სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მამუკა გივის ძე ჯმუხაძე 1973-93 გარდ. სოფ. ლაბრა აფხაზეთი დაბ. თბილისი მამუკა გივის ძე ჯმუხაძე 1973-93 გარდ. სოფ. ლაბრა აფხაზეთი დაბ. თბილისი მამუკა გივის ძე ჯმუხაძე 1973-93 გარდ. სოფ. ლაბრა აფხაზეთი დაბ. თბილისი

1973-1993 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჯმუხაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

51       ბეჭდვა

მამუკა გივის ძე ჯმუხაძე 1973-93 გარდ. სოფ. ლაბრა აფხაზეთი დაბ. თბილისი

მამუკა გივის ძე ჯმუხაძე დაიბადა 1973 წელს თბილისში.


ფოტო დამუშავებულია

1990 წელს დაამთავრა თბილისის 103-ე საშუალო სკოლა. 1992 წლის 17 ნოემბრიდან ირიცხებოდა სწრაფი რეაგირების კორპუსის # 1 ბრიგადის 1 ბატალიონში რიგით მებრძოლად.




ორიგინალი

1993 წლის 1 ივნისს გმირულად დაიღუპა მოწინააღმდეგესთან შეტაკების დროს აფხაზეთში, სოფელ ლაბრაში,



დაიბადა 1973 წლის 20 ოქტომბერს, თბილისში. დაამთავრა 103- ე საშუალო სკოლა. 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველი საარმიო კორპუსის პირველი ბრიგადის პირველი ბატალიონის შემადგენლობაში. მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში აფხაზეთში, კერძოდ_ ტამიშში, კინდღში,სოხუმსა და ლაბრაში. 1993 წლის 1 ივნისს, ლაბრასთან ბრძოლაში დაიღუპა... 

დავით თუშიშვილი-რეზერვის კაპიტანი, მამუკა ჯმუხაძის თანამებრძოლი_ ‘’მამუკა 1992 წლის ნოემბერში გავიცანი. ახალწვეულები ვიყავით... სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლისას მოგვისწრო ომმა აფხაზეთში. ერთმანეთს დავუახლოვდით, ერთი ასაკისანი ვიყავით, თბილისელები; დავმეგობრდით. ადვილი იყო მასთან მეგობრობა, რადგან მართლა გამორჩეული ბიჭი იყო. შემდეგ ლაბრაშიც ერთად მოგვიწია პოზიციებზე ყოფნა_ჩვენს ათეულში, ძირითადად, ყველანი თბილისელები ვიყავით_ 18-20 წლის ბიჭები; ‘’თეთრი არწივის’’ შენაერთის, კერძოდ, მიშა თათარაშვილის ბატალიონის მებრძოლები.

... ლაბრაში 1993 წლის 27 მაისს შევედით.  ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ვიყავით გამაგრებულნი; გარეთ სანგარი გვქონდა მოწყობილი, სადაც ჩვენი 2 თანამებრძოლი, ე.წ. ‘’ფხიზელი ცვლა’’ სულ მორიგეობდა_ ჩვენ კი, სახლში ვინც ვიყავით, ვისვენებდით და შემდეგ, ყოველ 2 საათში ვენაცვლებოდით ერთმანეთს სანგარში. ეს ორი კაცი უყურებდა თავის საცეცხლე მიმართულებას. ლაბრაში შესვლიდან მესამე დღეს, 30 მაისს განახორციელა მოწინააღმდეგემ ჩვენს პოზიციებზე თავდასხმა. ეს იყო ჩემი და მამუკას ბოლო შეხვედრა ბრძოლის ველზეც და ამ ცხოვრებაშიც... ჩვენი პოზიციების გვერდით იყვნენ ქართული პოლიციის შენაერთის მებრძოლები და  მათ დაუნახავთ, რომ 2 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი ( ‘’ესპეგე 9’’ ) გესროლესო. სროლის დროს, მამუკა, გარეთ გამოვიდა, ავტომატიდან ცეცხლი გახსნა; როცა აფხაზებმა, უკვე, მეორედ ისროლეს, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჭურვი, მამუკას სიახლოვეს, კედელზე გასკდა და კეფა, ზურგის მხარე, ფილტვები ერთიანად გაუგლიჯა... მე არ მახსოვს ეს მომენტი, ქვემო კიდურებში დავიჭერი და კონტუზიაც მივიღე; რაღაცნაირად მოვახერხე და სახლის მეორე გასასვლელიდან ხოხვით გავედი, სად მივდიოდი, თავადაც არ ვიცოდი... მაშინ 6 კაცი დავიჭერით, მამუკა კი უმძიმესად იყო დაჭრილი, ფაქტობრივად, მხოლოდ გული უცემდა, უბრალოდ, ახალგაზრდა, ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა და გული მაინც ფეთქავდა... როცა ჩვენმა ბიჭებმა (იონა ხურცილავამ და მირიან მამულაშვილმა გამოიყვანეს) საწვიმარ ბრეზენტზე დააწვინეს დაჭრილი მამუკა, ფაქტობრივად აღარ იყო კაცი. ჩვენი ევაკუაცია განხორციელდა ოჩამჩირის საავადმყოფოში, სადაც, მამუკას გულმა, 1 ივნისს შეწყვიტა ფეთქვა..  

