გელა სოლომონის ძე ციხელაშვილი დაიბადა 1963 წლის 20 ივნისს ხაშურის რაიონის სოფ. სავანისუბანში (ქვიშხეთის სასოფლო საბჭო), მოსამსახურის ოჯახში. გელა ცოლშვილიანი იყო. მას დარჩა მეუღლე – ლიზიკო ბრეგვაძე, შვილი -- თორნიკე. ციყელაშვილი?
სწავლა დაიწყო სავანისუბნის დაწყებით სკოლაში 1970 წელს, განაგრძო. ტეზრის საშუალო სკოლაში. საშუალო დაამთავრა 1980 წელს, უმაღლესში სწავ–
ლა არ გაუგრძელებია.
1982 წელს გაიწვიეს სავალღებულო სამხედრო სამსახურში. მსახურობდა ჩეხოსლოვაკიაში, სადაც ბოლომდე მოიხადა სავალდებულო სამსახური.
სამხელრო სამსახურის შებდეგ მუშაობდა პურის მიმღებ საწარმოში საწყობის გამგედ, ბოლო წლებში მუშაობდა აგროსატრანსპორტო გაერთიანებაში მძღოლად.
1992 წლის ნოემბრის თვეში წავიდა მოხალისედ აფხაზეთში სამშობლოს მთლიანობის დასაცავად.
თავი შესწირა საქართველოს მთლიანობას – 1992 წლის 13 ნოემბერს ღაილუპა კინდღში.
ყველას არ შეუძლია სხვის ნაცვლად შეუშვიროს ტყვიას მკერდი და მეგობარს დაბადების დღეზე საჩუქრად სიცოცხლე მიართვას. გელამ ეს შეძლო და თვითონ მარადიულ სამყოფელში გადაინაცვლა.
დაიბადა 1963 წლის 20 ივნისს, ხაშურის რაიონის სოფელ სავანისუბანში, დაამთავრა 2 ტეზრის საშუალო სკოლა. საბჭოთა არმიის რიგებში გაწვევის შემდეგ, მსახურობდა ჩეხოსლოვაკიაში, სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ კი, შინდაბრუნებული, მუშაობდა მძღოლად.
აფხაზეთში გაწვევით უნდა წასულიყო, მაგრამ, ბოლო მომენტში, კომისარიატმა მის გაწვევაზე უარი თქვა, ის ხომ დედისერთა იყო და მის ოჯახს შვილის, გელას 25 წლის დის, გარდაცვალების ტკივილიც მოსაშუშებელი ჰქონდა. თუმცა გელამ თვითონვე მოითხოვა აფხაზეთში მოხალისედ წასვლაზე ნებართვა და გაემგზავრა კიდეც.
1992 წლის ოქტომბერში გელა ციხელაშვილი სოხუმში ჩავიდა და შეუერთდა სამშობლოს დამცველთა რიგებს. პირველივე დღიდან ვაჟკაცურად და უშიშრად ჩაება საბრძოლო მოქმედებებში. 1992 წლის 13 ნოემბერს, გელას რაზმს დასვენების დღე ჰქონდა და ისიც, სხვა მებრძოლებთან ერთად ყაზარმაში ისვენებდა. მოვიდა შეტყობინება, რომ სადღაც, ახლოს, სნაიპერი იყო ჩასაფრებული და საჭირო იყო მისი მოშორება, საბრძოლო ოპერაციის შესრულება ბელს არ ევალებოდა, მაგრამ ერთ-ერთ მებრძოლს დაბადების დღე ჰქონდა და გელამ ვაჟკაცურად ითავა მის ნაცვლად წასვლა.
მებრძოლებმა სნაიპერი აღმოაჩინეს, დაადგინეს კოორდინატები და მისი მიმართულებით გაემართდნენ. აღმოჩნდა, რომ სნაიპერს კიდევ სხვები იცავდნენ, რომლებმაც ჩვენს მეომრებს ცეცხლი გაუხსნეს. გადამთიელის მიერ ნასროლი ტყვია გელას გულში მოხვდა. ასე დამთავრდა ახალგაზრდა ჭაბუკის ხანმოკლე სიცოცხლე. დამთავრდა, მაგრამ სიცოცხლე ისევ გრძელდება მისი ვაჟის თორნიკეს სახით, მის სახელს დავიწყება არ უწერია.
კიდევ ერთი ოჯახი აატირა აფხაზეთში გადამთიელის მიერ გასროლილმა ტყვიამ. კიდევ ერთ ჯან-ღონით სავსე ჭაბუკს მოუსწრაფა სიცოცხლე დღევანდელმა ომმა. სავანისუბნელი ბიჭი, სიცოცხლეს და სიყვარულს რომ შეჰხაროდა, სამშობლოს დაძახილზე მოხალისედ ჩადგა მის დამცველთა რიგებში. ს ახალი წასული იყო იგი, რომ მისი დაღუპვის ბარათმა შეძრა სოფელი. ოჩამჩირის მახლობლად, სოფ. კინდღში, მტრის დაუნდობელმა ტყვიამ იმსხვერპლა გელა, ძაძით შეიმოსა ოჯახი, მწარედ ატირდა დედ-მამა, ცალუღელად დარჩა მეუღლე, უმამოდ –– პატარა თორნიკე.
მწარე სიბერე ერგოთ გელას მშობლებს, ერთი წლის წინ სტუდენტი ქალიშვილი დაკარგეს, ცრემლს ცრემლი მიემატა. დღეს ბრძოლის ველზე დაეცა ერთადერთი ვაჟიშვილი, ოჯახის იმედი, მშობლების ნუგეში, ცოლ-შვილის პატრონი, დისთვის –– სათაყვანო ძმა.
ცხარედ დასტირის სოფელი სამშობლოსათვის გმირულად დაღუპულ 30 წლის ჭაბუკს. ახალგაზრდები ფიცს დებენ, რომ მტერს არ შეაჭმევენ მის დარდს, სამშობლოს მიწა-წყალზე არ აბოგინებენ გადამთიელებს. აფხაზ ხალხთან გამონახავენ საერთო ენას და როგორც ადრე, მომავალშიც იცხოვრებენ მრავალეროვან საქართველოში.
ნათელში იყოს მუდამ მისი მებრძოლი, შეუდრეკელი სული, მსუბუქი სათაყვანო ქართული მიწა, რომელსაც შესწირა სიცოცხლე. უკვდავი იყოს მისი გმირული სახელი, უკანასკნელი –- ქართულ მიწაზე დაღვრილი სისხლი,მეგობრები.
გაზეთი „ალიონი“ 2! ნოემბერი, 1992 წელი
ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური