დაიბადა 1949 წელს. თეიმურაზ ხუნწარია დაიბადა ომის დამთავრებიდან მესამე წლის თავზე. უჭირდა ქვეყანას, ოჯახს, მაგრამ შვილისათვის არაფერი დაუკლიათ. ღირსეულად გაუკაფეს ცხოვრების გზა. ბავშვობისთანავე გამოირჩეოდა სამართლიანობით, ვერ იტანდა ადამიანის დაჩაგვრას ყოველთვის დაჩაგრულს და გაჭირვებულს ეხმარებოდა.
1979 წლიდან მუშაობდა ქ. გაგრის შს საქალაქო განყოფილებაში. იყო მაღალ პროფესიონალური შემსრულებელი მუშაკი. ის გახლდათ სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორი, მინიჭებული ჰქონდა მაიორის საპატიო წოდება, ჰყავდა ოჯახი და შვილები. მომავლის იმედით შეჰყურებდა, მაგრამ მოულოდნელად სამშობლოს ცა, ის უანგაროდ დადგა აფხაზი ექსტრემისტების წინააღმდეგ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დამვცელთა გვერდით, პირნათლად ასრულებდა ყველა ოპერაციას.
გაგრის შს საქალაქო განყოფილებაში მიიღეს ოპერატიული ცნობა აფხაზ ექსტრემისტთა ქალაქში შემოჭრის შესახებ. განყოფილების თანამშრომლები ავტობუსით გაემგზავრნენ შემთხვევის ადგილკისაკენ მტრის შემოტევის მოსაგერიებლად. გზის ერთ-ერთი მონაკვეთზე ავტობუსი მოხვდა მტრის ალყაში და დაცხრილეს ყუმბარმტყორცნიდან, ავტობუსს გაუჩნდა ცეცხლი და უთანასწორო შეტაკებაში მამაცთა სიკვდილით დაეცა პოლიციის მაიორი თეიმურაზ ხუნწარია.
მილიციის მაიორი თ. ხუნწარია დაჯილდოვდა მედლით: „მხედრული მამაცობისათვის“
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი