლეს რომ გია მეპოვნა. ხვიჩა მუმლაძეს არ ვიცნობდი ჩვენ ერთი სახელი და გვარი აქვს მერკულაში იბძოდა მე მერკულაში მეორე ხვიჩა მუმლაძე ვიყავი რომ ჩავედი ის უკვე დაღუპული იყო! ჩემს გვარს რომ ვეუბნებოდი ახალ გაცნობილებს თეთრი ფერი გადადიოდათ სახეზე. ს არის გია და ვაჟა იმ პოსტან(კატელნაია) რის მახლობლადაც მოკლეს !

ხვიჩა ზურაბის ძე მუმლაძის ნააამბობი. დაბადებულია 1971 წელს.

გია და ვაჟას პირადად ვიცნობდი, ბევრვმა არც კი იცის რომ ერთად დაიგუპეს იმის გამო რომ ტყეოვაში ყოფნა არ ისურვეს, მაგათან ერთად ვიყავი წინა დღეს ერთად, და იმ პოსტზე დავრჩი რომელზეც მოკლეს რომ გია მეპოვნა.

ხვიჩა მუმლაძეს არ ვიცნობდი ჩვენ ერთი სახელი და გვარი აქვს მერკულაში იბძოდა  მე მერკულაში მეორე ხვიჩა მუმლაძე ვიყავი რომ ჩავედი ის უკვე დაღუპული იყო! ჩემს გვარს რომ ვეუბნებოდი ახალ გაცნობილებს თეთრი ფერი გადადიოდათ სახეზე.

ს არის გია და ვაჟა იმ პოსტან(კატელნაია) რის მახლობლადაც მოკლეს !


ხვიჩა ზურაბის ძე მუმლაძის ნააამბობი. დაბადებულია 1971 წელს.

გია და ვაჟას პირადად ვიცნობდი, ბევრვმა არც კი იცის რომ ერთად დაიგუპეს იმის გამო რომ ტყეოვაში ყოფნა არ ისურვეს, მაგათან ერთად ვიყავი წინა დღეს ერთად, და იმ პოსტზე დავრჩი რომელზეც მოკლეს რომ გია მეპოვნა.

ხვიჩა მუმლაძეს არ ვიცნობდი ჩვენ ერთი სახელი და გვარი აქვს მერკულაში იბძოდა  მე მერკულაში მეორე ხვიჩა მუმლაძე ვიყავი რომ ჩავედი ის უკვე დაღუპული იყო! ჩემს გვარს რომ ვეუბნებოდი ახალ გაცნობილებს თეთრი ფერი გადადიოდათ სახეზე.

ს არის გია და ვაჟა იმ პოსტან(კატელნაია) რის მახლობლადაც მოკლეს !

გია შაქროს ძე ტრაპაიძე 1970-93წ. გარდ. ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ლანჩხუთი გურია

მთავარი ისაა რომ მაგ პოსტიდან 35 მეტროში მოკლეს ერთად ერთ დღეს

იმიტომ რომ არ დანებნენ მტერს და ტყვედ არ გაყვნენ

ვაჟა იმ დღეს ვნახეთ და გამოვიყვანე ხოლო გია ერთი თვის შემდეგ აფხაზმა ვინც მოკლა იმან გვაჩვენა სად იყო, აფხამა არა რუსმა რომელიც ამბობდა რომ პოდ მოსკოვიიდან იყო მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ადიღეელი იყო


სტატია მოგვაწოდა მარინა ნაჭყებიამ

ქალაბატონ ეთერ თოდუას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შევხვდი. დირექტორის მოადგილემ, ბატონმა ჯანდრი უბირიამ თავისთან მიხმო და სათნო სახის, შავებში ჩაცმული ქალი გამაცნო, ეს ქალბატონი ჩვენი დაღუპული მეომრის, ვაჟა თოდუას დედაა და გულდასმით მოუსმინეო. დავსხედით, საუბრობდა მშვიდად, აუღელვებლად და ამავდროულად, დიდი ტკივილით, თან მძიმე ისტორიის მოსმენისთვის მიბოდიშებდა. მიამბობდა, როგორ ჩააკითხა შვილს ომში, რა წინააღმდეგობები გადალახა მის საპოვნელად. თავგადასავლების გახსენებისას ხანდახან ღიმილიც კი გაიელვებდა შვილმკვდარი დედის სევდიან სახეზე. მეგონა, ადრე დაწერილ წიგნს თუ მიკითხავდა ვინმე, რადგანაც წარმოუდგენლად მეჩვენა ჩემს სინამდვილეში, ჩემ გვერდით იმ გმირი დედის ყოფნა, რომელიც თავად იყო მონათხრობი ისტორიის შემქმნელიც და მონაწილეც.


