სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნოდარ ჩიხრაძე 1972-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი ნოდარ ჩიხრაძე 1972-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი ნოდარ ჩიხრაძე 1972-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

1972-1992 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჩიხრაძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

ნოდარ ჩიხრაძე 1972-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

ნოდარ ჩიხრაძე დაიბადა 1972 წლის 29 დეკემბერს ქ. სოხუმში.


დაამთავრა სოხუმის მე-17 საშუალო სკოლა. ქ. სოხუმის უნივერსიტეტში სწავლობდა ფიზკულტურის ფაკულტეტზე. იყო სპორტული აღნაგობის. 

1 კურსი დახურა და შემდეგ იწყება ნოდარის საომარი ცხოვრება. ჭაბუკი ისე დავაჟკაცდა ერთ დღეში, სამხედრო ფორმის შემდეგ. 

პატარაობიდანვე იყო ძალიან წყნარი, მშვიდი ხასიათის ბავშვი, არ უყვარდა შექება, იზიდავდა წიგნები და კითხულობდა ძალიან ბევრს. უყვარდა უფროსების პატივისცემა. ყველა სულიერი ეცოდებოდა, ნოდარი იყო სულით და ხორცით ქართველი. 

ომი, სასტიკი და დაულდობელი, ცრემლიანი, ტკივილიანი. რამდენი პირტიტველა ბიჭი წაგვართვა აფხაზეთის ომმა, რამდენი ოცნება დარჩა ხორცშესხმული. 

19 წლის ნოდარი სიამაყეს გრძნობა დაეუფლა, სამშობლოს სიყვარულმოწყურებულმა, გადაწყვიტა ბრძოლის ველზე სამშობლოს დასაცავად წასულიყო. 


გაგრაში ყოველი დღე იძაბებოდა. 

“შვილი არც დედისა და არც მამისაა, შვილი ერისაა და ბედნიერია ის ვინც სამშობლოსათვის უძგერს გული“ - სწორედ ეს სიტყვებია, რომელმაც 19 წლის ნოდარ ჩიხრაძემ წარმოთქვა. 

1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრაზე მასირებული შეტევა დაიწყო. 

 ბრძოლის ქარცეცხლიდან გამოჰქონდათ გმირების ცხედრები “თეთრი არწივის“ არწივებს. თვალსა და ხელს შუა ეცლებოდათ თანამებრძოლები და ამხანაგები . . . იღუპებოდნენ გულადი მეომრები. 

19 წლის ნოდარი იბრძოდა - მამულის ერთიანობისათვის;

იბრძოდა - საქართველოსათვის;

იბრძოდა ჭაბუკი სიკაშკაშით და ენერგიით. 

შეწყვეტილი სიმღერასავით შეწყდა მრავალი ახალგაზრდის სიცოცხლე.

ის, რაც ნოდარ ჩიხრაძემ, 19 წლის ვაჟკაცმა მოასწრო, ბევრი ალბათ, საუკუნის მიღწეული ისე წავა ამ ქვეყნიდან, რომ სოფელს არას არ არგებს. . .

მან კი სამშობლოსათვის გაწირა თავი. 19 წლის სიცოცხლე უყოყმანოდ მიიტანა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის სამსხვერპლოდ. . . .

ნოდარის დედა ქ-ნი ციცო ლობჟანიძე - ჩიხრაძე დღესაც შვილის მოლოდინით ცხოვრობს. ენატრება დას - ქ-ნ იას 19 წლის ძმის სახე, რომელსაც არ ავიწყდება მისი მომღიმარი, ამაყი, ვაჟკაცური გამოხედვა. 

დედის სიტყვებიდან, მესმის ტკივილიანი გამოძახილი: ისევ გელოდები შვილო, ვერ ვეგუები უშენობას, საშინელებაა ეს ცხოვრება. ჩემი ეტალონის ვერც ერთმა უჯრედმა ვერ აღითქვა შენი არყოფნა. 

ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო, . . . შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ის, ის იარა, ტკივილი, რომლის გრძნობაც სულით ხორცამდე შეგრძავს, ჯერ კიდევ შეუხორცებელია. ყველანი მომაკვდავნი ვართ ამ ქვეყანაზე, მაგრამ უდროვოდ წასული ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდა, უფრო ღრმა ჭრილობას ტოვებს ჩვენს გულებში. 

ქართული ფუძე, ქართული ძირი ისევ ყვავი;ლობს. . .    




მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.08.2021
ბოლო რედაქტირება 15.08.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 03.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0