სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
 ელგუჯა სახელაშვილი 1970-93წწ. გარდ. სოფ. ქვემო ეშერა სოხუმი დაბ. სოფ. წებელდა გულრიფში აფხაზეთი  ელგუჯა სახელაშვილი 1970-93წწ. გარდ. სოფ. ქვემო ეშერა სოხუმი დაბ. სოფ. წებელდა გულრიფში აფხაზეთი

1970-1993 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი სახელაშვილი სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

ელგუჯა სახელაშვილი 1970-93წწ. გარდ. სოფ. ქვემო ეშერა სოხუმი დაბ. სოფ. წებელდა გულრიფში აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"



ელგუჯა  ლევანის  ძე  სახელაშვილი  დაიბადა  1970  წლის  17  სექტემბერს  გულრიფშის  რაიონის  სოფელ  წებელდაში.  1987  წელს  დაამთავრა  წებელდის  №1 საშუალო  სკოლა. 1987-1988   წლებში   სწავლობდა    ქალაქ   სოხუმის  პროფესიულ-ტექნიკურ  სასწავლებელში.სამხედრო-სავალდებულო  სამსახური  გაიარა  ქალაქ  კემეროვში.


   ელგუჯა  სახელაშვილი  აქტიურად  იყო  ჩაბმული   ეროვნულ  მოძრაობაში. მუშაობდა  ზვიად  გამსახურდიას  დაცვის  სამსახურში.

     აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების   დაწყებისთანავე, ელგუჯა  უყოყმანოდ  ჩადგა  სამშობლოს  დამცველთა  რიგებში. ჩაირიცხა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე   ბრიგადის  მე-6  სატანკო  ბატალიონში   და   დაინიშნა  მე-4  ასეულის  ოცმეთაურად.

  1993  წლის  5  იანვარს  ქალაქ  სოხუმზე  მტრის   მასირებული  შემოტევის  დროს, ელგუჯა  სახელაშვილი  ბატალიონთან  ერთად  იმყოფებოდა  მდინარე  გუმისთის  პირას ,  სოფელ  ქვემო  ეშერასთან  საბრძოლო  პოზიციაზე ,  რა  დროსაც  სასიკვდილოდ  დაიჭრა.  მისი  სიცოცხლის  გმირული  დასასრული  დღემდე  უმძიმესი , თუმცა  საამაყო  ფაქტია  მამისთვის- ლევან  სახელაშვილისთვის  და  ძმისთვის- გოჩასთვის.

    საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის   ელგუჯა  ლევანის  ძე  სახელაშვილი,  სიკვდილის   შემდეგ ,დაჯილდოვდა  „მხედრული  მამაცობისთვის“.