ვაჟა თოდუა დაიბადა 1971 წლის 14 მარტს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ომფარეთში. ვაჟას თავიდანვე იტაცებდა ხელოვნება. იგი ლანჩხუთის N3 საშუალო სკოლის მეორე კლასში სწავლობდა, როდესაც მოსწავლეთა სასახლეში ქანდაკების წრეზე დაიწყო სიარული. გადაწყვიტა, ხელოვანის გზა გაეგრძელებინა და მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ჩაირიცხა. სამხედრო სავალდებულო სამსახური გერმანიაში მოიხადა, საიდანაც მშობლებმა არაერთი სამადლობელო ბარათი მიიღეს. იქიდან დაბრუნებულმა სწავლა არქიტექტურისა და მშენებლობის საერთაშორისო ინსტიტუტში განაგრძო. ამ ხანში აფხაზეთში ომი დაიწყო. 21 წლის ჭაბუკი ჩუმად გამოემშვიდობა სასწავლებლის კედლებს და დედას ჯარში გაეპარა. რის ვაი-ვაგლახით იპოვნა ქალბატონმა ეთერმა ქუთაისის ბატალიონი, ქვედანაყოფი, სადაც მისი ვაჟი მოხალისედ ჩაეწერა. შვილის ყაზარმასაც მიაგნო და მის საწოლსაც. ვაჟა პირჩამხობილი იწვა. ბევრი ეხვეწა, ეჩხუბა კიდეც, შინ დაბრუნებულიყო. ბიჭი არ ტოკდებოდა. ბოლოს ძლივს ამოთქვა დედამ, რა ვქნა, შვილო, დედა ვარ და მიჭირს შენი ომში გაშვება, მაგრამ თუ ასე განიცდი, წადი და მშვიდობით იარეო. მაშინვე წამოსწია ვაჟამ თავი, - „ახლა ხარ ნამდვილი დედა, დე!“ - მიუგო დედას და მთელი ძალით ჩაეხუტა. ასე გამოემშვიდობა დედა-შვილი ერთმანეთს. უკან წელმოწყვეტილივით გამობრუნდა. ალბათ, წინათგრძნობა თუ ტანჯავდა, ან კი წინათგრძნობა რად უნდოდა ომში წასულ ადამიანს?! იქიდან დაბრუნებაა საკვირველი, თორემ არდაბრუნება რა გასაკვირია?! ვერ მოისვენა დედის გულმა, ქალბატონმა ეთერმა სურსათ-სანოვაგით გაავსო ჩანთები და აფხაზეთის გზას დაადგა. ოჩამჩირემდე სულ კითხვა-კითხვით მიაღწია. თავისი რაიონის მკვიდრს, ქალბატონ დოდო გუგეშაშვილს კითხულობდა, მეომრებში ცნობილია და მას უფრო მივაგნებო. იმედი ჰქონდა, დოდოს დახმარებით მერე შვილსაც იპოვნიდა.


„ოჩამჩირის შტაბში ვნახე დოდო, ახლავე მოგიყვან შვილსო, შემპირდა. რამდენიმე საათში ტანკი შემოვარდა შტაბის ეზოში. დოდომ მკითხა, აბა, თუ იცნო შენი შვილიო?.. ფანჯრიდან გადავიხედე, ვაჟა ტანკზე შემომჯდარიყო, როგორ არ ვიცნობდი? სიზმარში მეგონა თავი, შვილს რომ ვხედავდი“, - იხსენებს ქალბატონი ეთერი. შვილს პოზიციაზე გაჰყვა და კიდევ ერთი მეომრის დედასთან ერთად რამდენიმე ღამე სანგარში გაათია. დედები რომ არ შეეშინებინათ, ბიჭებს იმ ღამეს თურმე მძიმე იარაღიდან არ გაუსვრიათ.


