სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ჯამბულათ ხოფერია გარდ. 1968-93წწ გარდ. 25 წლის, ტყვარჩელი აფხაზეთი დაბ. სოფ. გვიმბალაური ლანჩხუთი გურია ჯამბულათ ხოფერია გარდ. 1968-93წწ გარდ. 25 წლის, ტყვარჩელი აფხაზეთი დაბ. სოფ. გვიმბალაური ლანჩხუთი გურია ჯამბულათ ხოფერია გარდ. 1968-93წწ გარდ. 25 წლის, ტყვარჩელი აფხაზეთი დაბ. სოფ. გვიმბალაური ლანჩხუთი გურია ჯამბულათ ხოფერია გარდ. 1968-93წწ გარდ. 25 წლის, ტყვარჩელი აფხაზეთი დაბ. სოფ. გვიმბალაური ლანჩხუთი გურია

1968-1993 წწ. გარდ. 25 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ხოფერია სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

311       ბეჭდვა

ჯამბულათ ხოფერია გარდ. 1968-93წწ გარდ. 25 წლის, ტყვარჩელი აფხაზეთი დაბ. სოფ. გვიმბალაური ლანჩხუთი გურია

ჯამბულათ ვალერიანის ძე ხოფერია  დაიბადა 1968 წლის 22 მარტს ლანჩხუთის რაიონის სოფ. გვიმბალაურში. უცოლშვილო. 24–ე ბრიგადის სადესანტო– საშტურმო ჯგუფის მეთაური. დაიღუპა 1993 წლის 15 აპრილს. აფხაზეთში, ტყვარჩელთან, ლაშკანდერის მწვერვალზე.დაჯილდოებულია გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.



ფოტო გადაღებულია ლანჩხუთის კომისარიატში

ჯამბულათ ხოფერია - ,,თუ მომკლან სამხედრო ფორმაში დამმარხეთ"

1993 წლის აპრილში დაიგეგმა ტყვარჩელის ალყა. მაგრამ უამრავ მიზეზთა გამო ოპერაცია წარმატებული არ აღმოჩნდა. სამწუხაროდ აქ დაიჭრა და შემდგომში გარდაიცვალა 25 წლის ჯამბულათ ხოფერია. 

ეს ქართველი გმირი 1968 წლის 22 მარტს დაიბადა ლანჩხუთის რაიონ სოფელ გვიმბალაურში. უცოლშვილო, იყო 24-ე ბრიგადის სადესანტო საშტურმო ჯგუფის მეთაური.სწორედ ამ სამხედრო ოპერაციის დროს იმყოფებოდა ცეცხლის წინა ხაზზე, ლაშკენდერის მთაზე, სდაც მძიმედ დაჭრეს სეპარატისტებმა. მისი იქედან გამოყვანა ძალზე სარისკო ოპერცია იყო, მაგრამ მაინც მოახერხეს და გამოიყვანეს.

დოდო გუგეშაშვილი იხსენებს: ,,ვერტმფრენით დავეშვით და თოვლში გადამალულ ჯამბულათს დავადექით თავზე. ძარღვებში სისხლი გამეყინა, გაუნძრევლად იწვა უსაშველოდ მამაცი, ათლეტური აღნაგობის მშვენიერი ბიჭი. ის ხომ ჩემი რაიონიდან იყო, ჩვენ ხომ ერთად გამოვიარეთ ყველა გაჭირვება და ტყვიის ქარცეცხლი. მიუხედავად უმძიმესი მდგომარეობისა სახეზე მაინც ღიმლი გადაჰკვროდა. ღიმილით შეეგება მარადისობას სამშობლოსათვის ზვარაკად შეწირული ბიჭი. ნაბადში გავახვიეთ გოლიათი ჯამბულათი და სამი დღე დაგვჭირდა, რომ სამშვიდობოს გამოვსულიყავით".

ჩამოაღწიეს ოჩამჩირის აეროპორტს , მაგრამ სამწუხაროდ აქ დაიღუპა 25 წლის ვაჟკაცი. მაშინდელი პრესა წერდა:ლანჩხუთის საძმოს კიდევ ერთი გმირი გამოაკლდა. აფხაზეთის ბრძოლების მონაწილე იყო პირველი დღეებიდანვე, დაიჭრა კიდეც, ჯანმრთელობა ბოლომდე არ ჰქონდა აღდგენილი, რომ ისევ საომრად წავიდა იმიტომ, რომ იცოდა რისთვის იბრძოდა და საოცრად აღიზიანებდა ხალხის ერთი ნაწილის გულგრილობა ამ ომისადმი. დიდი ბავშვი იყო, როგორც ყველა ძლიერი ვაჟკაცისათვის, მისთვის არ არსებობდა სიტყვისა და საქმის დაცილება, სუფთა იყო და უანგარო. სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა. ნამდვილი მებრძოლი სული ქონდა."

მე როგორც ამ პოსტის ავტორს მეამაყება, რომ ამ ადამიანს პირადად ვიცნობდი. მახსოვს მისი თბილი გამოხედვა, მისი თბილი ხელები, სულ რომ მეთამაშებოდა და მაწიწკნიდა ხოლმე ლოყებს. მეამაყება, რომ მე მისი რაიონიდან ვარ, მისი თანასოფლელი. მისი სახელობის სკოლა მაქვს დამთვარებული. მე არ მინდა ამ ადამიანზე წარსულში ვისაუბრო. ის დღესაც ცოცხალია ჩვენს გულებში. გმირები არ კვდებიან.

ფოტო გადაღებულია ოზურგეთის კომისარიატში

ტექსტის ავტორი იზო ზენაიშვილი


ფოტოები მოიძია და სტენდი გააკეთა ელგუჯა ჩხაიძე დავითის ძე დ. 1955წ ვეტერანი დაბ. სოფ. ჩიბათი ლანჩხუთი გურია

შოთა ფირცხალაიშვილი 1956-2017წწ ვეტერანი დაბ. ლანჩხუთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.06.2021
ბოლო რედაქტირება 15.04.2023
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0