მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-5 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
თამაზ (ომიკო?) ანატოლის ძე ხუნწარია დაიბადა 1957 წლის 15 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.
დაამთავრა ვარჩის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს , თამაზ ხუნწარია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
თამაზ ხუნწარია დაიღუპა 1992 წლის 17 ოქტომბერს , სოფელ ტამიშთან საბრძოლო ოპერაციის დროს. დაკრძალულია სოფელ ვარჩეში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თამაზ ხუნწარია დაჯილდოვდა მედლებით „საბრძოლო დამსახურებისთვის“ და „მხედრული მამაცობისთვის“.