ეს ამბავი მოვისმინე თუ არა, უცებ იგი „ჯარისკაცის მამასთან“ გავაიგივე. წარმოვიდგინე ზურგში ჩანთამოკიდებული ქალი, რომელიც სამხედრო მანაქანებისგან აბდღვირებულ გზაზე დგას და გამვლელ-გამომვლელს შვილის შესახებ ეკითხება. დიდი წვალების შემდეგ, მორიდებული, ხელოვანი შვილის ნაცვლად ტანკზე ამხედრებულ, იარაღასხმულ მეომარს პოულობს, რომელსაც პოზიციებზე მიჰყვება და მის გვერდით ომის ჯოჯოხეთურ ღამეს ათენებს. მიწაყრილზე სუფრას შლის და ბიჭებს გურიიდან ჩატანილი ხაჭაპურებით უმასპინძლდება. ერთ ღამეში საკუთარი შვილივით მიიღო და შეიყვარა სხვისი შვილები. აწი ერთის ნაცვლად ყველაზე უნდა ეფიქრა. მართლაც დიდი სადარდებელი გამოჰყვა უკან ქალბატონ ეთერს. ძალინ გაუჭირდა შვილის ომში დატოვება. ის ბიჭებიც ენანებოდა, რომლებიც ერთმანეთს დედობასაც უწევდნენ და დედმამიშვილობასაც. ალბათ, ახლობლებისთვის ომზე შექმნილი მძიმე შთაბეჭდილებები არ ექნებოდა გაზიარებული, როდესაც უკან საშინელი ამბავი დააწიეს: მისი გამომგზავრებიდან სამი დღის შემდეგ ვაჟა თოდუა მტერმა წამებით მოკლა.

როგორც გერმანიაში ნამსახური და გამოცდილი მზვერავი, ქუთაისის ბატალიონში მზვერავთა ოცმეთაურად დანიშნეს. სწორედ მზვერავის სიფრთხილემ ახსნევინა თანამებრძოლები გაჟლეტვისგან, თვითონ კი ღირსეულად აიტანა წამება და სიკვდილსაც ისეთივე ამაყი შეხვდა, როგორი სიამაყითაც სამშობლოს ერთიანობას იცავდა.


„საბრძოლო დავალების შესრულების დროს ზემდეგი ვაჟა თოდუა და რიგითი თანამებრძოლი გია ტრაპაიძე ხელში ჩაუვარდა მტერს. ვაჟამ შეძახილებით, „დასცხეთ, ბიჭებო!“, „წინ, წინ!“ - თანამბერძოლებს მტრის მოახლოება აცნობა. მტერს იმ დღისთვის დაგეგმილი ჰქონდა უეცარი თავდასხმა ბატალიონზე. ფაქტობრივად, ვაჟა თოდუამ თავისი საქციელით გმირობის ტოლფასი ქმედება ჩაიდინა და სრული განადგურებისა და სიკვდილისაგან იხსნა თანამებრძოლები. ჩვენმა მებრძოლებმა მტერზე საპასუხო შეტევის შემდეგ იპოვეს ვაჟას ჯერ კიდევ თბილი გვამი, რომელიც ფეხებზე თოკმობმული ეგდო, როგორც ჩანს, მტრებმა ვერ მოასწრეს მისი წაღება“, - ვკითხულობთ ლანჩხუთის კომისრისათვის 21-ე ბრიგადის ხელმძღვანელობის მიერ გაგზავნილ წერილში.

