სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10640

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
იაგო ბენოს ძე ბზიკაძე 24/09/1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. გუმბრინი წყალტუბო იმერეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბზიკაძე სია

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

31       ბეჭდვა

იაგო ბენოს ძე ბზიკაძე 24/09/1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. გუმბრინი წყალტუბო იმერეთი

იაგო ბენოს ძე ბზიკაძე




მოლოდინი

„სანამდე დედის დალეული გული წრიალებს“.

ბ. ძასანაძე

„დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა და მიტომ წუთისოფელი სულ მუდამ გვაცოდვილებსა“, ჩემდაუნებურად ამეკვიატა ეს სტრიქონები, როცა სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცის იაგო ბენიას ძე ბზიკაძის დედას, ქალბატონ მაყვალას გავეცანი.დედა – ჩაშავებული და მგლოვიარე;დედა – თვალზეცრემლშეუშრობელი;დედა – რომელსაც სიკვდილი ნატვრად გადაქცევია.

ისეთი გაალმასებული, გაკერპებული, თვალებიდან ცრემლის მაგივრად რომ ცეცხლს აკვესებს, ყველაზე და ყველაფერზე ხელჩაქნეული დედა ჩემს ცხოვრებაში პირველად ვნახე. რა აკივლებს დედის სულს? ნუთუ მარტო შვილის სიკვდილი? ასეთი დედები დრომ მოგვიმრავლა. მაშ რა? სულ სხვა რამ აღელვებს დედას, სულ სხვა რამემ გააალმასა დედის გული. ცოცხალია თუ მკვდარი მისი შვილი? ან ერთი – ან მეორე იყოს მაინც, მკვდარს, როგორც შეჰფერის, ისე დაიტირებს, ცოცხალს იმედით დაელოდება სიკვდილის კარამდე. ვინ მოუტანს დედას დაჭრილი გულის წამალს? რა ეშველება უსაშველო დარდით გაციებულ გულს? თუნდაც ერთი სიტყვა, ცოცხალ შვილზე თუ მკვდარზე. დედას ღმერთმა,იმედი ნუ მოუშალოს კუბოს კარამდე, მაგრამ სიმართლეს ვინ დამალვია, ვის ვუმალავთ? ვუთხრათ დედას სიმართლე და ის დამშვიდდება. დამშვიდდება იმ სიმშვიდით, რომელიც დედის გულში ჩაიხრჩობა სიკვდილის კარამდე.


ოთხი შვილი გაზარდა დედამ, წყალტუბოს ზონის, სოფელ გუმბრინის მცხოვრებმა მაყვალა ბზიკაძემ. სამი ვაჟკაცი და ერთი ქალიშვილი. ოთხივე პატიოსანი და ალალმართალი, აკი ერთის სიცოცხლე მამულს აჩუქა კიდეც. სხვას არას დარდობს დედა, იცოდეს დედის გულმა, რომ მამულის თავისუფლებას და მის დაცვას შესწირა მისმა შვილმა თავი. ვიღაცამ ხომ უნდა უთხრას დედის აკვნესებულ გულს თბილი სიტყვა, ვიღაცამ ხომ უნდა აგრძნობინოს, რომ მის შრომას, ამაგს და გარჯას ფუჭად არ ჩაუვლია. ჩვენ დავაკელით რაღაც, ისე ვერ მოვეფერეთ დედის გაციებულ გულს, რომ წამლად და მალამოდ მოსცხებოდა გულზე. ლოდინად ქცეულა დედის გული. ლოდინი გამხდარა მისი ცხოვრების მიზანი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ იაგომ ორი წელი საბჭოთა არმიის რიგებში გაატარა, გამობრძმედილი ყმაწვილი დაუბრუნდა მშობლიურ მხარეს და როგორც კი მამულმა მოითხოვა, უმალვე მოხალისედ წავიდა ქართულ გვარდიაში. ეს იყო 1993 წლის აგვისტოში.სოხუმი გასაჭირში იყო და როგორც გამოცდილ მებრძოლს, ფრონტის წინა ხაზზე გზავნიან. სწორედ აქ მიმდინარეობს, გააფთრებული ბრძოლები დაქირავებულ გადამთიელებთან. ქართველი ვაჟკაცები თავგანწირვით იცავენ მიწის ყველა მტკაველს, მაგრამ მტრის რიცხვმრავლობა და უახლესი შეიარაღება თავისას შვება.


სექტემბრის ბოლო დღეებია, 24 სექტემბერი, სოხუმი ჯერჯერობით უმკლავდება მომხდურს. იაგო ბზიკაძე საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით, ღია ცეცხლით იცავს ჩვენი მებრძოლების უკან დახევას, და აქ მთავრდება მისი სიცოცხლე. და აქ იწყება მისი მარადიული სიცოცხლე. კაცმა არ იცის, ათასობით გარსმოხვეულ გადამთიელს გადაურჩა თუ შეაკვდა მამულისთვის თავგანწირული

რაინდი, რადგან ორ დღეში სოხუმი დაეცა და სწორედ აქ დაედო დედის მოუშუშებელ იარებს სათავე. ცოცხალია თუ მკვდარი? კაცი არ არის ამბის მთხრობელი. მისმა თანამებრძოლმა ბიჭებმა მხოლოდ ის იციან, რომ იაგო მათ იფარავდა ღია ცეცხლით, რითაც მრავალი ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე გადაარჩინა, თვითონ კი...ვაჟკაცურად დასდო თავი. კაცურად ჩახედა სიკვდილს თვალებში.„ზოგი არწივი ირაოს ჰკრავს, ზოგი არწივი დაჭრილია, შენ სიყვარული მითხარი, თორემ კაცის დაჩაგვრა ადვილია“; ეს სტრიქონები წამომცდა, როცა იაგოს მამას ბატონ ბენოს გავეცანი. ამოდენა დევკაცი დარდს დაუჩიავებია,სევდა ჩადგომია თვალებში და ვეება მკერდქვეშ ვიგრძენი მისი გული – მარად მშფოთვარე, გული – მარად მკვნესარე, გული – ადრიანად მობერებული და მოტეხილი. მოვდიოდი და თან მომსდევდა ბატონი ბენოს ლექსის სტრიქონები:„შვილო, ალალო – ქათამს არა ჰკლავდი და კაცთა კვლა შენ როგორ გარგუნეს,მე კი უკვე ვხვდები – ამას არ იზამდი და ამის მაგივრად – შენვე გარგუნეს“.


ითამაშრომლა ძმამ ჯონი (ზვიად) ბზიკაძემ დაიბადა 27 მაისი 1972 წელს


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.07.2021
ბოლო რედაქტირება 24.09.2022
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0