სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10673

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
როინ გირგვლიანი 1960-1993წწ.  16/03/93წწ. გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოფ. ლატალა მესტია, სვანეთი. როინ გირგვლიანი 1960-1993წწ.  16/03/93წწ. გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოფ. ლატალა მესტია, სვანეთი.

1960-1993 წწ. გარდ. 33 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გირგვლიანი სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

48       ბეჭდვა

როინ გირგვლიანი 1960-1993წწ. 16/03/93წწ. გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოფ. ლატალა მესტია, სვანეთი.

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

როინ  გიორგის ძე  გირგვლიანი  დაიბადა  1960  წლის  6  მაისს  მესტიის  რაიონის  სოფელ  ლატალში.


ლატალის  საშუალო  სკოლის  წარმატებით დამთავრების  შემდეგ  ჩაირიცხა  თბილისის  პოლიტექნიკური  ინსტიტუტის  სამშენებლო   ფაკულტეტზე, მოგვიანებით  კი  სოხუმის  ფილიალის  ფიზიკა-მათემატიკის  ფაკულტეტი. ორივე  ინსტიტუტი  წარჩინებით  დაამთავრა.


   აფხაზეთში  ომის  დაწყების  პირველივე  დღეებიდან  საქართველოს  ერთიანობისთვის  მებრძოლთა  რიგებში  ჩადგა.  1992  წლის  12  სექტემბრიდან  როინ  გირგვლიანი  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  მე-6  სატანკო  ბატალიონის  პირველ  ასეულში. იგი  ვაჟკაცურად  იგერიებდა  მტრის  შემოტევებს  თანამებრძოლებთან ერთად ბატალიონის  დისლოკაციის  ადგილზე  სოფელ  ქვემო  ეშერასთან.

   1993  წლის  16  მარტს  მტრის  მოგერიების  დროს  როინი  ალყაში  მოხვედრილი  თანამებრძოლების  დასახმარებლად  მიემართებოდა  როდესაც  მძიმედ  დაიჭრა  და  ადგილზე  გარდაიცვალა.

      საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და   თავგანწირვისათვის  როინ  გირგვლიანი,სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III  ხარისხის  ორდენით.

რუბრიკა „ერთი გმირის ისტორია“

ყოველ ორშაბათს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოგიყვებათ ერთი გმირის ისტორიას

როინ გირგვლიანი 

დაიბადა 1960 წლის 6 მაისს მესტიის რაიონის სოფელ ლატალში. ლატალის საშუალო სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, მოგვიანებით კი სოხუმის ფილიალის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 

აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა რიგებში ჩადგა. 

1992 წლის 12 სექტემბრიდან როინ გირგვლიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, მე-2 საარმიო კორპუსის, 23-ე მექანიზირებული ბრიგადის, მე-6 სატანკო ბატალიონის პირველ ასეულში. იგი ვაჟკაცურად იგერიებდა მტრის შემოტევებს თანამებრძოლებთან ერთად ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე სოფელ ქვემო ეშერასთან. 1993 წლის 16 მარტს მტრის მოგერიების დროს როინი ალყაში მოხვედრილი თანამებრძოლების დასახმარებლად მიემართებოდა, როდესაც მძიმედ დაიჭრა.  

"მირზა გირგვლიანი, ძმა: “ როინი აფხაზეთში ცხოვრობდა, იქ მუშაობდა. პატრიოტი ადამიანი იყო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ვაჟკაცი. ომი როგორც კი დაიწყო,  საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო, ისეთი ადამიანი იყო სხვანაირად არც შეეძლო. ოცმეთაური იყო, 1993 წლის მარტამდე ვაჟკაცურად იბრძოდა, თავისი ქვეყნის ერთიანობისთვის, თავის სიცოცხლეც ამას შესწირა. 

მამაჩვენი იყო ავად, ქუთაისში საავადმყოფოში იწვა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ედგა, მაგრამ არეულობა რომ განახლდა, როინი უკან გაბრუნდა, ისევ შეკრიბა თავის ჯარისკაცები და ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. უკან არასდროს დაუხევია და ქვეყნის სიყვარულს მუდამ პირველ ადგილზე აყენებდა. ოჯახი არ ჰყავდა. 

როგორც ვიცით, დაჭრილი თანამებრძოლის გამოსაყვანად შებრუნდა, რომელიც სნაიპერმა დაჭრა, შემდეგ კი როინიც დაიჭრა და გარდაიცვალა. სვანეთში გადმოვასვენეთ, ლატალშია დასაფლავებული. 

იმიტომ არა რომ ჩემი ძმა იყო, ღმერთმა ამრავლოს ეგეთი ადამიანები. ძალიან ჰუმანური იყო, თავმდაბალი, ჭკვიანი. გვინდა ლატალის საშუალო სკოლას მისი სახელი დაერქვას და იმედი გვაქვს მალე გაკეთდება ეს, გვაქვს ამ თემაზე საუბარი გამგეობასთან. 

ყველას ძალიან გამოგვაკლდა ოჯახს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მაგრამ ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, მის კლასელებს, სამეგობროს, სოფელში ჩვენთან, ყველას ძალიან უყვარდა და ყველას დააკლდა..."

"თემურ ზარანდია, 23-ე ბრიგადის VI ბატალიონის მეთაური: " 16 მარტის, გუმისთის ბრძოლის დროს, მარჯვენა მხარეს მეორე ბატალიონის პოზიციები გაარღვია მოწინააღმდეგემ, ამ მომენტში მარჯვენა მხარე უნდა გაგვემაგრებინა. რკინიგზის ხაზი გადის იქ, II მეორე ბატალიონის და VI ბატალიონის, გამავალი ხაზი იყო. მტერი რომ არ შემოსულიყო იძულებული ვიყავი, რამე რეზერვი მომეძიებინა და გამეშვა იქეთ. შეიკრიბნენ მოსახელისები, მათ სათავეში ვახტანგ ლოჩოშვილი ჩაუდგა და წავიდა მარჯვენა ფლანგის დასაცავად, რომ ჩვენ ალყაში არ მოვხვედრილიყავით. ამ ბრძოლაში სნაიპერმა დაჭრა ვახტანგი, რომელიც ბრძოლის ველიდან სწორედ როინ მეტრეველმა გამოიყვანა. სასწრაფო სამედიცინო მანქანამდე ზურგზე მოკიდებული მიიყვანა. ვხედავდი, რომ როინსაც რაღაც უჭირდა. ვკითხე დაჭრილი ხომ არ იყო ისიც. როგორც აღმოჩნდა, სნაიპერს როინიც დაეჭრა. ორივე ჩავსვით სამედიცინო მანქანაში, მაგრამ სამწუხაროდ ორივე გზაში დაიღუპნენ. ორივე მათგანი იყო საუკეთესო ვაჟკაცი, სამშობლოს ერთგული და მოსიყვარულე ადამიანი. " 

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის როინ გირგვლიანი,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.06.2021
ბოლო რედაქტირება 01.04.2024
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0