როგორც წერილიდან ირკვევა, 1993 წლის ივნისში გვამების გადასაცვლელად ბრიგადის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი დიმიტრი მეფარიშვილი მოწინააღმდეგის ბატალიონის მეთაურს, ვოვა თარბას შეხვდა. შეხვედრისას ის იმ დაქირავებულ ნოვოსიბირსკელ და კრასნოდარელ მებრძოლებს შეხვდა, რომლებმაც ვაჟა თოდუა და გია ტრაპაიძე აწამეს. სწორედ მათგან შეიტყო ბიჭების გმირობისა და გაუტეხელობის ამბავი. „მტრებმა ვაჟა თოდუა და გია ტრაპაიძე სასტიკად აწამეს. ვაჟას თავისივე დანით ააცალეს ყურები, გამოჭრეს ყელი, ამოუღეს ენა და დაცხრილეს ტყვიებით. მაგრამ იგი არ დანებდა მტერს, მუხლი არ მოიდრიკა ურჯულოთა წინაშე. ყოველივე ზემოთქმულს თვალს ადევნებდა მისი თანამებრძოლი გია ტრაპაიძე, რომელსაც ვაჟას ენით გამოუთქმელმა ამტანობამ და გავაჟკაცობამ სანიმუშო მაგალითი მისცა მტრებთან უიარაღოდ გამკლავებისა“, - წერს ბრიგადის მეთაურის იმჟამინდელი მოადგილე, დიმიტრი მეფარიშვილი.


როგორც ვაჟას და გიას თანამებრძოლები იხსენებენ, სადაზვერვო ოცეულის მეთაური ვაჟა თოდუა და სნაიპერი გია ტრაპაიძე სულ ერთად იყვნენ. იმ საბიდესწერო დღესაც ერთად ყოფილან ბიჭები. ვაჟას ცხედრის წაღება ვერ მოუსწრიათ, გიასას კი 40 დღის ძებნის შემდეგ მიაგნეს თანამებრძოლებმა. ვაჟას ნაჩუქარი თურქული პულოვერი ცმია და ამით ამოუცნიათ თურმე.


ბრძოლის ველიდან ვაჟას დასახიჩრებული ცხედრის გამოტანაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის ბატალიონის მებრძოლმა, დათო ზივზივაძემ, რომელმაც ეს ტრაგიკული ამბავი, ისევე, როგორც აფხაზეთის ომის ბევრი ეპიზოდი, დღიურების სახით გაგვაცნო და შემოგვინახა.

„ჩვენი შტაბის გვერდზე ადგილობრივი შტაბია, მის წინ სულ დგას მორიგე ტანკები და სადაც გაჭირვება იქნება, იქ ჩნდება. ტანკი დაიქოქა და იმ წამსვე ავფრინდი ლოგინიდან. გაქრა უძლურება, ტკივილები. ავტომატს ხელი დავავლე და ტანკზე ავფრინდი სარეკორდო დროში. სროლები „კატელნაიასთან“ მიდიოდა. მე რომ მივედი, სროლა აღარ იყო, იყო დანაღვლიანებული სახეები. „რა ამბავია?“- ვიკითხე. „ორი კაცია შესული და არ დაბრუნებულან“. „რა ადგილზე?“ მაჩვენეს მეორე სახლი. ჩემთვის ნათელი იყო, ან ტყვედ ჩავარდნენ, ან ბიჭები არ იქნებიან ცოცხლები... უფრო საფიქრალი მეორე იყო. მკვდრები მაინც უნდა გამოგვეყვანა. ახლომდებარე ტერიტორია უნდა დამეზვერა. რამდენიმე კაცი შევედით ფრთხილად. ღელეში გადავიხედეთ, ფრთხილად ვმოძრაობდით. გაზაფხული წელიწადის ისეთი დროა, ძალიან სიფრთხილე გინდა მეომარს, ძირითადად სმენას უნდა ენდო, რადგან სიმწვანეში მხედველობა თითქმის არც მუშაობს. ვიღაცამ დაგვიძახა, სოსო იყო, - გამოდითო. სასწრაფოდ გამოვედით, რადგან რამე უნდა მოგვეფიქრებინა. შეიძლება ჩასაფრება ყოფილიყო. უკვე ყველას მოერბინა, კითხულობდნენ, რა ამბავიო. ცოტა ხანში სიწყნარე ჩამოვარდა. ადგილობრივი ბატალიონიდანაც მოირბინეს. - რა ვქნათ, დათო, ეხლა ტანკებმა უნდა დაბომბნონ, მერე შეხვალთ, - მეუბნება სოსო. - უნდა შევიდეთ, შევალთ, დავათვალიერებთ, იქნებ მკვდრები ვნახოთ, თვარა ცოდვა არიან ბიჭები, - ვუთხარი მე. გამსვლელები მოვემზადეთ. ავკრიფეთ „რაჟოკები“, „ლიმონკები“, გავედით შვიდი კაცი.


