დეკანოზი ზაქარია ჩიხრაძე 1965 წლის 14 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ბაბანეურში დაიბადა. 1972 წელს შევიდა ბაბანეურის დაწყებით სკოლაში. 1975 წელს სწავლა განაგრძო სოფ. ქვემო ალვანის საშუალო სკოლაში, რომელიც 1982 წელს დაამთავრა. ამავე წელს შევიდა თელავის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმში, მექანიზაციის ფაკულტეტზე. 1986 წელს სწავლა განაგრძო თბილისის საავიაციო ქარხნის სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ, 19867-88 წლებში მუშაობდა თბილისის ადგილმრეწველობის სამინისტროში ტექნიკოსმექანიკოსად.
1988-1990 წლებში მსახურობდა ალავერდის მონასტერში მედავითნედ.
1990 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში და დაასრულა 1993 წელს.
1993 წელს თელავის ღვთაების მონასტერში ხელდასხმულ იქნა დიაკონად.
1995 წელს ღვთაების მონასტერში აბბა ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა აკურთხა მღვდლად. ამჟამად არის იყალთოს ღვთაების ტაძრის წინამძღვარი. ასევე თელავის სამღვდელოების მთავარხუცესი. მსახურობდა თელავის ღვთაების ტაძარში, კონდოლის კვირაცხოვლის და კავთის წმინდა გიორგის ეკლესიებში.
1999 წლის დეკემბერში აბბა ალავერდელმა მთავარეპისკოპოსმა დავითმა ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.
2008 წლიდან არის ეროვნული გვარდიის მეხუთე ბაზის მოძღვარი-კაპელანი.
2010წ. 20 ივლისს ომალოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II დეკანოზის ხარისხში აღიყვანა.
2015 წლის აპრილიდან არის თელავის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი.