სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზურაბ ჯაჭვაძე 1958-1993წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი. ზურაბ ჯაჭვაძე 1958-1993წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი.

1958-1993 წწ. გარდ. 35 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჯაჭვაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

327       ბეჭდვა

ზურაბ ჯაჭვაძე 1958-1993წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი.

ზურაბ ჯაჭვაძე დაიბადა 1958 წლის 3 დეკემბერს ქალაქ თბილისში 6 თვის იყო მამა გარდაეცვალა.


ზურას დეღამ – ქალბატოსმა ნანამ ადრე დაობლებული შვილები ისე გაზარდა, რომ მათ დედის პატიოსანი შრომით ნაშოვნი ლუკმის ფასი და ყადრი იცოდნენ. შემდეგ რამდენჯერ უთქვამს ზურას: დედა რომ კარაქს მოგვიტანდა და ჩვენ გვინახავდა, თვითონ არ ჭამდა, სოფიკოც არ ჭამდა, ზურამ ჭამოსო. მე კიდევ ჩემ დაიკოს – სოფიკოს ვუნახავლი და ბოლოს გვიფუჭდებოდაო.

დაამთავრა თბილისის 62.ე საშუალო სკოლა. სავალდებულო მსახური მოიხადა ყაზახეთში, სემიპალატინსკში. სწავლობდა სოხუმის როპიკულ ინსტიტუტში საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე. მრზომან.



ამბობდა, მიყვარს ეს ქალაქიო. მუშაობდა თბილისის ჩაის საწონ ფაბრიკაში. ინჟინერ–ტექნოლოგად. აფხაზეთში ომი რომ დაიწყო, ზურა ამბობდა:

აფხაზი რძლის პატივისცემით და სოხუმის სიყვარულით, დასანგრევად იქ არ წავალო.. იქ სწავლის პერიოდში რამდენჯერმე მოუწია აფხაზურ ოჯახში ყოფნამ სოფელ ლვადაში და ამბობდა: „გულით იციან რძლის ნათესავებმა მიღება დღა პატივისცემაო“..,

უყვარდა ღედულეთი – თავისი ბავშვობის სოფელი საყდრიონი თიანეთის რაიონში... პაპა და ბებო, „მთელ მსოფლიოში ბებიაჩემისნაირი ხინკალი არავინ იცისო!“ უყვარდა იქ წასვლა სათევზაოდ ხან ამხანაგებთან ერთად და ხანაც. მარტო.

და გაზაფხულზე, როცა აყვავდა ნუში და იასამანი, როცა მიწიდან თავი ამოყვეს ლურჯმა იებმა, როცა თითქმის მთელი აფხაზეთი გადაიწვა და დაინგრა, სოხუმი ჩამოიშალა... აიღო ავტომატი დღა წავიდა.

გამომშვიდობებისას მეუღლეს უთხრა:

– ჩემი ერთადერთი სიყვარული ხარ და იცოდე, თუ არ დავბრუნდი, თამუნას უმამობა არ აგრძნობინოო... პატარა თამუნამ კი თილისმა – პატარა ფუმფულა

გნომი ჩაუდო გულის ჯიბეში და უთხრა: – მამიკო, იცოდე, არ ამოიღო ჯიბიდან, სანამ ომი არ დამთავრდება და არ ჩამოხვალო.

ომში წასული დაუმეგობრდა გია ჩიხრაძეს – მასავით ობლობაში გაზრღილს. ახლადდამეგობრებულმა ბიჭებმა სიკვდილის უმძიმესი წუთებიც ერთაღ გაიზიარეს სოფელ ახალშენის მიწაზე.

აღარ დაბრუნდნენ, ისევე როგორც ბევრი თბილისელი ბიჭი, თითქოს ყველა ერთნაირი და ჩვეულებრივი, და ყველა მაინც რაღაცით გამორჩეული. გვერდიგვერდ არიან ზურა და გია საბურთალოს საძმო სასაფლაოზე ფიზიკურაღ, სულიერად კი მათი სული განიბნა და ჩასახლდა იმ ადამიანებში, ვინც.

მათ უყვარდათ. ვერ უშველა პატარა თამუნას თილისმამ ზურას. მორგიდან გამოიტანეს ეს პაწაწინა გნომი და გულზე დაადეს ბიჭებმა.

შემდეგ კი სკოლაში, როცა ბავშვებმა დაწერეს – თემა „რაზე ვოცნებობ“, 9 წლის თამუნამ მზის ჩასვლა ზღვაზე დახატა და დაწერა: „პირველ რიგში

ვოცნებობ, რომ მამა გამიცოცხლდეს. მამა, დედა და მე ვიყოთ ერთად“.

ზურა ჯაჭვაძე დაიღუპა სოხუმთან. იყო უშიშროების სამმართველოს. ცალკეული სადესანტო მოიერიშე ბატალიონის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი.

ზურაბ ჯაჭვაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ. 'გორგა!  1 ხარისხის ორდენით.

3 აპრილს სამსახურეობრივი მოვალეობის/ შესრულების დროს სოფელ ახალშენში პოსტის შესაცვლელად მიმავალნი გია ჩიხრაძე, ზურა ჯაჭვაძე, საჩხერელი მამუკა ქამუშაძე, ხარაგაულელი ხვიჩა ჭყუიძე, თბილისელი თემურ თევდორაძე, სოხუმელი საშა ცხვარაძე ღალატით დახოცეს.


ზურაბ ჯაჭვაძე 1958-93 წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი











კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.06.2021
ბოლო რედაქტირება 05.06.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0