დიდი სიფრთხილით მივიწევდით ხეობაში. ყოველ წამს მოსალოდნელია ჩასაფრება. ჩემ წინ მერაბი მიდიოდა წელში მოხრილი, წელამდე ბალახში, მანდარინის ბაღში. მზერა მერაბის გაფართოებულ თვალებს ჩავაყოლე. ხელით დაწვდა, მე უკვე გადმოუბრუნებლივ ვიცოდი, ვისი გვამიც იყო, მერაბიმაც. ასეთი „პოლევოი“ კომბინეზონი მარტო ვაჟა თოდუას ეცვა. ბუნების ფერში ვარო, იტყოდა ხოლმე იგი, - მტრები ვერ მხედავენო.


მოტყუვდა ჩვენი პატარა ძმა. შეამჩნიეს მაინც ძაღლებმა. თითქოს ჩაძინებული, ჩამხობილიაო, ასეთი იყო, თავზე რომ წავადექით ვაჟას ცხედარს. კომბინეზონის ზედა ნაწილი შემოეხიათ, ძალით გაეძროთ ვაჟასათვის. ნელა გადმოწია მერაბმა კომბინეზონის ზედაწელი. დაახლოებით რვა ტყვია ჰქონდა ზურგში მოხვედრილი, ოთხ ადგილზე დანა ჩარტყმული, ფრთხილად გადავაბრუნეთ და მოვემზადეთ უფრო მეტისათვის. ოი, ადამიანო! თუ ადამიანობა კიდევ არსებობს! ამის შემდეგ თუ ვართ ადამიანები! ყელი გამოჭრილი, ენა გამოღებული, მარცხენა ხელი ძვლებამდე აჭრილი, ტანი სულ დაჩეხილი, ყური მოჭრილი, თანაც დაკოდილი...


სულ გადამავიწყდა ყველაფერი და არაადამიანური ბღავილი დავიწყე. რომელი ერის შვილი ჩაიდენს ასეთ სისასიზღრეს, სადაა ღმერთი, თუ არის, რას უყურებდა, რას გააჩინა ასეთი ადამიანები?! აღარ მწამს, არა! არა, არ მეშინია მისი! რატომ გვაყურებინებს ასეთ სისასიზღრეს?!..

მომინდა, არაადამიანურად მომინდა, ენახა ყველას საწყალი ვაჟა, ენახათ, თუ ვის ვებრძვით, ვისთან გვაქვს ომი. რატომ ვომობთ. ცხედარს ოჩამჩირეში გავყევით მე, მერაბი, ნინძა, კიდევ - სამი ბიჭი, ჩვენი ექიმიც. შტაბში მივედით. უფროსები ვნახეთ. კორესპონდენტებს დაუძახეს. გადავიღეთ, ვილაპარაკეთ მე და მერაბმა. ცხედარი აეროპორტში მივიტანეთ და საწყალი ვაჟა ლანჩხუთში გადავაფრინეთ. ასე დავბრუნდით უკან გულგახეთქილები. მეორე ბიჭიც ვერ ვნახეთ. ალბათ, ცოცხლად აიყვანეს. „იმ საწყალს ვაჟა ჯობია მკვდარი“, - მითხრა მერაბმა. „კი, ძმაო, მკვდარს რა უქნეს და ცოცხალს რას უზამდნენ, წარმოგიდგენია?!“ - ასე აღწერს დათო ზივზივაძე ვაჟა თოდუას ტრაგედიას, იგი თვითონ იყო ამ საშინელების მხილველი და, ალბათ, ამ შემზარავ ამბებს უფრო იმიტომ აღწერდა, რომ გული ბოღმისა და ტკივილისაგან დაეცალა. იმ წუთში მხოლოდ ამაზე ფიქრობდა მეომარი, რადგანაც ვერც იფიქრებდა, რომ მისი ჩანაწერები ოდესღაც აფხაზეთის ომის ერთ-ერთ მემატიანედ იქცეოდა. დათო ზივზივაზის დღიურებმა უამრავი თავგანწირული მეომარი გაგვაცნო. ძალიან მალე თვითონაც ამ ბიჭების გზას დაადგა, მაგრამ უფრო მძიმესა და მწარეს, რადგან დათო ზივზივაძე - ადამიანი, რომელიც სულის ძირამდე იყო შეძრული თანამებრძოლების დაღუპვითა და ქართველ-აფხაზთა ძმათამკვლელი ომით, უგზო-უკვლოდ, უსაფლავოდ გაქრა აფხაზეთის ომში.