დაიბადა 1970 წლის 17 სექტემბერს, გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში. 1987 წელს დაამთავრა წებელდის N1 საშუალო სკოლა. 1987-1988 წწ. სწავლობდა სოხუმის პროფესიულ სასწავლებელში, სადაც დაეუფლა კულინარის პროფესიას. 1988-1990 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის შეიარაღებულ ძალებში, ქ. კემეროვოში.
ე. სახელაშვილი ახალგაზრდობიდანვე აღსავსე იყო პატრიოტული სულისკვეთებით, ამიტომ, იგი, 1990 წლიდან, აქტიურად ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში. მსახურობდა საქართველოს პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაცვაში.აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6-ე სატანკო ბატალიონში და დაინიშნა მე-4 ასეულის ოცმეთაურად.
1993 წლის 5 იანვარს, სოხუმზე მტრის შემოტევის მოგერიების დროს, ელგუჯა სახელაშვილი იმყოფებოდა მდინარე გუმისთის პირას, სოფელ ქვემო ეშერასთან, ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე, რა დროსაც, ნაღმმტყორცნის ნამსხვრევებისგან, სასიკვდილოდ დაიჭრა ბრძოლის ველზე... 
ხვიჩა თოდუა, თანამებრძოლი_ ‘’ელგუჯას, პირველი ეროვნული გვარდიის დაარსების დღიდან ვიცნობდი; პრეზიდენტ გამსახურდიას დროს, გულრიფშის რაიონის გვარდია იყო, მე-14-ე ბატალიონი.შემდეგ, ამ ბატალიონის წევრთა უმრავლესობა, ჩავირიცხეთ 23-ე ბრიგადის მე-6-ე სატანკო ბატალიონში; ელგუჯა საუკეთესო მებრძოლი იყო, კეთილშობილი პიროვნება, სამშობლოზე და თავის კუთხეზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი. ოცმეთაური გახლდათ და თავის ჯარისკაცებთან, ზემდგომებთანაც საოცრად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მთელს ბატალიონში ვერ ნახავდით ვერავის, ვინც მასზე კარგის მეტს რამეს გეტყოდათ. ყველას შეაყვარა თავი თავისი ადამიანობით, პროფესიონალიზმით, ერთგულებით და თავდადებით. თავისი საქმე ძალიან კარგად იცოდა.
არც დღე და არც ღამე არ ისვენებდა; სულ თავის საქმეზე, თანამებრძოლებზე ფიქრობდა. ღამე დადიოდა და ამოწმებდა ყველას_ხომ არაფერი უჭირდათ. ხუმრობით, ‘’ღამურას’’ვეძახდით, რადგან ყოველთვის იცოდა, ვინ რომელ პოსტზე იდგა, სად იყო; რომ ვეკითხებოდით, ღამე რომ დადიხარ, არ გეძინებაო, სიცილით გვპასუხობდა_ რა დამაძინებს, რა დროს ძილია, მე როგორ დავიძინო, როცა მტერს არ სძინავსო...
1993 წლის 5 იანვარს, სოხუმზე უძლიერესი შეტევა განახორციელა მოწინააღმდეგემ, მასიური დაბომბვა ხორციელდებოდა. ელგუჯა სახელაშვილი იმყოფებოდა მდინარე გუმისთის პირას, სოფელ ქვემო ეშერასთან, სწორედ ამ დროს ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა... სასიკვდილოდ დაიჭრა... ჩვენ დავკარგეთ საუკეთესო მეგობარი, თანამებრძოლი, ჩვენმა ქვეყანამ კი დაკარგა ღირსეული მეომარი და ერთგული შვილი!
იმდენი რამის გახსენება შემიძლია, იმდენი რამ მაქვს ელგუჯაზე სათქმელი, ალბათ, ორი დღეც არ მეყოფა, მისი პიროვნება რომ დავახასიათო და ყველაფერი გავიხსენო; ყოველთვის მხიარული იყო, ღიმილიანი, იმედიანი. რაოდენ რთული მდგომარეობაც არ უნდა ყოფილიყო, ირგვლივ, მხოლოდ პოზიტივს აფრქვევდა. ამის საოცარი ნიჭი ჰქონდა. დაბომბვის, ტყვიების წვიმის ქვეშაც კი, არ დაგანახებდა სახეზე მწუხარებას; ყველა სტრესულ სიტუაციაში, ყველას მისი იმედი გვქონდა, რადგან სულით არასოდეს ეცემოდა! ყოველთვის იპოვიდა გამოსავალს ყველაზე რთული მდგომარეობიდანაც კი. 
მახსოვს, ერთხელ, მთელს შენაერთს საკვები გამოგველია, აღარაფერი გვქონდა და იმის შესაძლებლობაც არ გვქონდა, წავსულიყავით და გვეშოვა. უცებ ელგუჯა წამოდგა და ღიმილით გვითხრა_მანქანა მჭირდება მხოლოდ, დანარჩენი მე ვიციო. რად გინდა, მანქანა, სად წახვალ, საიდან მოგვიტან საჭმელს-მეთქი. ეგ მე მომენდეთო... ვუშოვეთ მანქანა, ჩაჯდა, წავიდა და რამდენიმე საათში უკან სავსე მანქანით დაბრუნდა_ არ ვიცი, როგორ მოახერხა, მაგრამ თავის სახლში წასულა, თხები დაუკლავს, მოუხარშავს, რაც რამე სურსათი ჰქონდა ოჯახს, ყველაფერი ჩაულაგებია და მთელი ასეული დაგვაპურა_სუფრაზე, ხაჭაპურებიც კი გვქონდა, დედამისის გამომცხვარი... სიხარულით სავსე თვალებით გვიყურებდა, სუფრას რომ შემოვუსხედით_შუა ომში,რომ იტყვიან, მეფური სუფრა გვქონდა მისი წყალობით...ასეთი იყო ელგუჯა სახელაშვილი...
და როცა დრო მოვა, იმედია, იმ ქვეყნად, მარადისობაში შევხვდები, ალბათ, ღვთის წყალობით და აუცილებლად ღიმილით შევხვდები, რადგან ვიცი, თავადაც ჩვეული, მოღიმარი სახით დამხვდება... ნათელი მის ნათელ, ვაჟკაცურ სულს!’’ 
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1993 წლის ბრძანებულებით, ელგუჯა სახელაშვილი (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდა მედლით ‘’მხედრული მამაცობისათვის’’.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.06.2021
ბოლო რედაქტირება 16.11.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 31.08.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0