ხომ გახსოვთ, მაშინდელი თბილისელი ბიჭები როგორები ვიყავით? მამუკაც სწორედ ასეთი იყო_ გულანთებული, უშიშარი, ეროვნული სულისკვეთებით სავსე, რომელიც საქართველოს სიყვარულით იბრძოდა ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის. უღალატო მეგობრობა შეეძლო, იუმორიც ხალასი ჰქონდა, დაეყრდნობოდი ბრძოლაში_არასოდეს მიგატოვებდა. ჩვენ ბრძოლამ უფრო დაგვაახლოვა_ ომში კიდევ უფრო კარგად ჩანს კაცის ბუნება_მისი დადებითიც და უარყოფითიც, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ მამუკას, უარყოფითი იქ არ გამოუვლენია და ჩვენ ‘’ტყვიის მეგობრებად’’ ვიქეცით_’’ტყვიის ძმობა’’ გვაკავშირებდა. მე 18 წლის ვიყავი, მამუკა_19 -ის. მე 19 წლის უკვე დაჭრილი შევხვდი_აპრილში გავხდი 19-ის და მაისში კიდეც დავიჭერი, მამუკა კი თავის მეოცე დაბადების დღეს ვეღარ მოესწრო. ჩვენი შენაერთიდან, მამუკა, პირველი მსხვერპლი იყო_პირველი წავიდა მარადისობაში. 

ჩვენ, რაც შეგვეძლო ამ 18-20 წლის ბიჭებს, ყველაფერს ვაკეთებდით ბრძოლის ველზე_თავს არ ვზოგავდით. საბრძოლო გამოცდილებაც არ გვქონდა_გამოცდილებას, ფაქტობრივად, ომში ვიღებდით. არანაირი სპეციალური მომზადება არ გაგვივლია; მხოლოდ ელემენტარული რამ, მაგ: იარაღის დაშლა-აწყობა ვიცოდით_ამით, ომში ბევრს ვერაფერს გახდები. სისხლის ფასად მოდიოდა ეს გამოცდილება, რაც ძალიან ძვირი დაგვიჯდა ყველას.

იმდენი წელი გავიდა, შეიძლება, ყველაფერი ვერც კი გავიხსენო (თან მე 2008 წლის ომის მონაწილეც ვარ) ბევრი რამ, მეხსიერებიდან, თითქოს, გაქრა, თუმცა, ის სიმწარე, რასაც თანამებრძოლის, საყვარელი მეგობრის ბრძოლის ველზე დაცემა, შენს თვალწინ მისი ბოლო ამოსუნთქვა ჰქვია,ის  მძაფრი ბრძოლები, რომელთაც ბევრი ვაჟკაცი შეიწირა, ისევ მახსოვს და სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება...

... აფხაზეთი, მეც და ჩვენი მეომრების საკმაო ნაწილმა, პირველად, ომში ვნახეთ, მანამდე, ბევრს, არც გვენახა, მაგრამ ახლა, ჩემთვის, აფხაზეთი, ყველაფერია! რადგან აფხაზეთია სწორედ ის ადგილი, სადაც სისხლი და ოფლი დავღვარეთ და თანამებრძოლები დავკარგეთ. მხოლოდ ერთს ვნატრობ_ ჩვენმა თაობამ მოუგვარებელი არ დავუტოვოთ ჩვენს მომავალს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი; აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მთელი სიმძიმე და ტკივილი, ჩვენმა თაობამ ვზიდეთ საკუთარი მხრებით და გულით და მინდა, სანამ გავალთ ამ ქვეყნიდან,სანამ ჩვენს თანამებრძოლებს შევუერთდებით ზეციურ საქართველოში, მანამდე გავაერთიანოთ ჩვენი სამშობლო. მე სამი შვილის მამა ვარ და მეშინია, რომ ჩემი შვილების თაობას, სოხუმი და ცხინვალი ისეთი სიმძაფრით ვერ ეტკინება, როგორც ჩვენ, რომელთაც იქ ჩვენი სულის ნაწილი დავტოვეთ, სადაც მამუკასნაირი ვაჟკაცების სისხლი ჯერაც არ შეშრობია ქართულ მიწას...’’

სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.06.2021
ბოლო რედაქტირება 07.06.2023
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0