სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვასილ ჯიშკარიანი 1969-93წწ. გარდ. 24 წლის, სოფ. ქვემო ეშერა, სოხუმი დაბ. გულრიფში აფხზეთი ვასილ ჯიშკარიანი 1969-93წწ. გარდ. 24 წლის, სოფ. ქვემო ეშერა, სოხუმი დაბ. გულრიფში აფხზეთი

1969-1993 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჯიშკარიანი სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

77       ბეჭდვა

ვასილ ჯიშკარიანი 1969-93წწ. გარდ. 24 წლის, სოფ. ქვემო ეშერა, სოხუმი დაბ. გულრიფში აფხზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ვასილ  ენვერის  ძე  ჯიშკარიანი  დაიბადა  1969  წლის  27  თებერვალს. დაამთავრა  გულრიფშის  საშუალო  სკოლა. 1987-1990  წლებში  მსახურობდა  საბჭოთა  კავშირის  შეიარაღებულ  ძალებში - ქალაქ  სევასტოპოლში. დემობილიზაციის  შემდეგ  მშობლიურ  კუთხეში  კერძო  ბიზნესით  იყო  დაკავებული.

     აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყების  შემდეგ  ვასიკო  მეგობრებთან  ერთად  დადგა  სამშობლოს  დამცველთა  რიგებში.1992  წლის  23  სექტემბრიდან  ირიცხებოდა  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  ბრიგადის  მე-6  სატანკო  ბატალიონის  პირველი  ასეულის  მე-2 ოცეულის  მეთაურის  თანამდებობაზე. ვასიკო  პირნათლად  ასრულებდა  მასზე  დაკისრებულ  მოვალეობას  და  თანამებრძოლებთან  ერთად  მედგარ  წინააღმდეგობას  უწევდა  მომხვდურ  მტერს.


    ვასილ  ჯიშკარიანი  1993  წლის  2  აპრილს, ბატალიონის  საბრძოლო  პოზიციაზე-მდინარე  გუნმისთის  პირას(სოფელ  ქვემო  ეშერასთან)  საბრძოლო  დავალების  შესრულების  დროს ,სნაიპერის  მიერ  გამოსროლილი  ტყვიით  სასიკვდილოდ  დაიჭრა.

    საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის , 1993  წლის  16  მარტს  სოხუმზე  განხორციელებული  ფართომასშტაბიანი  შემოტევის   მოგერიების  დროს  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და თავგანწირვისათვის  ვასილ  ჯიშკარიანი  დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III   ხარისხის  ორდენით.

ვასილ  ჯიშკარიანი  დაკრძალულია  სოფელ  მაჭარაში.





ჯიშკარიანი - გვარის 18 ღვთისმსახური

1 0

ვეფხვია ჯიშკარიანი გიგუშას ძე 1968-08 გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოფ. საწულუკიეო ხონი იმერეთი

2 0


ოთარ ჯიშკარიანი 1929-1995წწ მხატვარი. სოფ..გუბი ხონი. იმერეთი.

1 0


დათუნა ჯიშკარიანი დ.1999წ. მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდი ხობი სამეგრელო

1 0

4 1 2


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.06.2021
ბოლო რედაქტირება 09.03.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 07.09.2021
სულ რედაქტირებულია 1