დაიბადა 1968 წლის 5 იანვარს თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. 5 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. ქალბატონმა რუსიკომ – გიას დედამ ერთაღერთი შვილი გაზარდა პატიოსანი შრომით, სიყვარულით, ერთგულების და კაცთმოყვარეობის პრინციპით.
1985 წელს გიამ ღაამთავრა 89-ე საშუალო სკოლა. 1987-1989 წლებში იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 1989 წელს ჩაირიცხა ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომლის ღამთავრება ვერ მოასწრო...
1992 წლის I აგვისტოს მუშაობა დაიწყო მე-3 ლეგიონში კომენდანტად, საიდანაც სამჯერ წავიდა აფხაზეთში. შემდეგ მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ნაწილში. 1993 წლის 17 მარტს წავიდა აფხაზეთში და, თურმე, ორი კვირის სიცოცხლე ჰქონდათ დარჩენილი გიას და მასთან ერთად წასულ თანამებრძოლს, ახალდამეგობრებულ, მასავით ობლთბაში გაზმორდილ ზურა ჯაჭვაძეს.. 3 აპრილს სამსახურეობრივი მოვალეობის/ შესრულების დროს სოფელ ახალშენში პოსტის შესაცვლელად მიმავალნი გია ჩიხრაძე, ზურა ჯაჭვაძე, საჩხერელი მამუკა ქამუშაძე, ხარაგაულელი ხვიჩა ჭყუიძე, თბილისელი თემურ თევდორაძე, სოხუმელი საშა ცხვარაძე ღალატით დახოცეს.
ერთად გაიზიარეს ბიჭებმა ტკივილები, სიკვდილთან შეყრის მძიმე წუთები. ფიზიკურად განადგურდნენ ეს ლამაზი და სიცოცხლით, სიყვარულით ანთებული ბიჭები, სულიერად კი ეზიარნენ უკვდავებას... დარჩა ქალბატონი რუსიკო მარტო თავის ფიქრებთან და მოგონებებთან და საბურთალოს საძმო სასაფლაოზე, სადაც გვერდიგვერდ არიან დაკრძალულია გია ღა ზურა. შორიდანვე მოჩანს. მათ საფლავებზე ჩამომჯდარი ორი შაოსანი გაუბედურებული დედა, ყოველდლე
ცოცხალი ყვავილებით რომ რთავენ მიწის პატარა ნაჭრებს...
საქართველომ კიდევ ერთი კარგი ?იჭი დაკარგა – გია ჩიხრაძე – "კარგი მსმენელი, კარგი მკითხველი და ვაჟა-ფშაველას პოეზიაზე უზომოდ შეყვარე–
ბული – გია გია ჩიხრაძე Lიკვღილის შემდეგ დაჯილღოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
ზურაბ ჯაჭვაძე 1958-93 წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი