მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
თამაზ შალვას ძე ბზიკაძე დაიბადა 1960 წლის 9 ივლისს ქალაქ სოხუმში. 1977 წელს დაამთავრა გულრიფშის საშუალო სკოლა.1977-1979 წლებში მუშაობდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის საბაღე მეურნეობაში. 1979-1981 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1981-1989 წლებში მუშაობდა საზღვაო -ფლოტის სატვირთო გემებზე მეზღვაურად. 1990-1992 წლებში დაკავებულ იყო კერძო ბიზნესით. 1992 წლის ნოემბერში თამაზს შეეძინა ქალიშვილი- დიანა(რომელიც აფხაზეთში დარჩა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა).
აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს თამაზ ბზიკაძე მეგობრებთან ერთად დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის საინჟინრო-მესანგრეთა ოცეულის რადიო-ტექნიკოსად, სადაც იმსახურა აფხაზეთში ომის დასრულებამდე.
1994-199 წლებში თამაზი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. 1998 წლიდან მსახურობდა აფხაზეთის შსს სამინისტროს სპეცდანიშნულების ასეულის პოლიციელად.თამაზ ბზიკაძე დაიღუპა 1998 წლის 24 მაისს სოფელ ნაბაკევში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თამაზ ბზიკაძე,სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.