ურთულესი პერიოდი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, ადამიანებს ყოველდღე ეღუპებოდათ მეგობრები, ოჯახის წევრები, შვილები, ახლობლები. ვაჟა თოდუაც შვილი და მეგობარი იყო, მამობისათვის პატარა ასაკის, სამაგიეროდ, ომში წასვლისას არ გაუთვალისწინებია თავისი 21 წელი. ადგა და წავიდა...


დაასრულა დედამ საუბარი, ისეთივე სიმშვიდით, როგორითაც დაიწყო... დედამ, რომელიც შვილის სანგარში გათენებული ღამეების შემდეგ თავად იქცა სულით მეომრად. იგი დღემდე სიამაყით ატარებს დაუმარცხებელი შვილის ჯილდოს - ვახტანგ გორგასლის 1-ლი ხარისხის ორდენს. ერიდება ყურადღების ცენტრში ყოფნის და ღირსეულად აგრძელებს სიცოცხლეს - ვაჟას ნაკვალევზე კიდევ ერთ ვაჟა თოდუას უზრდის სამშობლოს, უფროსი შვილის ვაჟიშვილს...


ვაჟას საფლავის ქვაზე კი მეგობრების მიერ ამოტვიფრული ეპიტაფია მთელი სიზუსტით ხსნის ამ ქვეყნად მოვლინების იმ მისიას, რომელსაც ეს პატარა ბიჭი შეეწირა: „ერთ საუკუნეში გმირულად სიკვდილი დანარჩენ საუკუნეებში უკვდავებას ნიშნავს!“ ვაჟა თოდუა თავად გახდა უკვდავება.


ზაირა მიქატაძე

ხვიჩა მუმლაძის ფოტო

ლანჩხუთში, აგარაკის დასახლებაში აფხაზეთის ომის გმირის ვაჟა თოდუას საფლავი გაძარცვეს. როგორც ირკვევა საფლავიდან ბიუსტია მოპარული. ლანჩუთის საკრებულოს წევრის, დარეჯან ბურჭულაძის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია მას გარდაცვლილი გმირის დედამ მიაწოდა: "ვაჟა თოდუას საფლავი გაძარცვეს, ბიუსტი მოიპარეს!

ამ წუთას აფხაზეთის ომის გმირის, ვაჟა თოდუას დედა შემხვდა აკანკალებული, ამას თუ აკადრებდნენ არ მეგონაოო..

იმასაც ამბობდა როგორც დედა, ვიღაცამ გაჭირვებულმა, ნორმალური ვინ იზამდა, ციხე რისი გულისთვის აიკიდა? რომ გამომიჩნდეს ვაპატიებ და ვეპატრონები კიდე, არ დავაჭერიებ, მეცოდება, ფულისთვის ქნა ეს. გმირის დედაა.”_წერს დარეჯან ბურჭულაძე.




ფოტოები მოიძია და სტენდი გააკეთა ელგუჯა ჩხაიძე დავითის ძე დ. 1955წ ვეტერანი დაბ. სოფ. ჩიბათი ლანჩხუთი გურია

შოთა ფირცხალაიშვილი 1956-2017წწ ვეტერანი დაბ. ლანჩხუთი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.06.2021
ბოლო რედაქტირება 03.05.2022
სულ რედაქტირებულია 7





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0